გამყიდველი ფრჩხილები
-
უკანონოდ გამოცხადდეს ადამიანის ნებისმიერი უჯრედის გენეტიკური ტესტირება მფლობელის თანხმობის გარეშე.
კომისიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ადამიანები ინფორმაციას ფაქტობრივად ყოველ ნაბიჯზე ტოვებენ. თმის ღერი, მოჭრილი ფრჩხილი, ჭიქაზე დარჩენილი პომადის ანაბეჭდი - ეს ყველაფერი შეიძლება გამოყენებულ იქნეს გენეტიკური ინფორმაციის მისაღებად, თანაც ისე, რომ მფლობელმა ვერაფერი შეიტყოს. მაგალითად, ამ გზით მამობის საკითხი ისე შეიძლება გამოვიძიოთ, რომ არავის არაფერი ვკითხოთ. ადამიანის გენეტიკის კომისია მიიჩნევს, რომ გენეტიკური ინფორმაციის დაუკითხავად გამოყენება პოლიციასა და მეცნიერებსაც უნდა აეკრძალოთ.