რა საიდუმლოს ინახავს ჩვენი ჯანმრთელობის შესახებ ნერწყვი? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა საიდუმლოს ინახავს ჩვენი ჯანმრთელობის შესახებ ნერწყვი?

თუმცა მისი უდიდესი ნაწილი, 98-99%, წყალია. იოდის, კალციუმის, კალიუმის, სტრონციუმის კონცენტრაცია ნერწყვში რამდენჯერმე მეტია, ვიდრე სისხლში.

ნერწყვში არსებული მიკროელემენტებია: რკინა, სპილენძი, მარგანეცი, თუთია, კალიუმი, ნიკელი, ლითიუმი, ალუმინი, ნატრიუმი, კალციუმი, ქრომი, ვერცხლი, ბისმუტი, ტყვია.

ნერწყვის ხასიათით შეიძლება დაადგინოს ზოგიერთი ორგანოს მდგომარეობა და ფუნქციონირება, ასევე ადრეულ სტადიაზე გამოავლინოს გარკვეული დაავადებები.

ინფექციური დაავადებებისას ნერწყვის ტუტე რეაქცია იცვლება მჟავად.

ნეფრიტის დროს ნერწყვში იზრდება აზოტის რაოდენობა, იგივე ხდება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისას ნერწყვი ხდება წებოვანი და ქაფიანი.

იცვლება ნერწყვის შემადგენლობა ზოგიერთი სიმსივნის დროსაც, რაც დაავადების ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა, მაშინ როდესაც კლინიკური სურათი ჯერ კიდევ არ არის გამოხატული.

ნერწყვის ფერის შეცვლა - კუჭ-ნაწლავის სისტემის ზოგიერთი დაავადების დროს ნერწყვი ხდება მოყვითალო (იგივეა ხანდაზმულ მწეველებში, რაც რომელიმე შინაგან პათოლოგიაზე მეტყველებს).

ნერწყვის ნაკლებობა, პირის სიმშრალე, შეიძლება იყოს დიაბეტის, ჰორმონული დარღვევის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა მანიშნებელი.

ნერწყვის ჭარბად გამოყოფა, რომელიც არ უკავშირდება გემრიელი საკვების მიღებას, მეტყველებს დარღვევაზე, შეიძლება იყოს ზოგიერთი სიმსივნის ან ჰორმონული დისბალანსის ნიშანი.

ნერწყვის მწარე გემო ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის პათოლოგიის სიგნალია.

ნებისმიერი ამგვარი გამოვლინებისას საჭიროა ექიმის კონსულტაცია დამატებითი კვლევების ჩასატარებლად და დარღვევის ზუსტი მიზეზის დასადგენად.