/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

დადასტურებული კავშირი დეპრესიასა და იმუნური სისტემის მდგომარეობას შორის

დადასტურებული კავშირი დეპრესიასა და იმუნური სისტემის მდგომარეობას შორის
ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაამტკიცეს კავშირი დეპრესიასა და იმუნური სისტემის მდგომარეობას შორის.

ჟურნალში Molecular Psychiatry გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, რომ ფსიქიკური აშლილობის განვითარებას თან ახლავს სისხლში რამდენიმე ტიპის იმუნური უჯრედების რაოდენობის ცვლილება.

მეცნიერბმა უკვე შეისწავლეს ეს ფენომენი, თუმცა, პირველად განხორციელდა ფართომასშტაბიანი მიმოხილვა, მათ შორის ანალიზი და სტატისტიკა. საერთო ჯამში, შესწავლილი იქნა ორი მონაცემთა ბაზა და 27 სამეცნიერო სტატია, რომლებიც ადარებდნენ 19 სხვადასხვა ტიპის იმუნურ უჯრედებს მოზრდილებში დეპრესიის დიაგნოზით ან მის გარეშე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

2277 ადამიანის ანალიზმა აჩვენა, რომ რვა სხვადასხვა ტიპის იმუნური უჯრედების რაოდენობა, როგორიცაა B და T უჯრედები, გაიზარდა დეპრესიული აშლილობის დროს ჯანმრთელ ჯგუფთან შედარებით. ეს ნიშნავს, რომ ცვლილებები ჩვენი იმუნური სისტემის სხვადასხვა კომპონენტში - როგორც თანდაყოლილმა, ისე ადაპტირებულმა იმუნურმა პასუხებმა - შესაძლოა როლი შეასრულოს დეპრესიის გამომწვევში.

ახლა ექსპერტებს სჭირდებათ იმის გარკვევა, არის თუ არა იმუნური უჯრედების ეს ცვლილებები დეპრესიის მიზეზი თუ შედეგი. თუმცა, მკვლევარები ხაზს უსვამენ, რომ მათი დასკვნები არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს, ვისაც ამ ტიპის იმუნური უჯრედების ზრდა ექნება, აუცილებლად განუვითარდება დეპრესიული აშლილობა.

კომენტარები (1)
ნიხია
სადარის მერე ფული ააა! ამდენი რამე როგორ ვიყიდოთ!!!
თარიღი : 13-12-2015
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

მკურნალი ვაშლი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მკურნალი ვაშლი

ხალხში ყველაზე პოპულარული ჯიშებია გოლდენი, ცარსკი, ანტონოვკა, ივერია, სტარტი, თუმცა ბოლო ხანს შემოვიდა ახალი ჯიშებიც, რომლებიც ასევე ძალიან მოსწონთ. მაგალითად აიდარიდი, რომელსაც მოტკბო-მომჟავო გემო აქვს. ბავშვებისთვის საუკეთესოდ მიიჩნევა ანტონოვკის ჯიშის ვაშლი. მას აქვს სასიამოვნო არომატი და ნაზი მომჟავო-მოტკბო გემო. ორგანული მჟავა მასში უფრო მეტია, ვიდრე წითელ ვაშლში. ეს მჟავები ასუფთავებს სისხლძარღვის კედლებს და აუმჯობესებს გულის მდგომარეობას, ამასთან, აქვს შარდმდენი ეფექტიც და, რაც მთავარია, ერთნაირად მისაღებია ბავშვებისთვისაც და უფროსებისთვისაც. კარგია ბანანიც.

- როგორ ჯობს ვაშლის მიცემა - უმად თუ ჩაშუშული სახით?

- ბავშვი რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან შეაჩვიეთ ვაშლის გემოს. თავდაპირველად შეურჩიეთ ნაზი, რბილი, მოტკბო, წვნიანი, არომატული ჯიშის ვაშლი. მასში ბევრია სასარგებლო შაქრები, კალიუმისა და რკინის მარილები, რომელიც ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნას და გულის მუშაობას. ჩ ვიტამინი ვაშლში ცოტაა. სამაგიეროდ, ეს ხილი განთქმულია პექტინით. მცენარეული საკვებიდან ყველაზე მეტს სწორედ ვაშლი შეიცავს. პექტინი უჯრედის კედლის მშენებლობაში მონაწილეობს. გარდა ამისა, უხდება საჭმლის მონელებას. ამიტომაცაა ერთადერთი ხილი, რომლის მიღებაც ნებადართულია ნაწლავური ინფექციების დროს. მოთუთქული ვაშლი შესანიშნავი სამკურნალო საშუალებაა. მისი მიღება შეიძლება ნაწლავთა ყოველგვარი დაავადების, ასევე - ქრონიკული პანკრეატიტის, ქოლეცისტიტის, ჰეპატიტის დროს. მოთუთქული ვაშლისგან სხვადასხვა დესერტის მომზადებაა შესაძლებელი. მას შეიძლება დავუმატოთ ქიშმიში, ბანანი (რომელიც ასევე ძალიან უხდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს), ხაჭო და სხვა ნატურალური პროდუქტები.

გთავაზობთ რამდენიმე მარტივ რეცეპტს:

ვაშლის სიურპრიზი

საჭიროა:

  • 6 ცალი საშუალო ზომის ვაშლი;
  • 6 ჩაის კოვზი თაფლი;
  • 5-6 სუფრის კოვზი შავი მოცხარის ან ალუბლის მურაბა;
  • 2 სუფრის კოვზი გატარებული თხილი.

გარეცხილი ვაშლი კანიანად გაჭერით ორად, ამოაცალეთ გული, ჩააწყვეთ ჭურჭელში, ღრმული ამოავსეთ თაფლითა და თხილით. ზემოდან მოასხით მურაბა და 15 წუთით შედგით ღუმელში.

ვაშლის სალათა

საჭიროა:

  • 2 საშუალო ზომის მჟავე ვაშლი;
  • 1 საშუალო ზომის სტაფილო;
  • 1 კონა მწვანე სალათა;
  • 1 ცალი კიტრი;
  • 1 ცალი ლიმონი;
  • 2 სადილის კოვზი ზეთი;
  • მწვანე ხახვი, ოხრახუში, კამა.

მსხვილად გახეხეთ ვაშლი და სტაფილო, კუბიკებად დაჭერით კიტრი, ხელით დააქუცმაცეთ სალათის ფურცლები, წვრილად დაკეპეთ მწვანილი, აურიეთ ერთმანეთში ხის კოვზით, გემოვნებისამებრ დაუმატეთ მარილი, მცენარეული ზეთი და მოასხით ლიმონის წვენი. მიირთვით წელიწადის ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით კი ზამთარში. ვიტამინებით მდიდარი ეს სალათა ზამთრის მენიუს გაგიფერადებთ.