ხახვი - ბუნებრივი ანტიბიოტიკი და გემრიელი საკმაზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხახვი - ბუნებრივი ანტიბიოტიკი და გემრიელი საკმაზი

- ხახვი შეიცავს ფიტონციდებს - მცენარეულ, ნატურალურ ანტიბიოტიკებს, რის გამოც ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკის საშუალებად ითვლება. გარდა ამისა, არაჩვეულებრივად აცხრობს ხველას. ხახვი მდიდარია ეთერზეთებით, ვიტამინებით, მათ შორის - C და B ჯგუფის ვიტამინებითაც, მინერალური ნივთიერებებით, განსაკუთრებით - რკინით, კალიუმით, კალციუმით, მაგნიუმით, მანგანუმით, ფთორით, ფოსფორით, იოდით, თუთიით, ფლავონოიდებითა და მცენარეული ჰორმონით - გლუკინინით. ხახვი ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნასა და გაწმენდას, ასტიმულირებს საჭმლის მონელებას, გამოაქვს ორგანიზმიდან ჭარბი სითხე, გვმატებს მადას და აძლიერებს იმუნურ სისტემას.

- რა სახით შევიტანოთ ხახვი ბავშვის მენიუში?

- დაუმატეთ იგი სალათებს, სოუსებს, ხორცის, თევზისა და ბოსტნეულის წვნიანებს. თუ მწვანე ხახვს იყენებთ, ჩააჭერით იგი ცოცხლად უკვე მზა კერძს. მრგვლად დაჭრილი წითელი ხახვი კერძს ცხარე გემოსა და მადის აღმძვრელ შესახედაობას ანიჭებს. თეთრ ხახვს უფრო ნაზი გემო აქვს, ვიდრე წითელს ან ყვითელს. ის არომატულია და ოდნავ მოტკბო. ხახვის ამ სახეობას სასალათეს უწოდებენ. საფრანგეთში მისგან მზადდება ცნობილი ხახვის წვნიანი.

გთავაზობთ რამდენიმე კერძის რეცეპტს, რომლებსაც მთელი ოჯახი სიამოვნებით შეექცევა:

ხახვის წვნიანი

საჭიროა: 3 ლ წყალი ან ქათმის ბულიონი; 250 გ თეთრი ხახვი; 2 სადილის კოვზი ნაღების კარაქი; 1/4 სუფრის კოვზი პურის ფქვილი; 2 სუფრის კოვზი გახეხილი ყველი; მარილი, კამა; თხლად დაჭრილი პური.

მრგვლად და თხლად დაჭრილი ხახვი კარაქში მოშუშეთ. როცა დარბილდება და ფერს შეიცვლის, გადმოდგით ქურიდან და უწყვეტი რევით დაუმატეთ ფქვილი და ბულიონი, შეაზავეთ მარილით და კვლავ შედგით ნელ ცეცხლზე დაახლოებით 15 წუთით, თან განუწყვეტლივ ურიეთ. კარაქში შეწვით პური, გადმოიღეთ თეფშზე, მოაყარეთ გახეხილი ყველი, მოასხით სუპი და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა.

ღვეზელი “ჩიპოლინო”

საჭიროა: 1 ჩაის ჭიქა ფქვილი; 20 გ საფუარი; 0,5 ჩაის ჭიქა რძე; 1 კვერცხი; 2 სადილის კოვზი ნაღების კარაქი;

გულსართისთვის: 1 კგ ხახვი; 5 სადილის კოვზი ზეთი; 100 გ მოხარშული ძროხის ხორცი; 200 გ არაჟანი.

საფუარი გახსენით თბილ რძეში, დაუმატეთ ცოტაოდენი მარილი და 1/2 ჩაის კოვზი შაქარი, შეურიეთ ფქვილი და 30 წუთით დადგით სითბოში. შემდეგ დაამატეთ კვერცხი, გამდნარი ნაღების კარაქი, მარილი და მოაგუნდავეთ, გადააფარეთ ტილო, კიდევ 30 წუთით დატოვეთ სითბოში. თხელ რგოლებად დაჭრილი ხახვი ზეთში მოშუშეთ. შეურიეთ წვრილად დაკეპილი ან გატარებული ძროხის ხორცი და კიდევ ორი წუთი გააჩერეთ ცეცხლზე. გადმოდგით, ოდნავ შეგრილებულს დაუმატეთ არაჟანი. თუნუქის ფურცელს მოუსვით ცხიმი და ზედ გააბრტყელეთ ცომი. ჩაჩხვლიტეთ ჩანგლით და 30 წუთით ასე დატოვეთ. ამასობაში გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსამდე, შიგთავსი გადაიღეთ ცომზე და შედგით ღუმელში გამოსაცხობად 45 წუთით.