საინტერესო ფაქტები ნარკომანიის შესახებ

ყაყაჩოს სველი და ნესტიანი თესლის დამუშავების გზით ისინი იღებდნენ ოპიუმს და მას ძილის ღმერთ მორფეუსისადმი მიძღვნილი რიტუალების დროს იყენებდნენ.
ნარკომანია დღემდე კაცობრიობის უდიდეს პრობლემად რჩება. ტექნოლოგიურ პროცესთა დახვეწის კვალდაკვალ ფართოვდება ნარკოტიკული ნივთიერებების რაოდენობაც.
ნაკლებად ცნობილი ფაქტები ნარკოტიკებზე
- რამდენიმე ასეული წლის წინათ კანაფს აქტიურად იყენებდნენ მსუბუქ მრეწველობაში. იგი ბამბის შესანიშნავი შემცვლელია. ზოგიერთი მრეწველი მასზე მხოლოდ ოცნებობდა, რადგან სიძვირის გამო მასზე ხელი არ მიუწვდებოდა.
- 1631-დან 1800 წლამდე კანაფი ერთგვარ “მყარ ვალუტას” წარმოადგენდა. მისი მეშვეობით იდებოდა შეთანხმებები, იხდიდნენ გადასახადებს. მისი როგორც ტექსტილური ნახევარფაბრიკატის ყიდვა ყველგან შეიძლებოდა, თანაც არა აფრიკასა და ინდოეთში, არამედ ინგლისსა და ევროპის საკმაოდ განვითარებულ ქვეყნებშიც, სადაც კანაფზე ბარტერი მიღებული გახლდათ.
- ჯორჯ ვაშინგტონი კბილის ტკივილის დასაამებლად მარიხუანას ეწეოდა.
- განვითარებულ ქვეყნებში ნარკომანთა უმეტესობა, 87%, ოპიატების, ე.წ. “მძიმე” ნარკოტიკების მომხმარებელია.
- ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ თამბაქო ნარკოტიკულ ნივთიერებად აღიარა.
- მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდებში მარიხუანა ლეგალიზებულია, ჰოლანდიაში მისი გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. საკმაოდ დაბალია ამ ქვეყანაში ნარკოტიკულ ნივთიერებათა დოზის გადაჭარბებით გამოწვეული სიკვდილიანობაც.
- ყაყაჩოსთესლიანი ფუნთუშებისა და საკონდიტრო ნაწარმის აქტიური გამოყენება უსაფრთხო არ არის - შესაძლოა ნარკოტიკზე სისხლის ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდეს.
- ნარკომანი დედის მიერ გაჩენილ ახალშობილებს დაბადებისას აღენიშნებათ სხეულის მცირე წონა და ტვინის სხვადასხვა ტიპის დაზიანება.
- ნარკოდამოკიდებულთა 5% პოლინარკომანი - რამდენიმე ტიპის ნარკოტიკის მომხმარებელია.
- ნარკომანთა 5% ცხოვრებას ინვალიდობით ასრულებს.
- ნარკომანთა 42% ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენების შედეგად იღუპება, დოზის გადაჭარბებით -13%, თვითმკვლელობით ამთავრებს ცხოვრებას 3%.
- საშუალო ასაკი პირებისა, რომლებიც დოზების გადაჭარბების შედეგად იღუპებიან, შეადგენს 25-30 წელს. უშუალოდ ეიფორიის დროს სიცოცხლეს ამთავრებს 7%.
დაუნდობელი კოკაინი
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ჰეროინი ხველის საწინააღმდეგო საშუალებად შეიქმნა. მე-19 საუკუნის ბოლოს ტუბერკულოზსა და პნევმონიას მილიონობით ადამიანი ეწირებოდა, ამიტომ, როგორც კი ადამიანი ხველას დაიწყებდა, ინფექციის შიშით მაშინვე აძლევდნენ ჰეროინს, რომელიც თრგუნავდა ხველის რეფლექსს. სამწუხაროდ, ბევრმა მისი ბოროტად გამოყენება დაიწყო და 1898 წლიდან მასზე გარკვეული აკრძალვები დაწესდა.
- კოკაინმა სამჯერ მეტ ადამიანს მოუსწრაფა სიცოცხლე, ვიდრე ყველა სხვა ნარკოტიკმა ერთად.
- ამერიკული დოლარების უმეტესობაზე კოკაინის ნაკვალევია, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ყველა ნარკოტიკის მიღებისთვის გამოიყენეს - ეს კუპიურების ერთმანეთთან კონტაქტით გავრცელდა.
- 1 კგ კოკაინის დასამზადებლად საჭიროა კოკის 1 ტონა ფოთოლი, რომლებიც შემდგომ მუშავდება გოგირდმჟავით, ბენზინით, ნიშადურით, აცეტონით, ეთერით და მარილმჟავათი.
- 1 გრამი კოკაინის თვითღირებულება რამდენიმე ცენტია, მისი გასაყიდი ფასი კი 100 დოლარამდე აღწევს.
- ალკოჰოლისა და კოკაინის ერთდროული მიღებისას წარმოიქმნება ტოქსინები, რომლებიც ასიდან 75 შემთხვევაში სიკვდილს იწვევს.
გასული საუკუნის 70-იან წლებში კოკაინი საქმიანი ადამიანებისა და ახალი მორალური წარმოდგენების ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. მას მოიხმარდნენ ჰოლივუდის ვარსკვლავები, ბიზნესმენები და სუპერსპორტსმენები.