/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის კვება

რა ასაკიდან ჩავრთოთ სტაფილო ბავშვის რაციონში

რა ასაკიდან ჩავრთოთ სტაფილო ბავშვის რაციონში
სტაფილო მეტად ღირებული ბოსტნეული კულტურაა - ბავშვისთვის აუცილებელი, მისი ორგანიზმის ზრდა-განვითარებისთვის შეუცვლელი, გემრიელი და სამკურნალო.

სტაფილოს ახალგამოწურული წვენი ნაწლავების ფუნქციას არეგულირებს და ჰემოგლობინის დონეს აწესრიგებს. გახეხილ სტაფილოს საფაღარათო თვისებები აქვს (უხეში უჯრედისის ბოჭკოების შემცველობის გამო) და ხელს უწყობს ნაწლავებიდან ჭიების გამოდევნას, ბაქტერიციდული თვისებების წყალობით კი ეს ბოსტნეული მეტად ეფექტურად ასუფთავებს პირის ღრუს.

ვიტამინებით გაჯერებული ქორფა სტაფილო ორგანიზმის გამაჯანსაღებელი და მატონიზებელი საუკეთესო საშუალებაა. მისი ძირითადი სამკურნალო ეფექტი, მთავარი ღირებულება და სხვა ბოსტნეულ კულტურებთან შედარებით უპირატესობა კაროტინის (პროვიტამინი A) უხვი შემცველობითაა განპირობებული.ამ მხრივ სტაფილოს ვერც ერთი ბოსტნეული კულტურა ვერ შეედრება.

სტაფილო საუკეთესო მკურნალია. ის შეიცავს C, PP, K და B ჯგუფის ვიტამინებს, მიკროელემენტებს, მინერალებს - კალციუმს, ფოსფორს, იოდს, რკინას, ასევე - ეთერზეთებს, ნახშირწყლებსა და შეუცვლელ ამინმჟავებს. ასეთი შემადგენლობის წყალობით სტაფილოს შეუძლია, იმუნიტეტის ასამაღლებლად განკუთვნილი საუკეთესო პრეპარატებიც კი შეცვალოს. ამისთვის საჭიროა სტაფილოს რეგულარული გამოყენება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გაციებისას რეკომენდებულია, ბავშვმა პირის ღრუსა და ყელში სტაფილოს წვენი გამოივლოს. თუ მას თაფლს შევურევთ (თუ, რა თქმა უნდა, არ ველით მის მიმართ ალერგიულ რეაქციას), ხველის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებას მივიღებთ.

სტაფილოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამკურნალო თვისება თვალის ბადურა გარსის განმტკიცება-გამაგრებაა, ამიტომ თვალის დაავადებების მქონე ბავშვებმა ყოველდღიურად უნდა მიირთვან ეს ბოსტნეული.

სტაფილოს არჩევა და მომზადება

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.მყავს 18 Თვის Შვილი.არის Თუ არა მარგებელი საზამᲗრო მისᲗვის? მისმა პედიატრმა გვიᲗხრა არ აᲭამოᲗო არაა სასარგებლოვო</p>

იმისთვის, რომ სტაფილოს მაქსიმალურად შევუნარჩუნოთ სასარგებლო თვისებები, კერძის მომზადებამდე ის სწორად უნდა დავამუშაოთ.

სტაფილოს ძირხვენები საგულდაგულოდ უნდა გავრეცხოთ ცივი გამდინარე წყლით. მანამდე მოვაჭრათ ღეროფოჩი, თხლად ავაფხიკოთ (და არა ავათალოთ) კანი, რათა არ დაზიანდეს ძირხვენების გარეთა შრე. სწორედ ამ შრეშია თავმოყრილი დიდი რაოდენობით კაროტინი. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სტაფილოს წვერზე მეტად ვიტამინებით მდიდარია მისი ფუძე ანუ ღეროფოჩთან არსებული ნაწილი.

გარეცხილი სტაფილო უშუალოდ კერძის მომზადების წინ უნდა დავჭრათ და არავითარ შემთხვევაში - წინასწარ. თუ მის უმად გამოყენებას ვაპირებთ, უმჯობესია მდუღარე წყალი გადავავლოთ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ სტაფილოში შემავალ კაროტინს მხოლოდ ცხიმთან ერთად ითვისებს ორგანიზმი, ამიტომ სტაფილოს პიურესა თუ მისგან მომზადებულ სხვა კერძებს მცენარეული ცხიმი (ზეთი) ან არაჟანი უნდა მოასხათ და ისე მიირთვათ.

სტაფილოს არჩევისა და ყიდვისას უნდა გვახსოვდეს შემდეგი წესი: ყველაზე ვიტამინიზებული ძირხვენა დაახლოებით 150 გრამს იწონის. სასურველია, ავარჩიოთ სტაფილოს საშუალო ზომის ძირხვენები, რადგან მსხვილები ნიტრატებით უფრო მეტად არის გაჯერებული.

სტაფილო ბავშვის რაციონში

სტაფილო ბავშვის რაციონში შეიძლება 5-6 თვის ასაკიდან ჩავრთოთ. ის წვრილად დაჭრილი უნდა მოვხარშოთ და შემდეგ გავხეხოთ ან ჩავჭყლიტოთ ერთგვაროვანი მასის მისაღებად. სტაფილოს პიურეს ადაპტირებული ნარევით ან დედის რძით აზავებენ, რამდენიმე წვეთ ზეითუნის ზეთს უმატებენ და პატარას ისე აჭმევენ.

6 თვიდან ბავშვს შეიძლება სტაფილოს ახალგამოწურული წვენიც გავასინჯოთ. დავიწყოთ ერთი ჩაის კოვზით. თუ ბავშვს ალერგიის არავითარი ნიშანი არ გამოაჩნდა, რამდენიმე დღეში ულუფა უნდა გავზარდოთ. ასეთი წვენი პატარამ კვირაში ორჯერ უნდა მიირთვას. უმი სტაფილოს წვენის ხშირად და დიდი რაოდენობით მიღება არ არის სასურველი, რადგან A ვიტამინის სიჭარბე ისევე მავნებელია, როგორც მისი ნაკლებობა.

ერთი წლის ბავშვს ქორფა სტაფილოს სალათაც შეიძლება გავასინჯოთ: ზემოთ აღნიშნული წესით გაწმენდილ-დამუშავებული სტაფილო წვრილად უნდა გავხეხოთ და აუცილებლად მოვასხათ ზეთი, უმჯობესია ზეითუნისა. სტაფილოს პიურე პატარას ხორცთან ერთადაც შეიძლება ვაჭამოთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ბავშვი და ჯანსაღი კვების ჩვევები
ბავშვი და ჯანსაღი კვების ჩვევები
მშობლად ყოფნა უამრავ სასიამოვნო მომენტთან ერთად, დიდ პასუხისმგებლობას მოიცავს. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი ბავშვთა ჯანსაღი კვების ჩვევების ფორმირებაზე ზრუნვაა.
სრულად
ბავშვთა კვებითი აშლილობა ფსიქიკური მდგომარეობის გამოვლინებაა
ბავშვთა კვებითი აშლილობა ფსიქიკური მდგომარეობის გამოვლინებაა
ბავშვებში კვებითი აშლილობის მიზეზები, მართვა - რჩევები მშობლებს
სრულად
რატომ არის სასარგებლო მთლიანი მარცვლეულის ფაფები ბავშვისთვის
რატომ არის სასარგებლო მთლიანი მარცვლეულის ფაფები ბავშვისთვის
მარცვლეული კულტურები, როგორიცაა ხორბალი, სიმინდი,
სრულად
რატომ უნდა მოვარიდოთ ბავშვები ტკბილეულს
რატომ უნდა მოვარიდოთ ბავშვები ტკბილეულს
ადრეულ ასაკში შაქრის ჭარბი რაოდენობა დაკავშირებულია
სრულად
რომელი საკვებია ბავშვებისთვის ყველაზე მავნე
რომელი საკვებია ბავშვებისთვის ყველაზე მავნე
საკვები, რომელიც შეიცავს ბევრ ტრანს ცხიმს, გემოს გამაძლიერებლებს და ემულგატორებს,
სრულად
რა ასაკიდან უნდა მივცეთ ბავშვებს მარწყვი?
რა ასაკიდან უნდა მივცეთ ბავშვებს მარწყვი?
დადგა ყველასთვის საყვარელი კენკრის - მარწყვის სეზონი.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რა ასაკიდან ჩავრთოთ სტაფილო ბავშვის რაციონში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები