რომელი სახეობის კომბოსტოა ყველაზე სასარგებლო - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

რომელი სახეობის კომბოსტოა ყველაზე სასარგებლო

რომელი სახეობის კომბოსტოა ყველაზე სასარგებლო
ტრადიციულ თეთრ კომბოსტოსთან ერთად ბოლო ხანს ჩვენში პოპულარული გახდა კომბოსტოს სხვა სახეობებიც: ყვავილოვანი, ბრიუსელის, ბროკოლი ... რომელია ბავშვისთვის ყველაზე სასარგებლო? ყვავილოვან კომბოსტოს ნაზი კონსისტენცია და გემო აქვს, რაც საშუალებას გვაძლევს, ფართოდ გამოვიყენოთ ბავშვის მენიუში. C ვიტამინი ყვავილოვან კომბოსტოში თითქმის ერთნახევარჯერ მეტია, ვიდრე სხვა სახეობებში. თითქმის ორჯერ მეტია PP ვიტამინი, B ჯგუფის ვიტამინები, ცილები. უხვად არის მინერალური ნივთიერებებიც - კალიუმი, მაგნიუმი, რკინა.
გარდა ამისა, ყვავილოვანი კომბოსტო შეიცავს ნივთიერება კვერცეტინს, რომელიც ავთვისებიანი წარმონაქმნების განვითარებას უშლის ხელს. ყვავილოვანი კომბოსტოს კერძი ისე უნდა მოვამზადოთ,
რომ ბიოლოგიურად სასარგებლო ნივთიერებები შევინარჩუნოთ. ამისთვის იგი კი არ უნდა მოვხარშოთ, არამედ მოვშუშოთ.
ძალიან დიდია ბრიუსელის კომბოსტოს ბიოლოგიური ღირებულება. იგი ვიტამინების რაოდენობით კომბოსტოს ყველა სხვა სახეობას აჭარბებს. C ვიტამინის შემცველობით ის მხოლოდ შავ მოცხარს ჩამოუვარდება. საკმარისია დღეში 80 გ ბრიუსელის კომბოსტო, რომ ამ ვიტამინზე სკოლამდელი
ასაკის ბავშვის დღიური მოთხოვნილება დავაკმაყოფილოთ. ბეტა-კაროტინი ბრიუსელის კომბოსტოში 15-ჯერ (!) მეტია, ვიდრე თეთრთავასა და ყვავილოვანში. გარდა ამისა, იგი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებითა და მიკროელემენტებით. ბრიუსელის კომბოსტოს გემოსა და არომატს აძლევს ქიმიური ნაერთი ინდოლი. იგი კვარცეტინთან, C და E ვიტამინებთან ერთად ანეიტრალებს ორგანიზმზე კანცეროგენული ნივთიერებების ზემოქმედებას. ბრიუსელის კომბოსტო იმდენად ფასეული პროდუქტია, რომ მისი სულ მცირე ულუფაც კი ბოსტნეულის წვნიანს დიდ კვებით ღირებულებას მატებს.


იხილეთ აგრეთვე ბროკოლი - კიბოს საწინააღმდეგო თერაპიის ალტერნატივა

ყვავილოვანი კომბოსტოს წვენი კუჭის წყლულს ახორცებს

ყვავილოვანი კომბოსტოს სამკურნალო თვისებები
გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 19-05-2015
winstonikargia@mail.ru
8 თვის ბავშვისთვის მოხრაკული შეიძლება ?რასთან ერთად
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
პრობიოტიკური თვისებების კუთხით, თხის რძე ძალიან ჰგავს დედის რძეს. მას შეუძლია პატარა ბავშვებში კუჭ-ნაწლავის
მეცნიერთა საეთაშორისო ჯგუფმა დაამტკიცა, რომ დედის რძე მთელი ცხოვრება იცავს ადამიანს
სტატისტიკის თანახმად, ყოველ მეხუთე ბავშვს ჭარბი წონა აქვს და ყოველ მეოცეს სიმსუქნე აღენიშნება. ამის მიზეზი
მედიცინის დოქტორმა, პედიატრმა თამარ ობგაიძემ პაციენტთა მშობლების დასახმარებლად - სამედიცინო საკითხებში მათი უკეთ გათვითცნობიერების მიზნით,
გარეთ ცივა, ზოგი აცემინებს, ზოგი ახველებს. დროა, ვიფიქროთ საკვებით იმუნიტეტის გაძლიერებაზე.
საახალწლო სუფრა სავსეა სურსათ-სანოვაგით და ტკბილეულით, ლიმონათითა და ხილით. ასეთ დროს
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად