ნარკომანია სოციალური პრობლემა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნარკომანია სოციალური პრობლემა

სამწუხაროდ, უკანასკნელ წლებში ნარკომანია ჩვენი ცხოვრების თანამგზავრად იქცა. ბევრმა მხოლოდ ნარკომანების ერთი შეხედვით ამოცნობა კი არ ვისწავლეთ, არამედ ახლობლებსა და მეგობრებს შორის მათ არსებობასაც შევეგუეთ. არავისთვის არის საიდუმლო, რომ ახალგაზრდების თითქმის ნახევარს ამა თუ იმ ნარკოტიკისთვის ერთხელ მაინც გაუსინჯავს გემო. ტელევიზიით თუ პრესით თითქმის ამომწურავ ინფორმაციას ვიღებთ ამ დამღუპველი სენის შესახებ, და მაინც, ნარკომანთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება.

ნარკომანია ქრონიკული დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია სამკურნალო და არასამკურნალო ნარკოტიკული ნივთიერებების ბოროტად გამოყენებით. მას ახასიათებს პათოლოგიური ლტოლვა ნარკოტიკული ნივთიერებისადმი, მისაღები დოზის ზრდის ტენდენცია და ფიზიკური დამოკიდებულების ჩამოყალიბება. იგი საყოველთაოდ მიღებული მორალურ-ზნეობრივი ნორმებისგან გადახრილი ქცევაა.

მომხმარებელთა ჯგუფები

ნარკომანია უმთავრესად გავრცელებულია 35 წლამდე ასაკის ქალაქში მცხოვრებ მამაკაცებს შორის, თუმცა შეიმჩნევა მომხმარებელი ქალების რაოდენობის მატებაც. საგანგაშო ის არის, რომ ნარკომანების უმეტესობა 25 წლამდე ასაკისაა. მართალია, ნარკომანია უმთავრესად ქალაქების პრობლემაა, მაგრამ ბოლო ხანს მისდამი ლტოლვა ქალაქებიდან საკმაოდ მოშორებულ სოფლებშიც გაიზარდა.

განათლების დონის მიხედვით ნარკომანები თანატოლებისგან არ გამოირჩევიან: მათ უმრავლესობას (83,3%) აქვს საშუალო, არასრული უმაღლესი და უმაღლესი განათლება, 61,7% შრომობს, 5,8 % სწავლობს; არც სწავლობს და არც მუშაობს 24,8%. 46% ნასამართლევია. ამათგან ყოველი მეორე სასჯელმოხდილია ან იხდის სასჯელს იმ დანაშაულის გამო, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ნარკოტიკების მოხმარებას უკავშირდება. ყოველი მეოთხე მათი არაკანონიერი დამზადების, შეძენის, შენახვის, გადატანის გამოა დასჯილი. ყოველი მეორე ცხოვრობს ოჯახში, რომლის წევრიც ბოროტად იყენებდა ალკოჰოლს ან ნარკოტიკულ საშუალებებს, ნასამართლევი ან მძიმე ავადმყოფია. ნარკოტიკული ნივთიერებებისადმი ლტოლვა ხშირად ყალიბდება ფსიქიკური ან ნერვული დაავადებების მქონეთა ოჯახის წევრებს შორის.

ნარკოტიკის ტიპები

ნარკოტიკებს აჯგუფებენ მათი წარმოშობისა და ორგანიზმზე მოქმედების დიაპაზონისა თუ ხარისხის მიხედვით. ცნობილია:

  • ოპიატები (მორფინი, პრომედოლი, ფენადოლი და სხვა);
  • ე. წ. მფრინავი ნარკოტიკულად მოქმედი ნივთიერებანი;
  • ფსიქოსტიმულატორები (ჩვეულებრივი სტიმულატორები);
  • კანაფის პრეპარატები (ჰაშიშური ნარკოტიკები);
  • ტკივილგამაყუჩებლები.

გამოყოფენ ნარკოტიკების მიღების რამდენიმე მიზეზს სოციალურს:

  • ალკოჰოლიზმითა და ნარკომანიით დაავადებული მშობლები, ემოციური კონტაქტის უქონლობა, არასრული ოჯახი;
  • საცხოვრებელ არეალში ნარკოტიკულ ნივთიერებათა ფართო გავრცელება და ბოროტად გამოყენება;
  • ახალგაზრდებს შორის არაადეკვატური არსებობის პოლიტიკა: რეალური პროფესიისა და სამუშაოს უქონლობა, ბევრი თავისუფალი დრო, უსაქმობა.

კონსტიტუციურ-ბიოლოგიურს:

  • ფსიქიკური ან ნარკოლოგიური დაავადებებისადმი გენეტიკური განწყობა;

ტრადიციულს:

  • საცხოვრებელ არეალში ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების რელიგიური თუ სხვა ტრადიცია;

ინდივიდუალურ-ფსიქოლოგიურს:

  • ავტორიტეტული თანატოლების ან უფროსების მიბაძვა;
  • უარყოფითი განცდების ნეიტრალიზების მცდელობა;
  • თანატოლების წრის შეხედულებებისადმი შესაბამისობის სურვილი;
  • ანომალიური პიროვნული თვისებები (ავანტიურიზმი, აგზნებადობა, მომატებული ან, პირიქით, დაქვეითებული თვითშეფასება, მერყევი ხასიათი);
  • უფროსებისადმი (მშობლებისა და პედაგოგებისადმი) მიმართული საპროტესტო რეაქციები;
  • თვითდესტრუქციული ქცევა;
  • ცნობისმოყვარეობა;
  • მუქარა და ძალისმიერი ზეგავლენა.

ჩამოთვლილი მიზეზებიდან ნარკოტიკების გამოყენებამდე ყველაზე ხშირად მივყავართ სამს:

1. მოწყენილობასა და ცნობისმოყვარეობას;

2. მეგობართა თავყრილობის დროს ერთდროულ გამოყენებას;

3. არსებული რეალობისგან გაქცევის სურვილს.

ეს ნარკომანიის პირველადი მიზეზებია, მისი საბოლოო მიზეზი კი არის ადამიანურ ფასეულობათა შემეცნების უუნარობა, დასახული მიზნის მისაღწევად დაბრკოლებათა გადალახვის შიში და მცდარი შეხედულება, რომ მძიმე წუთებში დახმარება მხოლოდ ნარკოტიკს შეუძლია. ნარკომანად ჩამოყალიბება იწყება ნარკოტიკული ნივთიერების პირველივე გასინჯვიდან. საბოლოო შედეგამდე დრო უპირატესად პიროვნულ თვისებებსა და გამოყენებული ნარკოგენული პრეპარატის სახეობაზეა დამოკიდებული.


მსოფლიო ნარკობაზარი

XX საუკუნის უკანასკნელი მეოთხედიდან ნარკოტიკების მსოფლიო ბაზარზე ყველაზე მსხვილ მომწოდებლებად იქცნენ "ოქროს სამკუთხედისა" და "ოქროს ნახევარმთვარის" ქვეყნები, სადაც ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველ მცენარეთა კულტივირებისთვის იდეალური ნიადაგი და კლიმატური პირობებია.

"ოქროს სამკუთხედი" გიგანტური მთაგორიანი ტერიტორიაა, რომელიც მოიცავს ჩრდილოეთ ბირმას, ჩრდილოეთ ტაილანდს, ლაოსის დასავლეთ რაიონებს და ნაწილობრივ - ჩინეთის სამხრეთ რეგიონს. ამ ტერიტორიაზე ცხოვრობს უამრავი მცირე ეთნიკური ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთისგან ენით, ტრადიციებით და კანის ფერით განსხვავდებიან. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ამ ტერიტორიის ყოველი ხეობა თავისებურ მინისახელმწიფოს წარმოადგენდა, რომლის მმართველები სავსებით განაგებდნენ ნარკოტიკული ნივთიერებების დამზადებასა და რეალიზებას.

"ოქროს ნახევარმთვარე" თურქეთის ანატოლიას, ავღანეთს, ირანს, პაკისტანის ნაწილს, ქაშმირის პროვინციას მოიცავს, სადაც ძილისმომგვრელი და მათრობელა ყაყაჩო მოჰყავთ. აქვე ხდება მისი გადამუშავება იატაკქვეშა ფაბრიკებში, სადაც იღებენ სუფთა ჰეროინს, რომელიც 70%-ით ამარაგებს ამერიკულ, ხოლო 85%-ით - ევროპულ ბაზარს.

ნარკოტიკების გავრცელება

გაეროს დოკუმენტის თანახმად, მსოფლიოში განსაკუთრებით გავრცელებული ნარკოტიკია კანაფი (ჰყავს დაახლოებით 150 მილიონი მომხმარებელი). მას მოსდევს ამფეტამინების ჯგუფის სტიმულატორები (დაახლოებით 30 მილიონი კაცი ძირითადად მეტამფეტამინსა და ამფეტამინს მოიხმარს, 8 მილიონი - ექსტაზის). 13 მილიონზე მეტი იყენებს კოკაინს, 15 მილიონი - ოპიატებს (ჰეროინი, მორფიუმი, ოპიუმი, სინთეზური ოპიატები). ამ ჯგუფში 9 მილიონი ჰეროინის მომხმარებელია.

იზრდება "მსუბუქი" ნარკოტიკის - მარიხუანას პოპულარობა და მოხმარება. ხშირდება ამფეტამინების რიგის სტიმულატორების, ძირითადად - ექსტაზის ბოროტად გამოყენებაც. მას მოსდევს კოკაინი და ოპიატები.

ნარკომანია და საქართველო

4-მილიონიან საქართველოში დღეს 240-დან 350 ათასამდე (საშუალოდ - 295 ათასი) ნარკომანია რეგისტრირებული. შედარებისთვის: ავღანეთში, რომელიც მთელი მსოფლიოს ჰეროინის 95%-ს აწარმოებს, მხოლოდ 170 ათასი ნარკომანია აღრიცხული. საქართველოში წელიწადში მოძრაობს 9-10 ტონა ჰეროინი, რომელიც რეალურ საშიშროებას უქმნის ქართულ საზოგადოებას. სამედიცინო დაწესებულებებში აღრიცხულ ნარკომანთა 78% სწორედ მისი მომხმარებელია, რადგან იგი ყველაზე სწრაფად იწვევს ადამიანის ფიზიკურ და ინტელექტუალურ დეგრადაციას. ნარკოტიკებით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი პროცენტიც მის წილად მოდის.

სტატისტიკური შეფასება

  • გაეროს მონაცემებით, ამიერკავკასიაში წელიწადში 11 ტონა ჰეროინი შემოდის ორი ძირითადი მარშრუტით: I. ავღანეთი-ირანი-აზერბაიჯანი - 8-9 ტონა; II. ავღანეთი-შუა აზია-კასპიის ზღვა-აზერბაიჯანი – 1-2 ტონა. აქედან 7 ტონა საქართველოს საზღვაო პორტებიდან (ძირითადი - ფოთის პორტიდან) ევროპაში გადის, რეგიონში კი რჩება 4 ტონა.
  • აშშ-ის ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველოს წილად მოდის რეგიონში მოხმარებული ნარკოტიკების მინიმუმ 59% ანუ 2,4 ტონა ჰეროინი წელიწადში. ერთი ნარკომანი წელიწადში მოიხმარს საშუალოდ 30 გრამ ჰეროინს.
  • საქართველო ჰეროინის მოხმარებით მსოფლიოში I ადგილზეა (1000 კაციდან 17 მომხმარებელი) და გაცილებით უსწრებს რუსეთს (11), ესტონეთს (10), დიდ ბრიტანეთს (5), იტალიას (5), უკრაინას (2,9), საფრანგეთს (2,6), გერმანიას (1,4), თურქეთს (0,3).
  • ნარკომანიის მაჩვენებელთან ერთად იზრდება მასთან დაკავშირებული უმძიმესი დაავადებების: შიდსის (დაავადებულთა 70% ნარკომანია) და C ჰეპატიტის (ნარკომანთა 50%) სიხშირე.
  • ხშირდება ნარკოტიკებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობებიც, რომლებიც წელიწადში 2500-3000-ს აღწევს (ეს ოფიციალური მონაცემებია; სავარაუდოდ, რეალური რაოდენობა გაცილებით მეტია).
  • ნარკოტიკების მოხმარება ყველაზე ხშირია საზოგადოების ყველაზე შრომისუნარიან ნაწილში - 21-დან 40 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში.