რა საჭიროა ხაჭო - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020

რა საჭიროა ხაჭო

რა საჭიროა ხაჭო

ექიმები ხაზგასმით ურჩევენ მშობლებს, შეიტანონ ხაჭო ბავშვის ყოველდღიურ რაციონში, განსაკუთრებით - გაზაფხულობით. რატომ?


გაზაფხულზე ორგანიზმი კალციუმის დეფიციტს განიცდის. მის შესავსებად პედიატრები მშობლებს ბავშვის მენიუში ხაჭოს შეტანას ურჩევენ. იგი რძის პროდუქტებიდან ყველაზე მეტ კალციუმს შეიცავს. გარდა ამისა, ხაჭო მრავალი სხვა სასარგებლო თვისებითაც გამოირჩევა.

ყველაფერი ვიცით თუ არა ხაჭოს შესახებ?
ხაჭო რძის თერმული დამუშავების შედეგად მიიღება. ამგვარად დამუშავებული რძის ცილა უფრო ადვილი ასათვისებელია ორგანიზმისთვის. ხაჭოს სამკურნალო თვისებები უმეტესად ამინმჟავების შემცველობით აიხსნება. ესენია მეთიონინი, ქოლინი და ლეციტინი. მათი დამსახურებაა, რომ ხაჭოს უნარი შესწევს, შეაჩეროს

ან თავიდან აგვაცილოს ღვიძლის ცხიმოვანი გადაგვარება, რომელიც არახელსაყრელი ფაქტორების ზემოქმედების შედეგია. ამ ფაქტორებს მიეკუთვნება კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, არასწორი კვება (უზომოდ ცხიმიანი საკვების მიღება), ორგანიზმში მავნე ნივთიერებების მოხვედრა. ამდენად, ხაჭო სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებაა. სამკურნალო მიზნით ხაჭო გამოიყენება კუჭ-ნაწლავის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს. ჭარბი
წონისა და შაქრიანი დიაბეტის დროს ხაჭოს ლიპოტროპულ ნივთიერებებს (0-დან 2%-მდე ცხიმიანობის ხაჭო) ორგანიზმში ცხიმოვანი ცვლის ნორმალიზების უნარი შესწევთ. ზომიერად მიღებული ცხიმიანი საკვები ღვიძლს არ გადატვირთავს, ორგანიზმი ცხიმის ენერგეტიკული მიზნით ხარჯვას იწყებს და მისი დაგროვება აღარ ხდება. 8-9 თვის ბავშვს უკვე შეუძლია ხაჭოს ათვისება. მისი მონელების დროს გაცილებით ნაკლები კუჭის წვენი, მარილმჟავა და ფერმენტები იხარჯება, ვიდრე მაწვნის მონელებისას.


მაღაზიისა თუ შინაური?
ზოგიერთ ბავშვს არ მოსწონს შინ მომზადებული ხაჭოს მომჟავო გემო, მაღაზიაში შეძენილ ხაჭოს კი სიმჟავე ნაკლები აქვს, თანაც ხშირად ხილისა თუ ვანილის არომატით შეზავებული და დამტკბარია. არადა, ხაჭოს სასარგებლო თვისებები სწორედ მისი მჟავიანობით აიხსნება, თუმცა პატარა გურმანებს შეიძლება მოვუმზადოთ ხაჭო, რომლის მჟავიანობა მხოლოდ 50 იქნება. ხაჭოს მჟავიანობა გრადუსებით გამოიხატება (ტერნერის მიხედვით). ცხიმიანი ხაჭოს მჟავიანობა 200-220, 9%-იანისა - 210-240, უცხიმოსი - 220-270.


როგორ მოვამზადოთ?
ვისაც სურს, ხაჭო თვითონვე მოუმზადოს შვილს, ვთავაზობთ მარტივ რეცეპტს: აადუღეთ 1 ლ რძე, მდუღარეს დაუმატეთ ლიმონის წვენი, 1 ჩაის კოვზი კალციუმის ლაქტატი ან 10%-იანი კალციუმის ქლორიდის ხსნარი. შეიძლება, რძეს მაწონიც ჩავამატოთ - 0,5 ლიტრი 1 ლიტრ რძეზე. აურიეთ, წარმოქმნილი ფიფქები ხის კოვზით ერთად მოაგროვეთ და საწურში გადაიღეთ. დაიწრიტება და მიიღებთ ხაჭოს. ჩამოწრეტილი სითხე, შრატი, ასევე დიდი რაოდენობით შეიცავს კალციუმს. შეგიძლიათ დაატკბოთ ხილის წვენით ან შაქრის ვაჟინით და ისე მიირთვათ. მტკნარი ხაჭო კარგია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს. ბავშვისთვის მტკნარი ხაჭო მაღაზიისაში აურიეთ, ისეთი პროპორციით, რომ მისთვის სასურველი გემო მიიღოთ. მოზრდილ ბავშვს მტკნარი ხაჭო შეგიძლიათ არაჟანში არეული მისცეთ. არსებობს კიდევ ერთი ხერხი მტკნარი ხაჭოს მისაღებად: 0,5 ლ მაწონი ქილიანად ჩადგით წყლიან ქვაბში და შედგით ნელ ცეცხლზე. ხაჭო ნაზი რომ გამოვიდეს, ქვაბში წყალი არ უნდა აგიდუღდეთ. როგორც კი მაწონი შეხაჭოებას დაიწყებს და შრატი გამოეყოფა, გადმოდგით და ქილა გაცივებამდე დატოვეთ წყლიან ქვაბში. შემდეგ საწურში გადაწურეთ და ხაჭოც მზადაა.



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
ძუძუთი კვება ბავშვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის საფუძველია. მაგრამ ზოგჯერ დედას რძე არ აქვს.
პრობიოტიკური თვისებების კუთხით, თხის რძე ძალიან ჰგავს დედის რძეს. მას შეუძლია პატარა ბავშვებში კუჭ-ნაწლავის
მეცნიერთა საეთაშორისო ჯგუფმა დაამტკიცა, რომ დედის რძე მთელი ცხოვრება იცავს ადამიანს
სტატისტიკის თანახმად, ყოველ მეხუთე ბავშვს ჭარბი წონა აქვს და ყოველ მეოცეს სიმსუქნე აღენიშნება. ამის მიზეზი
მედიცინის დოქტორმა, პედიატრმა თამარ ობგაიძემ პაციენტთა მშობლების დასახმარებლად - სამედიცინო საკითხებში მათი უკეთ გათვითცნობიერების მიზნით,
გარეთ ცივა, ზოგი აცემინებს, ზოგი ახველებს. დროა, ვიფიქროთ საკვებით იმუნიტეტის გაძლიერებაზე.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად