/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ონკოლოგია

საკვერცხის კიბოს დიაგნოსტირება და მკურნალობა

საკვერცხის კიბოს დიაგნოსტირება და მკურნალობა
გასულ წელს საკვერცხის კიბოს დიაგნოზი მსოფლიოში 314 ათასამდე ქალს დაუსვეს,

საქართველოში კი მისი 381 შემთხვევა დაფიქსირდა. ის ქალთა ონკოლოგიურ დაავადებათა შორის მე-8 ადგილს იკავებს, ხოლო ქალის მცირე მენჯის სასქესო ორგანოების სიმსივნეებს შორის, საშვილოსნოს ტანის და საშვილოსნოს ყელის შემდეგ, მესამე ადგილზეა.

საკვერცხის კიბოს სპეციფიკური ჩივილები არ აქვს, რაც მის ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირებას ართულებს. გარდა ამისა, დაავადება სწრაფად პროგრესირებს და მძიმედ მიმდინარეობს. მაღალია მკურნალობის შემდეგ მისი რეციდივის ანუ განმეორებით განვითარების ალბათობაც.

როგორ უნდა მოიქცნენ ქალები, რომ საკვერცხის კიბო დროულად აღმოაჩინონ? როგორია მისი მკურნალობის ტაქტიკა და როგორ ვმართოთ და ვაკონტროლოთ საკვერცხის სიმსივნე შემდგომში? – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე აკად. ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრის ონკოქირურგი ნინო ჩოგოვაძე და კლინიკური ონკოლოგი თამარ ესაკია გვესაუბრა.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

საკვერცხის კიბოს სკრინინგი არ არსებობს. თუმცა, ვლინდება სიმპტომები, რომლებიც, შესაძლოა, ამ დაავადებაზე მიანიშნებდნენ. ესენია: მუცლის შებერილობა, მისი ზომაში მომატება, მუცლის ტკივილი, დაღლილობა, სისუსტე, გულისრევის შეგრძნება, ბოყინი და გულძმარვა. ასევე, საკვერცხის კიბოს იშვიათი სიმპტომი ახალგაზრდებში მენსტრუალური ციკლის დარღვევა ან ასაკოვან ქალებში მენოპაუზის შემდეგ სისხლიანი გამონადენიცაა.

სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ყველა ეს ჩივილი უკვე საკვერცხის კიბოს განვითარების გვიან – მესამე ან მეოთხე სტადიაზე – ვლინდება.

nino-chogovadze-1-1634030007.jpg

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ, ვარ 36 წლის. 3 ბუნებრივი მშობიარობა მქონდა და 3ვე შვილი ბუნებრივი კვებით გავზარდე. მეორე წლინახევრის რომ მყავდა, ძუძუში დამეწყო წვის და ტეხვის შეგრძნება, განსაკუთრებით ნერვიულობის დროს. გადავიღე ექო. კანის სისქე - 2მმ. კანქვეშა ცხიმი ზომიერად, ფიბროზული ქსოვილი ზომიერად. ორივე სარძევე ჯირკვაში ჯირკვლოვანი კომპონენტი სჭარბობს ცხიმოვანს. პარენქიმის სტრუქტურა არაერთგვაროვანი, ექოგენობა დაქვეითებული არათანაბრად, სარძევე სადინრები 2 მმ, ლიმფური სადინრები არ ისახება. ოვალური ფორმის სადა მკვეთრკონტურიანიქსოვილოვანი შენების ჰიპოექოგენური კვანძები, მარჯვნივ 11 სთპროექციაზე სუბარეულურად 9-4.5 მმ, 8 საათის პროექციაზრ ანალოგიური შენების კვანძი ზომით 5.5-2 მმ. 5 საათის პროექციაზრ 7-4 მმ, მარცხნივ რეტროარეულურად 6მმ. მარცხნივ 11 საათის პროექციაზე ცისტა 4 მმ.მარცხენა იღლიის არეში ლიმფური კვანძი სტრუქტურაშეუცვლელი 4 მმ.</p>

„ამიტომ აუცილებელია, რომ ქალებმა გინეკოლოგს, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ მაინც მიმართონ, თუნდაც ჯანმრთელად გრძნობდნენ ისინი თავს.

მათ შეუძლიათ ჩაიტარონ ისეთი არაინვაზიური და არააგრესიული კვლევაც, როგორიცაა მცირე მენჯის ულტრაბგერითი გამოკვლევა. ეს კიბოს ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის“, – ამბობს ონკოქირურგი ნინო ჩოგოვაძე.

ასევე დაგაინტერესებთ
საკვერცხის კიბოს სამი სიმპტომი

საკვერცხის კიბოს განვითარების ალბათობა ასაკთან ერთად იზრდება და ავადდებიან ძირითადად პოსტმენოპაუზალურ ასაკში მყოფი ქალები. თუმცა, ბოლო დროს შეინიშნება სიმსივნის გაახალგაზრდავების ტენდენცია.

საკვერცხის სიმსივნის განვითარების რისკ-ფაქტორებია: გენეტიკური წინასწარგანწყობა, სიმსუქნე, უშვილობა, მწეველობა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ადრეული მენარხე, გვიანი მენოპაუზა.

tamar-esakia-1634030287.jpg

ოჯახურ ანამნეზს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. თუ ორ ან მეტ პირველი რიგის ნათესავს ჰქონდა საკვერცხის ან ძუძუს კიბოს დიაგნოზი, საკვერცხის სიმსივნის განვითარების რისკიც მატულობს. ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩავატაროთ სპეციალური კვლევა, რომელიც გენეტიკური მუტაციების – BRCA1-სა და BRCA2-ს განსაზღვრაში გვეხმარება. თუკი, პაციენტში BRCA1-ს მუტაცია აღმოჩნდა, საკვერცხის კიბოს განვითარების რისკი მას 39-58%-ით, ხოლო BRCA2-ს შემთხვევაში – 13-29%-ით ეზრდება“, – ამბობს კლინიკური ონკოლოგი თამარ ესაკია.

ამ გენეტიკური მუტაციების არსებობის დადგენა ერთნაირად მნიშვნელოვანია, როგორც სიმსივნით დაავადებულ, ასევე, ჯანმრთელ ადამიანებში. პაციენტებს , რომლებიც მკურნალობენ საკვერცხის სიმსივნის დიაგნოზით, შესაძლოა, პარალელურ რეჟიმში ჩაუტარდეთ პირველი ხაზის თერაპიის შემდგომი შემანარჩუნებელი მკურნალობა. ჯანმრთელ ადამიანს კი კიბოს განვითარების რისკის შემამცირებელი პროფილაქტიკური ოპერაცია – ბილატერალური სალპინგო-ოოფორექტომია.

საინტერესოა, რომ იმ ჯანმრთელი ადამიანების 5%-ს, რომელთაც ეს პროფილაქტიკური ოპერაცია ჩაუტარდათ, სწორედ ამ დროს აღმოაჩნდათ საკვერცხეში ადრეული სტადიის სიმსივნე. სიმსივნე, რომლის დიაგნოსტირებაც მანამდე გამოკვლევებით ვერ მოხერხდა“, – გვითხრა თამარ ესაკიამ.

პაციენტების, რომელთაც BRCA1 ან BRCA2 მუტაცია აქვთ და უარს ამბობენ პროფილაქტიკურ ოპერაციაზე, რეგულარულად უნდა ჩაუტარდეთ ულტრაბგერითი კვლევა და სისხლის ანალიზი ონკომარკერ CA 125-ზე.

საკვერცხის კიბოს დიაგნოსტირება რამდენიმე საფეხურისგან შედგება. მას შემდეგ, რაც პაციენტი სპეციალისტს ჩივილებით მიმართავს, პირველ რიგში მას ულტრაბგერითი კვლევა უტარდება.

როდესაც ჩატარებული ულტრაბგერითი კვლევით მცირე მენჯში ვლინდება ქსოვილოვან-კისტოზური წარმონაქმნები, დიაგნოზის დაზუსტებისათვის აუცილებელია მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიის ჩატარება. ასევე, მოწმდება საკვერცხის ონკომარკერები.

იშვიათად, მაგრამ არის შემთხვევები, როცა კუჭის კიბოს დროს მეტასტაზი საკვერცხეშიც ვრცელდება. ამ დროს კუჭისა და საკვერცხის სიმსივნეების სიმპტომები ერთმანეთს ჰგავს. ამიტომ, დიაგნოსტიკის პროცესში ვატარებთ გასტროსკოპიას, რათა ზუსტად დავადგინოთ კიბოს წარმომავლობა.

მკურნალობის ტაქტიკას უკვე ყველა კვლევის შედეგის მიხედვითა და სიმსივნური პროცესის შეფასების შემდეგ განვსაზღვრავთ“, – ამბობს ნინო ჩოგოვაძე.

საკვერცხის კიბოს მკურნალობას მულტიდისციპლინური გუნდი უძღვება ონკოგინეკოლოგის, კლინიკური ონკოლოგის, რადიოლოგებისა და ზოგადი ონკოქირურგების შემადგენლობით. მკურნალობა თითქმის ყოველთვის კომბინირებულია და ის ქირურგიულ ჩარევასა და ქიმიოთერაპიას მოიცავს.

ქირურგიული მკურნალობის დროს ე.წ. ციტორედუქციულ ოპერაციებს ვატარებთ, რომლის დროსაც ყველა სიმსივნური ქსოვილის, ყველა ხილული დაზიანების ამოკვეთა ხდება. ეს ხშირად ძალიან დიდი მასშტაბის, შრომატევადი და ხანგრძლივი ოპერაციაა და მნიშვნელოვანია მაღალი კვალიფიკაციის მქონე ქირურგებმა ჩაატარონ“, – გვითხრა ნინო ჩოგოვაძემ.

სიმსივნის გავრცელების მიხედვით განისაზღვრება ქიმიოთერაპიის კურსი და ტიპი. ნეოადიუვანტური ქიმიოთერაპია ოპერაციის წინ, ადიუვანტური კი ოპერაციის შემდგომ ინიშნება. დამატებით მიმართავენ ტარგეტული თერაპიასაც.

თუმცა, რაც არ უნდა წარმატებული იყოს მკურნალობის ციკლი, საკვერცხის კიბოს რეციდივის მაღალი რისკი ახასიათებს. ამიტომ, სპეციალისტები პაციენტებს მის მუდმივი მონიტორინგისკენ მოუწოდებენ. ექიმთან ვიზიტი და კვლევების ჩატარება თავიდან მიზანშეწონილი 3 თვეში, შემდეგ კი 6 თვეში ერთხელაა. საბოლოოდ კი, ეს პერიოდი შეიძლება ერთ წლამდე გაიზარდოს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ბრიტანელი მეცნიერები სანტას ჯანმრთელობაზე ზრუნავენ და საშობაო ტრადიციების შეცვლას ითხოვენ
ბრიტანელი მეცნიერები სანტას ჯანმრთელობაზე ზრუნავენ და საშობაო ტრადიციების შეცვლას ითხოვენ
მეცნიერები ითხოვენ, რომ სანტას საშობაო კერძები გადაიხედოს და ჩანაცვლდეს ჯანსაღი ალტერნატივებით.
სრულად
სანტა კლაუსმა მსოფლიოს გარშემო თავისი 62-ე მოგზაურობა დაიწყო
სანტა კლაუსმა მსოფლიოს გარშემო თავისი 62-ე მოგზაურობა დაიწყო
სანტა კლაუსმა დღეს დილით მსოფლიოს გარშემო თავისი 62-ე მოგზაურობა დაიწყო,
სრულად
რომელი სამხედრო ორგანიზაცია იტყობინება სანტა კლაუსის კოორდინატებს
რომელი სამხედრო ორგანიზაცია იტყობინება სანტა კლაუსის კოორდინატებს
ამერიკული ქალაქის კოლორადო-სპრინგსის მაღაზიამ, შობის წინ,
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

საკვერცხის კიბოს დიაგნოსტირება და მკურნალობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები