შეიმუშავეს საკვერცხეების კიბოს საწყისი სტადიის სადიაგნოსტიკო ტესტი
გამოცდაში 500-მა ქალმა მიიღო მონაწილეობა. აქედან 150-ს საკვერცხეების კიბო ჰქონდა. ტესტის შედეგები არა მარტო მკვლევარებმა, არამედ ამერიკის კიბოს ნაციონალური ინსტიტუტის ექსპერტებმაც შეაფასეს. მორი და მისი კოლეგები უკვე შეუდგნენ ტესტის გამოცდის მესამე ფაზას - კლინიკურ გამოცდას 2000 პაციენტის მონაწილეობით. "ვიმედოვნებთ, ეს ტესტი იმ სტანდარტული სამედიცინო გამოკვლევების გვერდით დაიმკვიდრებს ადგილს, რომლებსაც ექიმები ქალებს ზოგადი გამოკვლევის მიზნით უტარებენ", - განაცხადა მორმა.