არომათერაპიის სამკურნალო ეფექტი ეჭვქვეშ დააყენეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

არომათერაპიის სამკურნალო ეფექტი ეჭვქვეშ დააყენეს

56 საკვლევ პირს 3 დღის განმავლობაში ცხვირქვეშ უმაგრებდნენ ბამბის ბურთულას, რომელთაგან ზოგიერთი ლიმონისა და ლავანდის ზეთით იყო გაჟღენთილი, ზოგიერთი კი ჩვეულებრივი გამოხდილი წყლით. ყველა მონაწილეს რეგულარულად უზომავდნენ წნევასა და პულსს, უკეთებდნენ სისხლის ანალიზს, განწყობის შესაფასებლად კი უტარებდნენ სპეციალურ ფსიქოთერაპიულ ტესტირებას.

ჭრილობის შეხორცების სიჩქარე ფასდებოდა ტესტ-ლეიკოპლასტირის მეშვეობით, რომლის მოშორების შემდეგაც კანზე მცირე დეფექტი რჩებოდა. ტკივილის შეგრძნების განსაზღვრის მიზნით მოხალისეებს ფეხებს ყინულიან წყალში აყოფინებდნენ.

მკვლევართა ჯგუფმა იმუნიტეტზე არომათერაპიის გავლენის განსაზღვრისთვის საკვლევი პირების სისხლში ინტერლეიკინ 6-ისა და ინტერლეიკინ 10-ის დონე გაზომა, ენდოკრინულ სისტემაზე გავლენა კი ჰორმონების (კორტიზოლის, ნორეპინეფრინისა და სხვა კატექოლამინების) მერყეობის მიხედვით შეაფასა.

აღმოჩნდა, რომ -

  • არომათერაპიამ არავითარი გავლენა არ მოახდინა სტრესის ჰორმონების დონესა და იმუნიტეტზე, არც ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი გამოავლინა და არც ჭრილობის შეხორცების დაჩქარებას შეუწყო ხელი. დაფიქსირდა ერთადერთი დადებითი ეფექტი - ლიმონის ზეთმა განწყობა გააუმჯობესა.

"ადამიანის ორგანიზმი მეტად რთული მექანიზმია და თუ ვინმე არომათერაპიის გავლენით თავს უკეთ იგრძნობს, დაე სჯეროდეს მკურნალობის ამ მეთოდის ძალის, ჩვენ მათ გადარწმუნებას არ შევეცდებით. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ პირადად მე არომატული ზეთების მნიშვნელოვანი და საგულისხმო ეფექტი დღემდე არ შემიმჩნევია", - განაცხადა ოჰაიოს უნივერსიტეტის პროფესორმა უილიამ მალარკიმ.