სანერწყვე ჯირკვლები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სანერწყვე ჯირკვლები

.

ნერწყვი ნახშირწყლების მონელებაზე პასუხისმგებელ ფერმენტ ამილაზას, ბაქტერიციდულ ნივთიერებას ლიზოციმსა და განსაკუთრებულ ცილებს შეიცავს. ნერწყვს უნდა ვუმადლოდეთ, რომ პირის ღრუს ლორწოვანი გაცილებით სწრაფად აღდგება, ვიდრე კანი.

  • ნერწყვი - უებარი საშუალება

სპეციალისტები ნერწყვს უკვდავების წყალს ადარებენ. ალბათ ამიტომ არის, რომ თუ უცაბედად თითი გავიჭერით ან დავიწვით, ინსტინქტურად პირისკენ მიგვაქვს. მეცნიერება სალივოლოგიაც (სალივა – ნერწყვი) კი არსებობს, რომელიც ნერწყვისა და მისი მწარმოებელი ჯირკვლების თვისებებს შეისწავლის. მისი წყალობით გაირკვა, რომ ამ ჯირკვლებს ჰორმონული აქტივობაც ახასიათებს და იმ მრავალფეროვან პროცესებში მონაწილეობს, რომლებიც სრულებით არ უკავშირდება საკვების მონელებას, მაგრამ ორგანიზმზე ზემოქმედება მხოლოდ მაშინ არის სასიკეთო, თუ სანერწყვე ჯირკვლები ჯანმრთელია.

  • სანერწყვე ჯირკვლების მტერი - ყბაყურა

სანერწყვე ჯირკვლების პირველი მტერი ეპიდემიური პაროტიტის ანუ ყბაყურას ვირუსია. ის სხვა ჯირკვლებსაც აზიანებს: ვაჟებში - სათესლის, ხოლო გოგონებში საკვერცხის ანთებაა მოსალოდნელი, რაც უნაყოფობის მიზეზადაც შეიძლება იქცეს. ვირუსის აგრესიულმა ზემოქმედებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ფარისებრ ჯირკვალზე, პანკრეასზე, თირკმელებზე, სმენისა და მხედველობის ორგანოებზე, თავის ტვინსა და მის გარსებზე.

ამ უსიამოვნებებისგან ბავშვის დაცვა შესაძლებელია პროფილაქტიკური აცრის მეშვეობით. ყბაყურას საწინააღმდეგო აცრები 1 და 6 წლის ასაკში ტარდება. მეორე ვაქცინაციამდე იმუნიტეტი ოდნავ სუსტდება, რასაც უკავშირდება დაავადების გახშირება სკოლამდელ ასაკში.

ყბაყურას გამომწვევი ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით, ასევე - სათამაშოებისა და ჭურჭლის მეშვეობით გადაეცემა. თუ პატარას დასნებოვნებულ ბავშვთან ჰქონდა კონტაქტი, ყბაყურათი დაავადებას მეთერთმეტედან ოცდამესამე დღის ჩათვლით უნდა ველოდოთ. ასე რომ, საჭიროა სამკვირიანი კარანტინი. თუ ზუსტად ვიცით, როდის ჰქონდა პატარას კონტაქტი დაავადებულ ბავშვთან, ამ წუთიდან 10 დღის შემდეგ მას ბაღში სიარულს უკრძალავენ.

სიმპტომები

ყბაყურა ტემპერატურის მომატებით იწყება. ქვეითდება მადა, თავს იჩენს სისუსტე, თავის ტკივილი. ერთ-ორ დღეში ყბისქვეშა მიდამოში და ყურთან ახლოს ჩნდება დაძაბულობის შეგრძნება და ტკივილი. ტკივილის შეგრძნება ძლიერდება ღეჭვისას. ყურის წინ და ქვედა ყბის ქვემოთ ჩნდება შეშუპება, რომელიც თავდაპირველად ცალ მხარეს არის გამოხატული, ხოლო 1-2 დღეში მეორე მხარესაც მოიცავს. 3-5 დღის განმავლობაში შეშუპება მაქსიმალურია, შემდეგ თანდათან მცირდება.

როგორ მოვიქცეთ

ამ პერიოდში აუცილებელია წოლითი რეჟიმი, თხევადი ან გახეხილი საკვები, პირის ღრუს მოვლა და ჰიგიენის წესების დაცვა. გართულებათა აღმოცენების თვალსაზრისით განსაკუთრებით საყურადღებოა შუალედი დაავადების მეექვსედან მერვე დღემდე. თუ ამ პერიოდმა ნორმალურად ჩაიარა, ესე იგი მთავარი საშიშროება უკან მოვიტოვეთ.