შეიძლება თუ არა მაიონეზი ბავშვისთვის - რეცეპტი! მოამზადეთ თავად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შეიძლება თუ არა მაიონეზი ბავშვისთვის - რეცეპტი! მოამზადეთ თავად

, გარდა ამისა, აგრესიულ კომპონენტებს, ნატურალური კვერცხის გულის ნაცვლად - კვერცხის ფხვნილს. ასეთი მაიონეზი მხოლოდ ჯანმრთელი კუჭ-ნაწლავის მქონე მოზრდილებისთვისაა უვნებელი. კვერცხის ფხვნილი ისევე განსხვავდება ნატურალური კვერცხისგან, როგორც რძის ფხვნილი - ძროხის რძისგან. შემადგენლობის მიხედვით მაიონეზს შეიძლება ვუწოდოთ ზეითუნისა, თუნდაც მასში წვეთი ზეითუნის ზეთიც არ ერიოს. თუ ეტიკეტზე მაიონეზის შემადგენლობაში დასახელებულია ზეითუნისა და მზესუმზირას ზეთი, იოლი მისახვედრია, რომელი ჭარბობს. მაიონეზის ეტიკეტზე მითითებული შენახვის ვადა დამაფიქრებელია. ეს, რა თქმა უნდა, იმაზე მეტყველებს, რომ იგი კონსერვირებული პროდუქტია. შედარებისთვის: მიღებულია, რომ შინ, ნატურალური პროდუქტებისგან მომზადებული მაიონეზის მაცივარში შენახვა შეიძლება არა უმეტეს 5 დღისა, თუმცა გამოცდილი კულინარები გვირჩევენ, ერთ დღე-ღამეზე მეტხანს არ გავაჩეროთ, ხოლო თუ ბავშვების ან მოხუცებისთვისაა განკუთვნილი - 6 საათზე მეტხანს. ქარხნული წესით მომზადებული მაიონეზის უპირატესობაა დროის ეკონომია და მოხერხებულობა: შეიძინე - გადმოასხი - მიირთვი. ამიტომაცაა უფრო მეტი მოთხოვნა მზა პროდუქტზე. ცნობილი კულინარები სამართლიანად ამტკიცებენ, რომ დღეს ცოტას თუ დაუგემოვნებია ნამდვილი მაიონეზი. ხშირად ალბათ გაგიჭირდებათ, სადღესასწაულოდ კი გირჩევთ, მაიონეზი შინ მოამზადოთ. გთავაზობთ მაიონზის რეცეპტს.

საჭიროა:

1 ჭიქა (200 მლ) რაფინირებული ზეითუნის ზეთი;

2 ქათმის კვერცხის გული ან 8 მწყრის კვერცხის გული;

1/3 ჩაის კოვზი მარილი;

1 ჩაის კოვზი შაქარი;

2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი;

1/2 ჩაის კოვზი სუფრის მდოგვი;

სურვილისამებრ - 1 ცალი მჟავე კიტრი (სოუსი "ტარტარი"), პომიდორი, კამა, ოხრახუში, ნიორი (სოუსი "პიოლი").

ყველა კომპონენტი უნდა იყოს ერთი და იმავე ტემპერატურისა. კვერცხის გული, მარილი და შაქარი გათქვიფეთ მიქსერით ან ბლენდერით, ნელ-ნელა დაამატეთ ზეითუნის ზეთი. მასა თანდათან გასქელდება. ბოლოს შეაზავეთ მდოგვითა და ლიმონის წვენით.

იხილეთ სხვა რეცეპტები