შინაური ცხოველები და ალერგია
აშშ-ში ჩატარებულ კვლევაში 473-მა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. მათი ნაწილი ისეთ ოჯახებში იზრდებოდა, სადაც შინაური ცხოველები ჰყავდათ. თითოეულ ბავშვს ყოველწლიურად იკვლევდნენ ბრონქებისა და ფილტვის ფუნქციათა შესამოწმებლად, 6-7 წლის ასაკში კი სხვადასხვა ალერგენზე კანის სინჯებს უტარებდნენ.
-
ისეთ ოჯახებში აღზრდილ პატარებს, სადაც კატა ან ძაღლი ბავშვის დაბადების პირველივე წლიდან ცხოვრობდა, დადებითი ალერგიული რეაქციები ორჯერ უფრო იშვიათად გამოუვლინდათ, ხოლო იმ ბავშვებს (უპირატესად - ბიჭუნებს), ვისაც შინ ორი ან მეტი ცხოველი ჰყავდა, ალერგიულ რეაქციებზე პასუხისმგებელი IgE-ს ოდენობა ორჯერ ნაკლები აღმოაჩნდათ, ფილტვის მუშაობის მაჩვენებლებიც გაუუმჯობესდათ.
მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ ოჯახებს, რომელთაც ბავშვის გაჩენა სურთ, შეუძლიათ, შინაურ ცხოველებზე უარი არ თქვან, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ასთმით უკვე დაავადებული ბავშვებისთვის კატის კნუტის ან ძაღლის ლეკვის ჩუქება არამცთუ სასარგებლო არ არის, საშიშიც კია.