როგორ უნდა გამოვლინდეს კიბო ადრეულ სტადიაზე
ონკოლოგიურ დაავადებათა სკრინინგის მეთოდიკა, რომელსაც განუწყვეტლივ სრულყოფენ. კვლევის რამდენიმე აღიარებულმა მეთოდმა დღეისთვის აქტუალურობა დაკარგა. ასეთია, მაგალითად, ფილტვების კიბოს გამოსავლენი ფლუოროგრაფია (თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს მეთოდი შესანიშნავად ავლენს ტუბერკულოზს, ამიტომ მისი ჩატარება აუცილებელია), თვითგასინჯვა მკერდის კიბოს გამოვლენის მიზნით. საეჭვოდ არის მიჩნეული ტესტირება პროსტატასპეციფიკურ ანტისხეულებზე წინამდებარე ჯირკვლის კიბოს გამოსავლენად.
ამჟამად სკრინინგის ეფექტურ მეთოდებად ითვლება მამოგრაფია (სარძევე ჯირკვლის გამოკვლევა), საშვილოსნოს ყელის ნაცხის ციტოლოგიური გამოკვლევა, განავლის ტესტირება ფარულ სისხლდენაზე და კოლონოსკოპია (სწორი ნაწლავის გამოკვლევა). უფრო და უფრო იხვეწება ონკოლოგიურ დაავადებათა გენეტიკური მარკერების სკრინინგი. ასიდან 30-40 შემთხვევაში ამ ანალიზის მეშვეობით შესაძლებელია მკერდის კიბოსადმი განწყობაზე პასუხისმგებელი გენების BRCA 1-ისა და BRCA 2-ის მუტაციის გამოვლენა. სამწუხაროდ, მეთოდის სიძვირის გამო მასობრივი გენეტიკური სკრინინგი ჯერჯერობით დასავლეთის მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია დანერგილი.
იხილეთ აგრეთვე სტატია "გადამდებია თუ არა კიბო"