გემრიელი იოდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2019

კითხვა-პასუხი

გემრიელი იოდი

გემრიელი იოდი

შესაძლებელია თუ არა კვების მეშვეობით იოდის ნაკლებობის აღმოფხვრა? რომელი ხილი შეიცავს ყველაზე მეტ იოდს? როგორ შეიძლება იოდიზებული მარილის გამოყენება საკვებში?


დღეს ექიმები ხშირად საუბრობენ იოდის ნაკლებობაზე ბავშვებისა თუ მოზრდილების ყოველდღიურ რაციონში. იოდიანი მარილი თავისუფლად იყიდება, მაგრამ მას არასწორად ვიყენებთ და ამიტომ ისიც სათანადოდ ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას. როგორ გამოვიყენოთ იოდიზებული მარილი? თუ მას თერმული დამუშავებისას, ხარშვისას ჩავურთავთ კერძში, იოდი დაიკარგება, ორგანიზმამდე ვეღარ მიაღწევს.

მარილი მზა კერძს უნდა მოვაყაროთ ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგ, უმჯობესია, თეფშზე. მაგრამ თუ ორგანიზმს იოდი აკლია, დეფიციტს მხოლოდ იოდიანი

მარილით ვერ აღმოვფხვრით. საჭიროა იოდის პრეპარატების მიღება. რით არის საშიში იოდის ნაკლებობა? იოდის ნაკლებობა იწვევს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს, ინტელექტისა და გონებრივი განვითარების შეფერხებას, ახალშობილებში ძვლოვანი სისტემის სისუსტეს. ვინაიდან ყველა ბავშვი (და არათუ ბავშვი, მოზრდილიც კი) არ სწყალობს ზღვის კომბოსტოს, მოდი, გავუმასპინძლდეთ ჩვენს შვილებს იმით, რაზეც
ნამდვილად არ იტყვიან უარს - ხილით. იოდის შემცველობის მიხედვით ჩემპიონებად ითვლებიან ხურმა (ასევე - კარალიოკი) და ფეიხოა. განსაკუთრებით სასარგებლოა ზღვისპირა რეგიონებში მოყვანილი ეს ხილი.


ხურმა - ღმერთების საკვები
ევროპელებმა ხურმა სულ რაღაც 100 წლის წინ გაიცნეს. იაპონიიდან შემოტანილი მისი 12 ნერგი კავკასიაში 1896 წელს დარგეს. სამშობლოში ხურმა დიდი სიყვარულით სარგებლობს. მისი ლათინური სახელწოდება "ღმერთების საკვებს" ნიშნავს.  2-3 ცალი ხურმით მშიერი ადამიანის დანაყრება შეიძლება. საკვები ნივთიერებების შემცველობით ხურმა ტოლს არ უდებს ლეღვსა და ყურძენს. ის იმდენად ტკბილია, რომ გაჭრილს ზედაპირზე შაქრის ნადები უჩნდება. ამ თვისების წყალობით მას დიდი სარგებლობა მოაქვს გულის მანკით დაავადებულთათვის. მის ნაყოფში შემავალ შაქარს ორგანიზმი გულის კუნთის საკვებად იყენებს. გარდა ამისა, ხურმა უხვად შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, აქვს შარდმდენი თვისება, ვიტამინებისა და მიკროელემენტების შემცველობით ბევრ სხვა ხილს სჯობია, ზომიერად შეიცავს კალციუმს, ფოსფორს, რკინას და სხვა აუცილებელ ელემენტებს. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ხურმაში გაცილებით მეტი ანტიოქსიდანტია, ვიდრე ციტრუსებში, ხოლო ბეტა-კაროტინი (A ვიტამინის წინამორბედი) - უფრო მეტი, ვიდრე სტაფილოში. დაბოლოს, ხურმა ძალიან მდიდარია იოდით. იოდის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია, ბავშვებმაც და მოზრდილებმაც ყოველდღე მიირთვან 1-2 ცალი ხურმა. ხალხში გაბნეული რეცეპტების მიხედვით, გაციებისა და ხველისას სასარგებლოა ყელში ხურმის ან კარალიოკის წვენის გამოვლება - ერთი მწიფე ნაყოფის გამონაწურს უნდა დავუმატოთ სამი სადილის კოვზი თბილი წყალი. ხურმის ჩირის მოსამზადებლად საჭიროა ყინვადაუკრავი ნაყოფი. გათალეთ, ყუნწის ადგილას ძაფი გაუყარეთ, გამონასკვეთ და თბილ ადგილას ჩამოკიდეთ. 5-7 კვირის შემდეგ ჩირი მზად იქნება. გამომშრალი ნაყოფი სიმწკლარტეს კარგავს.


ფეიხოა - შემოდგომის ხილი
ფეიხოას გემო მაყვლის, ანანასისა და მოცხარის ერთგვარი ნარევია. დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინებს, უწინარესად - ასკორბინის მჟავას (ჩ ვიტამინს), ასევე - ორგანულ მჟავებს, პექტინს და სხვა. მის შემადგენლობაში შედის კატეხინები და ლეიკოანტოციანებიც - ძლიერი ანტიოქსიდანტები, რომლებიც ხელს უწყობს ონკოლოგიური დაავადებების პრევენციას. P ვიტამინისა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველობის წყალობით ფეიხოა ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას, ვაშლის მჟავას შემცველობის წყალობით აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და აცხრობს წყურვილს, ხოლო პექტინებს ორგანიზმიდან გამოაქვს მავნე ნივთიერებები და ამაგრებს სისხლძარღვის კედლებს. გარდა ამისა, ამ რაციონში ფეიხოას ჩართვა სასარგებლოა პიელონეფრიტის დროს. თუმცა მისი მთავარი ღირსებაა იოდის ბიოლოგიურად ხელმისაწვდომი ნაერთების მაღალი შემცველობა: 100 გრამი 3 მგ იოდს შეიცავს. ეს ელემენტი ასეთი რაოდენობით არც ერთ სხვა მცენარეულ თუ ცხოველურ პროდუქტში არ არის, ამიტომ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის პროფილაქტიკისთვის ფეიხოა აუცილებლად უნდა შევიტანოთ რაციონში. გირჩევთ, საზამთროდ მოიმარაგოთ ფეიხოას კომპოტი ან ცოცხლად შეინახოთ იგი.


ცოცხალი ფეიხოა ზამთრისთვის
მწიფე ფეიხოა გარეცხეთ, თავი და ბოლო მოაჭერით, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატეთ შაქარი თანაფარდობით 1:1-ზე, გადაიღეთ მინის ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში ან სარდაფში.


კომპოტი
ფეიხოა გარეცხეთ, 3-5 წუთით ჩაყარეთ მდუღარე წყალში, შემდეგ ცივი წყალი გადაავლეთ და ქილებში გაანაწილეთ. დაასხით წინასწარ მომზადებული სიროფი (400 გ შაქარი 1ლ წყალზე) და გაასტერილეთ. ლიტრიან ქილაზე საკმარისია 350 გრამი ფეიხოა.


გემრიელი ჩაროზი


ფეიხოასა და ატმის მარმელადი
საჭიროა:

  • 250 გ ფეიხოა და ამდენივე კურკაგამოცლილი ყვითელი ატამი;
  • 500 გ შაქარი;
  • 1/2 პაკეტი ჟელატინი.

ატამი თხლად დაჭერით სიგრძეზე, მოაყარეთ 250 გ შაქარი და ჟელატინი, დატოვეთ მთელი ღამით. დილით შედგით ნელ ცეცხლზე, განუწყვეტლივ ურიეთ ხის კოვზით, გზადაგზა დაუმატეთ გათლილი, თხლად დაჭრილი ფეიხოა და დარჩენილი შაქარი. ხარშეთ 2 წუთი.


ხურმის მუსი
საჭიროა:

  • 2 ცალი კარგად დამწიფებული ხურმა ან კარ­ალიოკი;
  • 2,5 ჭიქა წყალი;
  • 2 სადილის კოვზი შაქარი;
  • 1 სადილის კოვზი ჟელატინი;
  • 1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი.

ჟელატინი 30-40 წუთით დაალბეთ 1 ჭიქა წყალში. მწიფე ნაყოფი გათალეთ, გახეხეთ. მომინანქრებულ ჭურჭელში ჩაასხით 1 ჭიქა წყალი, ჩაყარეთ შაქარი და გახეხილი ნაყოფი, შედგით ნელ ცეცხლზე, ურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე. ჟელატინი შეათბეთ, შეურიეთ ფაფას და დაუმატეთ ლიმონის წვენი. სუფრასთან მიტანამდე გადაიღეთ მინის ჭიქებში. 30-40 წუთით შედგით მაცივარში.


ხურმის სუფლე
საჭიროა:

  • 200 გ მწიფე ხურმა ან კარალიოკი;
  • 10 კვერცხის ცილა;
  • 125 გ შაქარი;
  • 1 სადილის კოვზი ნაღების კარაქი;
  • ერთი მწიკვი ლიმონმჟავა;
  • 2 სადილის კოვზი შაქრის პუდრი.

გათლილი ხურმა დაჭერით, გამოაცალეთ კურკა, დაფარეთ წყლით, დაამატეთ ლიმონმჟავა, შაქარი, ათქვიფეთ მიქსერით, შედგით ნელ ცეცხლზე და განუწყვეტელი რევით შესქელებამდე ხარშეთ. როცა გაცივდება, დაუმატეთ ათქვეფილი ცილა და გადაიღეთ მასა ცხიმწასმულ ფორმაში, აცხვეთ ღუმელში 100-150 გრადუსზე 15-20 წუთის განმავლობაში. გაგრილებულ სუფლეს ზემოდან მოაყარეთ შაქრის პუდრი. გაამდიდრეთ თქვენი პატარას მენიუ ჩვენ მიერ შემოთავაზებული რეცეპტებით მომზადებული დესერტით.

 

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდებული პროდუქტები
ხელს უწყობს ძლიერი ორგანიზმის ჩამოყალიბებას.30პასტილი
ფასი: 29.9
გლუკოზის მეტაბოლიზმის ხელშეწყისთვის-60 აბი
ფასი: 25.2
ანთების დროს ტკივილის შესამცირებლად-30აბი
ფასი: 43.9
საშარდე სისტემის ჯანმრთელობისთვის-60 აბი
ფასი: 42.9
05 აპრილი 2018
ისევ შეგვახსენა თავი წითელამ, დაავადებამ, რომელსაც “ბატონების” სახელით იცნობს ხალხი და ის ბავშვთა
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
საახალწლო სუფრა სავსეა სურსათ-სანოვაგით და ტკბილეულით, ლიმონათითა და ხილით. ასეთ დროს
რა პრინციპებით უნდა ვიხელმძღვანელოთ რაციონის შედგენისას, როცა პატარას გულის კუნთის დაზიანება აქვს?-
თაფლი სასარგებლო პროდუქტია, რომელსაც ზრდასრული ადამიანები ტკბილეულის მაგივრად იღებენ და
პარატროფია - კვების ქრონიკული დარღვევაა, რომლის შედეგიც ბავშვის ზედმეტი წონაა. ეს ტერმინი წლამდე ბავშვებთან
იცით, რომ 100 გრამი იოგურტი 10 გრამ შაქარს შეიცავს და თუ მას ბავშვი რეგულარულად მიირთმევს, წონის
ბავშვის იმუნიტეტის გასაძლიერებლად და დედის გინეკოლოგიური, ენდოკრინოლოგიური დაავადებების, სარძევე
30 იანვარი 2018
2017 წლიდან საქართველოში წითელას შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის
სახლის პირობებში მკვებავი კრემის მომზადება ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია და სულაც არ წარმოადგენს სირთულეს.
თითქმის ყველა ჩვენგანი გაციებულა ცხოვრების განმავლობაში რამდენჯერმე, ზოგჯერ ზამთრის სეზონის
მანჩესტერის უნივერსიტეტის დერმატოლოგიის კვლევის ცენტრი აცხადებს, რომ ძველი წამალი ციკლოსპორინ A,