ასპირინი მკერდის კიბოს პროფილაქტიკისთვის
ამ აღმოჩენის მიუხედავად, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მკერდის კიბოს პროფილაქტიკის საშუალებად ასპირინის აღიარება ნაადრევია. საჭიროა დამატებითი კვლევა, ოპტიმალური პრეპარატის გამოვლენა, მისი დოზისა და მოხმარების ხანგრძლივობის განსაზღვრა. გარდა ამისა, აუცილებელია, გათვალისწინებულ იქნეს პრეპარატის მავნე გავლენა კუჭზე და ის მხოლოდ სათანადო გამოკვლევების შემდეგ დაინიშნოს. ტრადიციისამებრ, ასპირინი სიცხის დამწევ, ტკივილგამაყუჩებელ და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გართულებათა საპროფილაქტიკო საშუალებად გამოიყენება, თუმცა ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ პრეპარატი, ასევე, საგრძნობლად აქვეითებს მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს.