საიდან გაჩნდა ქალის რძეში რაკეტის საწვავი?!
პერქლორატები ფართოდ გამოიყენება წარმოებაში. ისინი მყარ სარაკეტო საწვავს წარმოადგენს. ორგანიზმში მოხვედრილი პერქლორატები უარყოფითად მოქმედებს ფარისებრ ჯირკვალზე - ამცირებს მის მიერ იოდის მიტაცების უნარს. მედიცინაში კალიუმის პერქლორატი გამოიყენება როგორც დამხმარე თერაპიული საშუალება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატების - თირეოტოქსიკოზის - დროს.
ქალის რძეში ეს ნივთიერებები საკმაოდ მაღალი კონცენტრაციით - 10,5 მკგ/ლ - აღმოჩნდა. ეს მაშინ, როცა სასმელ წყალში პერქლორატების კონცენტრაციის დასაშვები დოზაა 1 მკგ ლიტრზე.
მკვლევარების აზრით, მიღებული მონაცემები გარემოს ძლიერ დაბინძურებაზე მიუთითებს და აუცილებელს ხდის ორსულებისა და მეძუძური დედების სისხლში იოდის შემცველობის კონტროლს.