მხვრინავი მეუღლე შესაძლოა ჰიპერტენზიის მიზეზად იქცეს
გაირკვა, რომ 35 დეციბელზე მეტი სიმძლავრის ხმაური არტერიული წნევის მატებას იწვევდა. ამასთანავე, როგორც კვლევის ხელმძღვანელმა ლარს ჯარუპმა განაცხადა, ეფექტი ხმაურის წყაროზე არ იყო დამოკიდებული - წნევას თვითმფრინავის გუგუნიც სწევდა და მეუღლის ხვრინვაც. ხმაურის რეგულარული ზემოქმედება ჰიპერტონიული დაავადების რისკფაქტორად ჩაითვალა. ხვრინვის დროს ადამიანი 20-დან 80-ამდე დეციბელი სიმძლავრის ხმაურს გამოსცემს. გინესის რეკორდების წიგნის თანახმად, ამ საქმის რეკორდსმენად კარე უოლკერტი ითვლება. იგი ხვრინვისას 93 დეციბელი სიმძლავრის ხმაურს გამოსცემს.