News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

შედეგების მიხედვით, მოხალისეთა 73%-ს ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ ოპერაციული ჩარევა აღარ დასჭირვებია. ექსპერიმენტული ჯგუფის დანარჩენ წევრებს, რომლებსაც მაინც ჩაუტარდათ აპენდექტომია, მძიმე გართულებები არ განვითარებიათ. კვლევის ავტორს პაულინა სალმინენს მიაჩნია, რომ ეს აზროვნების რადიკალურ ცვლილებას ნიშნავს, ვინაიდან 100 წელიწადზე მეტია, აპენდიციტს ოპერაციული გზით მკურნალობენ. მისი თქმით, თუ აპენდიქსის ანთებას თან არ ახლავს სერიოზული გართულებები, მკურნალობა შეიძლება ქირურგიული ჩარევის გარეშეც წარიმართოს. კვლევის მომდევნო ეტაპზე მეცნიერებს განზრახული აქვთ იმის დადგენა, რომელი პრეპარატებით შეიძლება ფართო სპექტრის ანტიობიოტიკების შეცვლა.

პომიდორი მამაკაცის უნაყოფობის წინააღმდეგ

აშშ-ში, ოჰაიოს შტატში არსებული კლივლენდის კლინიკის მეცნიერთა მიერ კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ნაერთი ლიკოპინი, რომელიც პომიდორს წითელ ფერს აძლევს, მამაკაცის ფერტილობის მაჩვენებელს ზრდის. აღმოჩნდა, რომ ნაერთი სპერმატოზოიდების რიცხვის 70%-ით მატებას იწვევს. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ასიდან 45-50 შემთხვევაში წყვილის უშვილობის მიზეზი სწორედ მამაკაცია. ლიკოპინზე ჩატარებულმა 12-მა კვლევამ დაადასტურა, რომ ნაერთი სპერმატოზოიდების რაოდენობასთან ერთად ზრდის მათი გადაადგილების სიჩქარეს, ამცირებს დაზიანების ხარისხს და ანომალიური სპერმატოზოიდების რიცხვს. ლიკოპინის მოქმედების მექანიზმი ჯერჯერობით უცნობია. კვლევის ავტორის, კლივლენდის კლინიკის რეპროდუქციული მედიცინის მიმართულების ხელმძღვანელის აშოკ აგარვალის თქმით, არსებობს მონაცემები, რომ ლიკოპინი მამაკაცის ორგანიზმს პროსტატის დაავადებებისაგან იცავს და პროსტატის კიბოს განვითარებასაც კი აფერხებს.