ყვავილოვანი კომბოსტოს წვენი კუჭის წყლულს ახორცებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყვავილოვანი კომბოსტოს წვენი კუჭის წყლულს ახორცებს

ენზიმები, რომლებსაც შეიცავს ყვავილოვანი კომბოსტო, ორგანიზმიდან ტოქსინებისა და კანცეროგენების გამოძევებას უწყობს ხელს. სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებებს ამ ბოსტნეულს ვიტამინების, მინერალებისა და ენზიმების განსაკუთრებული კომბინაცია სძენს.

ყვავილოვანი კომბოსტო მდიდარია კალიუმით, კალციუმით, მაგნიუმით, რკინით, თუთიით, სპილენძით, მანგანუმით, ფტორით, კაროტინებით, C, K, B1, B2, B6 ვიტამინებით, ადვილად ასათვისებელი ცილებით. საკმარისია, 50 გრამი ყვავილოვანი კომბოსტო მიირთვათ, რომ უზრუნველყოფილი ხართ C ვიტამინის სადღეღამისო დოზით.

გარდა ამისა, ყვავილოვანი კომბოსტო დაბალკალორიულია, თუმცა კარგად ანაყრებს, ასე რომ, ეს ბოსტნეული თამამად შეიძლება მიირთვან მათ, ვისაც ზედმეტი წონა აშინებს. ყვავილოვანი კომბოსტო ადვილი მოსანელებელია, ამიტომ, როგორც სამკურნალო-დიეტური საკვები, რეკომენდებულია ბავშვებისთვის, რომელთაც აწუხებთ შეკრულობა, მოზრდილებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ საჭმლის მონელების დარღვევა, შაქრიანი დიაბეტი, ათეროსკლეროზი, ღვიძლის პათოლოგიები, ნაღველკენჭოვანი დაავადება, პოდაგრა და სხვ.

ყვავილოვან კომბოსტოს ხალხური მედიცინა უძველესი დროიდან იყენებს არა მხოლოდ საჭმლის მონელების პროცესთა მოსაწესრიგებლად, არამედ კანის დაავადებათა სამკურნალოდაც.

რეცეპტები

• მჟავე ყვავილოვანი კომბოსტო, განსაკუთრებით - წვენი, რეკომენდებულია უზმოზე შეკრულობისა და უმადობის დროს, აგრეთვე ღვიძლის არეში სიმძიმის შეგრძნებისას.

• თუ რეგულარულად დალევთ ყვავილოვანი კომბოსტოს ახალგამოწურულ უმარილო წვენს, ყოველგვარი მედიკამენტის გარეშე შეუწყობთ ხელს კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის შეხორცებას. 1/2 ჭიქა ახალგამოწურული თბილი წვენი დღეში სამჯერ ჭამამდე ერთი საათით ადრე უნდა მიიღოთ. მკურნალობის კურსი ერთ თვეს მოიცავს. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მისი გამეორება.

• ყვავილოვანი კომბოსტოს ახალგამოწურული წვენი სასარგებლოა დაბალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის, ღვიძლისა და ელენთის დაავადებათა სამკურნალოდ, აგრეთვე ჭარბი წონის დასაკლებად. სასურველია, წვენის საჭირო ულუფა ყოველდღიურად გამოწუროთ. წვენი შეგიძლიათ შეინახოთ არა უმეტეს ორი დღისა. შემდეგ ის სასარგებლო თვისებებს კარგავს.

• ბუასილის დროს დღეში ორჯერ, ჭამამდე ერთი საათით ადრე, მიიღეთ ყვავილოვანი კომბოსტოს მწნილის ნახევარი ჭიქა თბილი წვენი.

• შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის რეკომენდებულია ყვავილოვანი კომბოსტოს ახალგამოწურული წვენისა და ლიმონის წვენის ნარევის მიღება (ერთ ჩაის ჭიქა კომბოსტოს წვენზე - 1-2 ლიმონის წვენი, დღის განმავლობაში - ერთი ჭიქა თბილი ნარევი).

იხილეთ ვრცლად თინათინ გოცაძის სტატია "ყვავილოვანი კომბოსტოს სამკურნალო თვისებები"