News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

არც ისაა საკამათო, რომ ეს ინექციები საკმაოდ მტკივნეულია. ექსპერტები გვაიმედებენ, რომ უახლოეს მომავალში ხელმისაწვდომი გახდება სრულიად უმტკივნეულო ალტერნატივა - ბოტოქსის გელი. თავად ბოტულოტოქსინის მოლეკულები საკმაოდ დიდია და კანში შეღწევა ძალიან უჭირს. სწორედ ამიტომაა უეფექტო ბოტულოტოქსინის შემცველი კრემები. თუმცა ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი ფორმულა, რომელიც ქსოვილებში ღრმად აღწევს.

სულ მალე ჩატარდება კვლევა, რომელშიც 450 მოხალისე მიიღებს მონაწილეობას. მათ ორ ჯგუფად დაყოფენ. ერთს ნაოჭების გასასწორებლად ბოტოქსის გელს შეუყვანენ, მეორეს - პლაცებოს. თუმცა,

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ეფექტურობის დადასტურების შემთხვევაშიც კი დაუშვებელი იქნება ბოტოქსის გელის სახლის პირობებში გამოყენება, რადგან ბოტოქსი ძლიერმოქმედი საშუალებაა, კუნთების პარალიზებას იწვევს და მისი არასწორი გამოყენების შემთხვევაში სერიოზული გართულებებია მოსალოდნელი.

მაგალითად, თვალის კუთხის ნაოჭების ასალაგებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გელის ზუსტად დატანას. თუ სუბსტანცია თვალის კუთხიდან სულ რაღაც ერთ სანტიმეტრზე მოხვდა, შესაძლოა, მთელი შუბლის მაკონტროლებელი ნერვი დაზიანდეს. ინექცია ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, უფრო ზუსტია.

მეცნიერები ამბობენ, რომ კანის წინასწარმა ლაზერულმა დამუშავებამ შესაძლოა გელის ეფექტი გაზარდოს.

  • გადამუშავებული ხორცპროდუქტები კიბოს განვითარების რისკს ზრდის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ სოსისის, ძეხვეულის, შებოლილი ხორცის ჭარბი და ხანგრძლივი მოხმარება სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას და, აქედან გამომდინარე, კიბოს განვითარებას უწყობს ხელს. კანცეროგენული პროდუქტების სიაში შედის წითელი ხორციც, რომლის მიღებაც ასევე ზრდის სიმსივნის წარმოქმნის რისკს. 50 გრამი გადამუშავებული ხორცის ყოველდღიური მიღებისას დაავადების განვითარების ალბათობა 18 პროცენტით იმატებს.

ხორცი მდიდარია რკინით. ხორცის დამუშავებისას - დამარილებისას, შებოლვისას, დაკონსერვებისას - რკინის ქიმიური შემადგენლობა იცვლება, მას მეორეული ამინები უერთდება და იწყება ორგანიზმში მიმდინარე ანტიოქსიდანტური (კიბოს განვითარების საწინააღმდეგო) პროცესების შემაფერხებელი რეაქციები, რაც მსხვილი ნაწლავის დაზიანებისა და კიბოს განვითარების რისკს საგრძნობლად ზრდის.

გადამუშავებული ხორცეულის კანცეროგენული თვისებები, გარდა პროდუქტის დამზადების მეთოდებისა, იმ დანამატებთანაცაა დაკავშირებული, რომლებიც საკვების შენახვის ვადას ახანგრძლივებს.

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხორცზე უარი ვთქვათ - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ხორცეული, იმავდროულად, სასარგებლოცაა ჯანმრთელობისთვის.