რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
კითხვა-პასუხი
დედის რძე
დედის რძე

დედის რძის შემადგენლობა ყოველდღე იცვლება, რათა ბავშვის მოთხოვნილებებს მოერგოს. მის შესახებ გვესაუბრება პედიატრი ნინო მეზვრიშვილი.

- ძუძუთი კვება გულისხმობს უზარმაზარ პასუხისმგებლობას დედის მხრიდან და წარმოადგენს ორი ორგანიზმის, დედისა და ჩვილის, ძალიან რთულ ურთიერთქმედებას. ჩვილი იღიმის და ღუღუნებს - დედა გრძნობს სიყვარულის, სითბოს, მზრუნველობის მოზღვავებას და ამ დროს მის ორგანიზმში გამოიყოფა ჰორმონი ოქსიტოცინი, რომელიც ხელს უწყობს რძის გამოყოფას. ჩვილი ავადაა - იწყება გაცვლითი პროცესი მის ნერწყვსა და დედის დვრილების რეცეპტორებს შორის და რამდენიმე საათში დედის რძე გამდიდრდება იმუნური სხეულებით, რომლებიც ბავშვის ორგანიზმს დაავადებასთან

ბრძოლაში ეხმარება.

- რა ნივთიერებებს შეიცავს დედის რძე?
- დედის რძის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების დათვლა წარმოუდგენელია. მათი რიცხვი დაახლოებით 400-500-ს აღწევს. ამასთან, დედის რძის შემადგენლობა განუწყვეტლივ იცვლება - არათუ დღე-ღამეში, არამედ კვებიდან კვებამდეც კი. გაირკვა, რომ იმ ქალების რძე, რომლებიც ჩვილებს ძუძუს კი არ აწოვებენ, არამედ

შეკითხვა ექიმს
-გამარჯობათ,თU შეიძლება მიპასუხეთ მქონდა ერთი ორსულობა რომელიც 8 კვირაზე შეწყდა გამოკვლევებმა არაფერი აჩვენა,2 თვის წინ გავიკეთე ანალიზი პოლაქტინზე და მქონდა 518 ნორმა წერია რომ არის 150-506.დამინიშნა ექიმმა ცეფანორმი და მენზის 16 დღიდან დიუფასტონი 10 დღე,ერთი თვის შემდეგ გადავამოწმე პროლაქტინი და 121,5 მაქვს დიუფასტონის სმას ისევ ისე განვაგრძობ,ეხლა მესამე თვეა მთავრდება ისევ ცეფანორმს ვსვავ და შეიძლება ეს იყოს მიზეზი რომ მოშლიდან თითქმის ერთი წელი გავიდა და აღარ დავრჩენილვარ ორსულათ საშიშია თუ არა?და კიდევ მაინტერესებს ჩემ მეუღლეს რაც გავყევი ანუ წელიწად ნახევარია რამდენჯერმე ტუჩთან გაუჩნდა ჰერპესივით გამონაყარი შეიძლება თუ არა ეს ჰერპესი იყოს და მაგან გამოიწვიოს მუცლის მოშლა ან უშვილობა?უნდა გადამოწმდეს ანალიზით?
ბოთლიდან ასმევენ გამოწველილ რძეს, შემადგენლობით უფრო ღარიბია. ამის მიზეზი კი დედა-შვილს შორის ცოცხალი ურთიერთობის არარსებობაა. ქალის რძე კარდინალურად განსხვავდება ძროხისა თუ თხის რძისგან. ამ განსხვავების უმთავრესი მიზეზი ის გახლავთ, რომ ქალის რძე ბავშვისთვის, მისი ზრდა-განვითარების, ორგანოებისა და სისტემების  სრულყოფილად ჩამოყალიბებისთვის არის საჭირო. ბავშვი სუსტი და მოუმწიფებელი იბადება, მასზე ბევრი არასასურველი გარეგანი ფაქტორი მოქმედებს. დედის რძე ბევრ დამცავ ნივთიერებას შეიცავს. სიცოცხლის პირველ წელს ყველაზე აქტიურად ვითარდება ნერვული სისტემა, ამიტომ დედის რძის შემადგენლობაში ჭარბობს ზრდის ფაქტორები და ცხიმოვანი მჟავები. ხბო და თიკანი ბიოლოგიურად განსხვავებული არსებები არიან, მათთვის უფრო მნიშვნელოვანია კუნთოვანი მასის განვითარება და ძროხისა და თხის რძის შემადგენლობაც ამას უზრუნველყოფს.


- ადაპტირებული ნარევები შემადგენლობით დედის რძეს უახლოვდება. შეუძლიათ თუ არა მათ, სავსებით შეცვალონ დედის რძე?
- ადაპტირებული ნარევების ამოცანაა, ძროხისა თუ თხის რძის შემადგენლობა ქალის რძისას მიუახლოოს. ამისთვის მათში ამცირებენ ცილების რაოდენობას, ამატებენ ზოგიერთ ვიტამინს, მინერალურ ნივთიერებასა და ცხიმოვან მჟავებს. მაგრამ მეცნიერებას ჯერ არ ძალუძს, დაუმატოს ხელოვნურ ნარევს ბავშვისთვის აუცილებელი ყველა ნივთიერება. 40-50 კომპონენტი - ეს ის მაქსიმუმია, რომელიც დანაკარგის გარეშე შეიძლება აითვისოს ორგანიზმმა, ხოლო დედის რძეში მხოლოდ ოლიგოსაქარიდია 130 და ყველას თავ-თავისი როლი აკისრია ბავშვის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის. ხელოვნური ნარევები არ შეიცავს ზრდის, იმუნურ ფაქტორებს და ჰორმონებს, ამიტომ დედის რძე, თუნდაც გამოწველილი, ყოველთვის გაცილებით სასარგებლოა ბავშვის მზარდი ორგანიზმისთვის, ვიდრე ადაპტირებული ნარევები და ცხოველური რძე.


- სითხეს, რომელიც ქალის სარძევე ჯირკვლებში პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში წარმოიქმნება, ხსენს უწოდებენ. რით განსხვავდება ის რძისგან?
- ხსენი არის ყვითელი ან ნარინჯისფერი სითხე, რომლის გამომუშავება ჯერ კიდევ ორსულობის პერიოდში იწყება სარძევე ჯირკვლებში. ზოგიერთს იგი ბევრი აქვს და თავისით გადმოსდის დვრილებიდან, ზოგს - ცოტა, თუმცა ახალშობილისთვის ეს რამდენიმე წვეთიც საკმარისია. მისი კუჭის ტევადობა მხოლოდ 5 მლ-ია, უფრო მეტ საკვებს მისი კუჭი ვერ დაიტევს და საზიანოცაა. ხსენი საკმაოდ კონცენტრირებული საკვებია. პირველ დღეს მის შემადგენლობაში ცილა სამჯერ მეტია, ვიდრე მომწიფებულ რძეში. ხსენის ცილა განსაკუთრებულია: ის ძალიან წვრილდისპერსიულია, უფრო ადვილად გადამუშავდება, არ მოითხოვს დიდი რაოდენობით საჭმლის მომნელებელ წვენს და კუჭ-ნაწლავის ტრაქტს მის ასათვისებლად დიდი ძალისხმევა არ ადგება. წყალი ხსენში ცოტაა, რადგან ახალშობილს არ შეუძლია დიდი მოცულობით სითხის გადამუშავება: თირკმელებს დრო სჭირდება ადაპტაციისთვის მუცლადყოფნის პერიოდის შემდეგ. ბავშვი იბადება წყლის მარაგით, რომელიც იცავს მის ორგანიზმს გამოშრობისაგან, სანამ რძე უფრო თხიერი გახდება. ხსენის მთავარი ღირსებაა დამცველობითი ფაქტორების სიუხვე. მაგალითად, მოყვითალო-ნარინჯისფერს მას, როგორც სტაფილოს, ბეტა-კაროტინი აძლევს. იგი A ვიტამინის წინამორბედია, რომელიც ძლიერ იმუნოსტიმულატორად და ადაპტოგენად მიიჩნევა. ხსენი ბევრ სხვადასხვა იმუნოგლობულინს შეიცავს, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია სეკრეტორული იმუნოგლობულინი. იგი პირველი წვეთების მიღებისთანავე იწყებს ახალშობილის ლორწოვანის დაცვას - ეს უკანასკნელი ხომ ინფექციის კარიბჭეა.  ხსენში იმუნოგლობულინის შემცველობა იმდენად დიდია, რომ დღე-ღამის განმავლობაში მიღებული ხსენი ახალშობილის ორგანიზმს მოზრდილი ადამიანის სამკურნალო დოზაზე 50-ჯერ მეტ იმუნოგლობულინს აძლევს. A იმუნოგლობულინი აქტიურია ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვის კუჭ-ნაწლავში არსებულ გარემოში. დამატებითი ან შემატებული კვების დროს გარემო იცვლება და იმუნოგლობულინის აქტიურობაც მცირდება. ხსენს აქვს სუსტი საფაღარათო მოქმედება. მისი მეშვეობით თავისუფლდება ახალშობილის ორგანიზმი ჭარბი ბილირუბინისგან, რომელიც პათოლოგიურ სიყვითლეს იწვევს. ვინაიდან ხსენი ასეთი სასარგებლოა, ახალშობილს დაბადებისთანავე მიჰყავთ ძუძუზე, რათა თავი პირველივე წუთებიდანვე დაცულად იგრძნოს.


- ბავშვი იზრდება და იზრდება საკვებზე მისი მოთხოვნილებაც. ხსენი მას აღარ ჰყოფნის. ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე დღეში ხსენი გარდაიქმნება გარდამავალ რძედ, მერე კი მომწიფებული რძე წარმოიქმნება. რას წარმოადგენს გარდამავალი რძე?
- რძე, რომელიც ხსენის შემდეგ წარმოიქმნება და რომლითაც ორი კვირა იკვებება ახალშობილი, არის გარდამავალი რძე. თავდაპირველად იგი ყვითელია, შემდეგ თანდათან თეთრდება. მცირდება მასში ცილების, ნატრიუმის, კალციუმის, იმუნოგლობულინების, A და E ვიტამინების შემცველობა, სამაგიეროდ იმატებს ცხიმებისა, ნახშირწყლებისა და B ჯგუფის ვიტამინებისა და, რაც მთავარია, იგი მოცულობით ხსენზე მეტია. ამ თოთხმეტი დღის განმავლობაში ახალშობილს რაც შეიძლება ხშირად უნდა ვაწოვოთ ძუძუ. ხშირი წოვება სტიმულია, რათა აქტიურად განვითარდეს ძუძუს ჯირკვლოვანი ქსოვილი, წარმოიქმნას უფრო მეტი რძე, რომელიც ბავშვს ძუძუთი კვების მთელი პერიოდის განმავლობაში ეყოფა. ხშირად წოვებისას რძის მხოლოდ რაოდენობა კი არ იმატებს, არამედ შემადგენლობაც მდიდრდება. ბავშვის მოთხოვნისამებრ კვებისას უფრო მეტი რძე წარმოიქმნება, ვიდრე საათობრივი კვებისას, ამიტომ ახალშობილები, რომლებიც დედასთან ერთად იმყოფებიან სამშობიაროში, ღებულობენ ცილებს 1,6-ჯერ მეტს, ცხიმებს 1,8-ჯერ მეტს, ვიტამინ ჩ-ს1,3-ჯერ მეტს. ასე რომ, “ხარისხიანი რძის საიდუმლო” მარტივია - ახალშობილს ხშირად აწოვეთ ძუძუ!




თარიღი : 04-01-2016
ჯემალი
რა კარგი ბავშვიაა :)))
თარიღი : 17-08-2014
anastasia chap
8 Dghis aris Chemi bavshvi da ver kmakopildeba da mainteresebs damatebit sheidzleba rame mivce? dedis rdzis shemcvlelii
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
კარგი რძე შედარებით მოსქელო და ქათქათა თეთრი ფერისაა, განზავებულს მოლურჯო ელფერი დაჰკრავს
8-9 თვის ბავშვს ხაჭოს ათვისება უკვე შეუძლია. ბუთხუზა ჩვილებისთვის
ექიმები ხაზგასმით ურჩევენ მშობლებს, ხაჭო ბავშვის ყოველდღიურ რაციონში შეიტანონ, თუმცა ბევრი
ჩვენი მარკეტების დახლებს ტროპიკული, ეგზოტიკური ხილის ნაირსახეობა ამშვენებს, მათ შორისაა ავოკადო. შეიძლება თუ არა ის ბავშვის მენიუში ჩავრთოთ და როგორ?
მკითხველი


რაც მეტად გავიცნობთ და დავუახლოვდებით ავოკადოს, მით მეტად დავაფასებთ ამ ეგზოტიკურ ნაყოფს.

გარეგნულად ის ძალიან ჰგავს ჩვენებურ მსხალს, მაგრამ მსხლისგან განსხვავებული გემო აქვს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, 1-ელიდან 7 აგვისტომდე ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეული (World Breastfeeding Week) აღინიშნება. დღეისათვის ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეულს 170 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღნიშნავენ.
ჩვენს მიერ, ორი კვირის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში - "როგორ შევარჩიოთ წლამდე ასაკის ბავშვთა კვება", პროფესორმა ინგა მამუჩიშვილმა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუნქტად პალმისა და რაფსის ზეთის უარყოფით გავლენაზე ისაუბრა.
16 თებერვალი 2018
წითელა გვიტევს - არაფერი დასამალი არ არის - წითელას ეპიდაფეთქებაა ქვეყანაში, - ამის შესახებ
18 აგვისტო 2016
ექინაცეის სამშობლო ჩრდილოეთ ამერიკაა. თუმცა როგორც სამკურნალო და დეკორატიული კულტურა, ის დღეს მრავალ ქვეყანაში მოჰყავთ. მათ შორის - რუსეთსა და საქართველოშიც.
თუ თქვენს პატარას ამოქაფება აქვს ჭამის შემდეგ, თუ ხშირად აწუხებს მუცელი და კუჭში გასვლა უჭირს, მოუსმინეთ პედიატრ მაია ხერხეულიძეს:
შფოთვის შეტევა, უეცარი გამოვლინების გამო, „მკურნალობას“ ძნელად ექვემდებარება. ამ დროს ადამიანი კარგავს საკუთარ სხეულზე
„პალიტრა მედია“ ჰოლდინგის სათავო ოფისში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის