ლაქტაციის სტიმულაციისათვის განკუთვნილი რეცეპტები - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
დეკემბერი 2018
კითხვა-პასუხი
ლაქტაციის სტიმულაციისათვის განკუთვნილი რეცეპტები
ლაქტაციის სტიმულაციისათვის განკუთვნილი რეცეპტები
ლაქტაცია სარძევე ჯირკვლიდან რძის გამოყოფას, ძუძუს წოვებას ნიშნავს. ლაქტაციის პერიოდი - მშობიარობის შემდგომი პერიოდი, დროის ის მონაკვეთია, როცა დედა შვილს ძუძუთი კვებავს. როგორ შევუწყოთ ხელი რძის გამოყოფის სტიმულაციას, იხილეთ რეცეპტები:

1) სტაფილო რძით (ან ნაღებით) – სახეხზე წვრილად ჩახეხეთ სტაფილო. მიღებულ მასას (3-4 სადილის კოვზის მოცულობას) დაამატეთ ერთი ჩაის ჭიქა რძე (ან ნაღები) და მიირთვით. ნარევი ყოველი მიღების წინ უნდა დაამზადოთ და დღეში 2-3 ასეთი ულუფა მიირთვათ.

2) ნაღები კვლიავით - აიღეთ 2 ჩაის ჭიქა ნაღები და 2 სადილის კოვზი კვლიავის თესლი,
მოათავსეთ კერამიკულ ჭურჭელში, დაახურეთ ხუფი, შედგით ღუმელში ნელ ცეცხლზე, გააჩერეთ 30-40 წუთი, გამოიღეთ, გააციეთ და მიირთვით დღეში ორჯერ თითო ჭიქა.

3) კვლიავის ნაყენი - აიღეთ 15 გრამი კვლიავის თესლი, 100 გრამი შაქარი და ერთი საშუალო ზომის ლიმონი, დაასხით 1 ლ წყალი და ნელ ცეცხლზე 10 წუთი
ადუღეთ, შემდეგ გადაწურეთ და სამჯერ დღეში 0,5 ჭიქის მოცულობით მიირთვით.

4) ჭინჭრის ფოთლების ნაყენი - აიღეთ 1 სადილის კოვზი გამხმარი ფოთოლი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, შეფუთეთ და გააჩერეთ 1 საათი, გადაწურეთ და მიირთვით დღეში სამჯერ 1 სადილის კოვზის ოდენობით ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

5) ჭინჭრის თესლის ნახარში - აიღეთ 20 გრამი თესლი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა წყალი, წამოადუღეთ, დოლბანდით გადაწურეთ, დაამატეთ 2 ჩაის კოვზი თაფლი, კარგად მოურიეთ და დღეში ორჯერ ნახევარი ჭიქის მოცულობით მიირთვით.

6) კამის თესლის ნაყენი - აიღეთ კამის თესლი 1 სადილის კოვზის ოდენობით, დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 საათი, გადაწურეთ და დღეში ორჯერ ნახევარი ჭიქის ოდენობით მიირთვით. ასეთივე ნაყენი შეგიძლიათ ანისულის თესლითაც მოამზადოთ.

ავტორი თინათინ გოცაძე


იხილეთ აგრეთვე ძუძუთი კვება ინტელექტის კოეფიციენტს ზრდის

რომელი ხილი არ უნდა მიირთვას მეძუძურმა დედამ

მეცნიერები დედის რძის შენახვას არ გვირჩევენ
თარიღი : 16-03-2015
dzili
უკაცრავად ცჰემი არის 10ტვის და მაინტერესებს ბალიში შეიდძლება დაუდო და ისე დავაძინო ?ტუ ადრეა?
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
საშარდე სისტემის ჯანმრთელობისთვის-60 აბი
ფასი: 42.99
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.99
იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციისათვის-30აბი
ფასი: 23.99
სიცოცხლისთვის აუცილებელი ვიტამინები
ფასი: 27.99
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
რა პრინციპებით უნდა ვიხელმძღვანელოთ რაციონის შედგენისას, როცა პატარას გულის კუნთის დაზიანება აქვს?-
თაფლი სასარგებლო პროდუქტია, რომელსაც ზრდასრული ადამიანები ტკბილეულის მაგივრად იღებენ და
პარატროფია - კვების ქრონიკული დარღვევაა, რომლის შედეგიც ბავშვის ზედმეტი წონაა. ეს ტერმინი წლამდე ბავშვებთან
იცით, რომ 100 გრამი იოგურტი 10 გრამ შაქარს შეიცავს და თუ მას ბავშვი რეგულარულად მიირთმევს, წონის
ბავშვის იმუნიტეტის გასაძლიერებლად და დედის გინეკოლოგიური, ენდოკრინოლოგიური დაავადებების, სარძევე
ატამი, ისევე როგორც ზოგიერთი ტროპიკული ხილი, ვიტამინების სიუხვით ვერ დაიკვეხნის. 100 გრამი რბილობი
24 ივლისი 2018
დიდი ხანია ცნობილია, რომ ფეხშიშველი სიარული ბრტყელტერფიანობის, ტერფის კუნთების ატროფიის და
13 ივნისი 2017
შფოთვის შეტევა, უეცარი გამოვლინების გამო, „მკურნალობას“ ძნელად ექვემდებარება. ამ დროს ადამიანი კარგავს საკუთარ სხეულზე
მარიხუანას მომხმარებლები ინსულტისა და გულის უკმარისობის განვითარების მომატებული რისკის ქვეშ
აბუსალათინის ზეთი საფაღარათო საშუალებებს მიეკუთვნება. საფაღარათო ეფექტი, როგორც წესი, ვითარდება
თუ ერთ ჩაის კოვზ თაფლს ერთ ჭიქა ოთახის ტემპერატურის ნადგომ წყალში გახსნით და უზმოზე რეგულარულად დალევთ,