კვება მწვავე ნაწლავური ინფექციის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კვება მწვავე ნაწლავური ინფექციის დროს

დადგენილია, რომ ნაწლავი მონელებისა და შეწოვის ფუნქციებს მძიმე დიარეის შემთხვევაშიც კი ინარჩუნებს. ხანგრძლივი შიმშილი, მხოლოდ წყალსა და ჩაიზე ყოფნა არათუ ხელს არ უწყობს გამოჯანმრთელებას, არამედ აფერხებს კიდეც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის აღდგენას, იწვევს ცილოვან-კალორიულ უკმარისობას, სხეულის მასის დაქვეითებას. სწორად შერჩეული საკვები კი, პირიქით, ზრდის ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას და აჩქარებს განკურნებას.

საკვების ოდენობა და სახეობა დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, კვების ხასიათზე, ძირითადი დაავადების სიმძიმეზე და სხვა.

კვების რეჟიმის შედგენისას გასათვალისწინებელია ღამის შუალედი. ნუ ეცდებით, ბავშვი ძალდატანებით კვებოთ. დაავადების მსუბუქი ფორმისას რეკომენდებულია, საკვების დღიური ოდენობა შეამციროთ 15-20%-ით, ოღონდ პირველ-მეორე დღეს კვების ჯერადობა 1-2-ით გაზარდოთ (საკვების დანაკლისი უნდა შეავსოთ სითხით), მესამე-მეოთხე დღიდან კი შეგიძლიათ, თანდათანობით აღადგინოთ ჩვეულებრივი ულუფა.

საშუალო ფორმის შემთხვევაში დღიურ ულუფას 2-3 დღის განმავლობაში 20-30%-ით ამცირებენ. აღდგენა ხდება მეოთხე-მეხუთე დღიდან. საკვების დანაკლისი ამ შემთხვევაშიც უნდა შეივსოს სითხით - რეჰიდრონით, ORS-ით, ჰუმანა-ელექტროლიტებით...

მძიმე ფორმის დროს შესაძლებელია 1-2 კვების გამოტოვება, შემდეგ კი საკვების მცირე ულუფებით მიცემა. ბავშვმა უნდა მიიღოს ჩვეულებრივი დღიური ოდენობის ნახევარი. მესამე-მეოთხე დღიდან ულუფა იზრდება, მეექვსე დღეს კი მთლიანად აღდგება.

წლამდე ასაკის ბავშვებისათვის ნაწლავური ინფექციის დროს ოპტიმალური საკვებია დედის რძე. იგი მდიდარია ორგანიზმისთვის საჭირო დამცავი ფაქტორებით. იმუნოგლობულინი, ინტერფერონი, ლაქტოფერონი არ გამოიყენება, ვინაიდან პირღებინებას იწვევს ან ამძაფრებს. აუცილებელია კვების ჯერადობის მომატება 1-3-ით. სანაცვლოდ უნდა შემცირდეს შუალედი და ულუფა. ულუფის ზედმიწევნითი კონტროლისთვის პატარა ან გამოწველილი რძით უნდა კვებოთ, ან კვებამდე და კვების შემდეგ აწონოთ.

თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა, დაავადების მსუბუქი ფორმის შემთხვევაში განაგრძეთ კვება იმ ხელოვნური ნარევით, რომლითაც დაავადებამდე იკვებებოდა. ეფექტიანია რაციონში ადაპტირებული რძემჟავა ნარევების, სპეციალური ანტიდიარეული ნარევების დამატება.

მძიმე დიარეის დროს კვება ინდივიდუალურად შეირჩევა. შესაძლოა სამკურნალო ჰიდროლიზებული, ანტიდიარეული ნარევების გამოყენება.

თუ პატარა უკვე იღებს დამატებით საკვებს, მაგალითად, ფაფასა და ბოსტნეულის სუპ-პიურეს, დაავადების მწვავე ფაზაში, 2 დღის მანძილზე, მიეცით წყალზე მომზადებული ფაფა (უმჯობესია, შვრიისა იყოს), შემდეგ - ისევ რძიანი; ბოსტნეულის სუპ-პიურე - პირველ 2 დღეს უცხიმოდ, შემდეგ - ზეითუნის ზეთით შეზავებული.


გთავაზობთ კვების რეჟიმის მოდელს:

 

 

 

 

 

 

ასეთივეა 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვების კვების პრინციპი, ზოგიერთი მომენტის გათვალისწინებით:

  • კერძი უნდა იყოს მოხარშული ან ორთქლზე მომზადებული;
  • ხილი და ბოსტნეული უმჯობესია გახეხილი ან პიურეს სახით მივცეთ;
  • სასურველია ნატურალური ხილის კისელი, ჩირის ნაკლებად ტკბილი კომპოტი, მჭლე მოხარშული ხორცი (ხბო, ქათმის მკერდი);
  • მწვავე პერიოდში რეკომენდებული არ არის მცენარეული ბოჭკოთი მდიდარი საკვები - ის აძლიერებს ნაწლავის მოქმედებას, ნაღვლის სეკრეციას, ნაწლავში დუღილის პროცესებს, რის შედეგადაც ხდება აირების დაგროვება, მუცლის შებერვა.

    არასასურველია:

  • რძე;
  • რძიანი ფაფა;
  • ახალგამომცხვარი, თბილი პური, ფუნთუშა;
  • საკონდიტრო ნაწარმი;
  • არაჟანი;
  • კომბოსტო, ჭარხალი, კიტრი, მწვანილი, ისპანახი, ყურძენი, ქლიავი, გარგარი;
  • ლობიო, ბარდა, სოკო, კაკალი;
  • გაზიანი სასმელები;
  • ცხიმიანი ხორცი, თევზი, ფრინველი და მათი ნახარში. 

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მექანიკური და ქიმიური დაზოგვა გრძელდება 1-2 დღეს. შემდეგ რაციონი თანდათან ფართოვდება.

ნაწლავური ინფექციის გადატანის შემდეგ ერთ-ერთი პრობლემაა უმადობა და მონელების პროცესების დარღვევა: განავალში შესაძლოა გაჩნდეს ლორწო, საკვების მოუნელებელი ნაწილები. ეს 2-3 კვირას გრძელდება. სწორი კვების, ფერმენტებითა და პრობიოტიკებით მკურნალობის შემთხვევაში დაავადებამდელი მდგომარეობა აღდგება და ბავშვი ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: მწვავე ნაწლავური ინფექციის დროს შიმშილობა არამც და არამც არ შეიძლება.