რა კავშირი აქვს ჩინეთის ოლიმპიადასთან რეზუსუარყოფით სისხლს

.
ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ჩინეთში არსებული სისხლის მარაგი ევროპიდან და აშშ-იდან ჩამოსული სტუმრების მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს.
დეპარტამენტის თავმჯდომარის თქმით, 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე ნახევარ მილიონზე მეტ სტუმარს ელიან. ევროპელთა დაახლოებით 15%-ს რეზუსუარყოფითი სისხლი აქვს, ჩინეთში კი ასეთი სისხლი იშვიათია - უარყოფითი რეზუსის მქონეთა რიცხოვნობა 0,3%-ს არ აღემატება. შესაბამისად, ასეთ სისხლზე მოთხოვნა ევროპულისგან საგრძნობლად განსხვავდება.
რეზუსუარყოფითი სისხლის დეფიციტის გამო ჩინეთის რამდენიმე დიდ ქალაქში შეიქმნება პოტენციური დონორების ბაზები ექსტრემალური შემთხვევებისთვის, უახლესი ტექნოლოგიები კი საშუალებას იძლევა, იშვიათი სისხლი და მისი კომპონენტები 10 წლის განმავლობაში და მეტხანსაც შეინახონ.