სტრესთან და უძილობასთან ბრძოლის ახალი, ეფექტიანი, მცენარეული გზა! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სტრესთან და უძილობასთან ბრძოლის ახალი, ეფექტიანი, მცენარეული გზა!

ყოველივე ეს ადამიანებში იწვევს გაღიზიანებას, სტრესს, შფოთვას, ენერგიის დაქვეითებას, უძილობას და ხშირ შემთხვევაში – ნევროზს.

პრობლემასთან გამკლავებას ვიწყებთ მსუბუქი დამამშვიდებელი საშუალების მიღებით, რაც უმრავლეს შემთხვევაში არაეფექტიანია და სურვილი ჩნდება, გავზარდოთ დოზა ან ჩავანაცვლოთ უფრო ძლიერი, ფსიქოტროპული მედიკამენტით, რაც თითქოსდა აგვარებს ჩვენს პრობლემას, თუმცა გვხდის მასზე დამოკიდებულს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ოპტიმალური თერაპიული ეფექტის მისაღებად უმნიშვნელოვანესია სედატიური საშუალებების შესაბამისი კომბინაციების სწორი შერჩევა და ეფექტიანი ინდივიდუალური დოზის დადგენა.

სწორედ ეს გახდა მიზეზი გამოცდილ ფარმაცევტთა და მედიკოსთა ჯგუფის გაერთიანებისა, რომლებმაც შექმნეს ახალი, მცენარეული, ნატურალურ ნედლეულზე დამზადებული კომბინირებული ფიტოპრეპარატი – სედატონი.

mkurnali.ge

სედატონში შემავალი მცენარეების ექსტრაქტები შეიცავს ორგანიზმისთვის ადვილად შესათვისებელ ფლავანოიდებს, ალკალოიდებს, ეთერზეთებსა და ფიტონციდებს.

სედატონი არის მკვეთრად გამოხატული ეფექტის მქონე დამამშვიდებელი მცენარეული პრეპარატი, რომელიც ამცირებს ფსიქოემოციურ დაძაბულობას, ახდენს ძილის ნორმალიზებას, აღადგენს ენერგიას, შეგძენთ სტაბილურობისა და თავდაჯერებულობის შეგრძნებას.

ინიშნება:

  • ნერვული დაძაბულობის დროს სტრესულ სიტუაციაში
  • ძილის დარღვევის, უძილობის დროს
  • საჭმლის მომნელებელი სპაზმის მოსახსნელად
  • შრომისუნარიანობის მოსამატებლად

სედატონის ხანგრძლივი გამოყენების შემთხევაში მის მიმართ ფსიქიკური მედიკამენტური დამოკიდებულება არ ვითარდება.

გაიხალისეთ ცხოვრება სედატონთან ერთად!

R

უძილობის მკურნალობა - სასარგებლო რჩევები და ფიტოთერაპიული ნაკრებები

უძილობა - გვიან ჩაძინება, ადრე გაღვიძება, ღამის ძილის წყვეტა, მისი სიღრმის შემცირება - არცთუ იშვიათია თანამედროვე ტექნოგენურ სამყაროში, სადაც ცხოვრების ტემპი ადრინდელთან შედარებით დაჩქარებულია, სადაც ადამიანები დაძაბულად მუშაობენ, სადაც მეტია სტრესული სიტუაცია და ა. შ.უძილობის გამოვლენაუძილობა ძილის ნაწილობრივი ან სრული დარღვევით ვლინდება. მან შესაძლოა ჯანმრთელი ადამიანიც კი შეაწუხოს ფსიქიკური აღგზნების ან გადაღლილობის დროს.

თუ უძილობა რომელიმე თანმხლები დაავადებით არის გამოწვეული, აუცილებელია ექიმთან მისვლა ძილის დარღვევის მიზეზის აღმოსაფხვრელად, ხოლო თუ ძილის პრობლემები უბრალოდ ნერვულ აღგზნებასთანაა დაკავშირებული, შეიძლება ხალხური ან არატრადიციული მედიცინის საშუალებები გამოვიყენოთ.

უძილობა ყველაზე ხშირად იმით გამოიხატება, რომ ადამიანი დიდხანს ვერ ახერხებს ჩაძინებას ან ჩვეულებრივზე ადრე ეღვიძება, ხოლო ღამით რამდენჯერმე ფხიზლდება, ან საკმაოდ დიდხანს სძინავს, მაგრამ არასაკმარისად ღრმად.

  • როგორ ვუმკურნალოთ უძილობას

ძილი ძალ-ღონის აღდგენას და დამღლელი დღის შემდეგ დასვენებას ემსახურება. მაგრამ ყველა როდი დაიკვეხნის ჯანმრთელი ძილით. სადღეისოდ უძილობა ერთ-ერთ ყველაზე მწვავე სამედიცინო პრობლემად მიიჩნევა, რომელზეც მთელი მსოფლიოს ექიმები მუშაობენ. საქმეს ის ართულებს, რომ არ არსებობს უნივერსალური წამალი, რომელიც ყველას გამოადგება და, ამასთანავე, არ არსებობს უძილობის ერთი მიზეზი. ცხოვრების დაძაბული რიტმი, მუდმივი ნერვული სტრესი, არასრულფასოვანი დასვენება - ამ ყველაფერს ადამიანის ფსიქოფიზიკური მდგომარეობის დარღვევამდე და ქრონიკულ დაღლილობამდე მივყავართ.

ჯანმრთელი, მაგრამ ადვილად აღგზნებადი ადამიანებისთვის უძილობის მკურნალობის საშუალებაა, უპირველეს ყოვლისა, ძილის მართებული რეჟიმის დაცვა და მარტივი დამამშვიდებელი პროცედურები ძილის წინ. ხანგრძლივი უძილობისას ექიმის მიერ დანიშნულ პრეპარატებთან ერთად გარკვეული ხნის განმავლობაში საჭიროა უბრალო, ხალხური, ნატურალური საშუალებების რეგულარული მიღებაც.

თემის გაგრძელებას გაეცანით ბმულზე

https://mkurnali.ge/fsiqonevrologia/nevrologia/6206-udzilobis-mkurnaloba-sasargeblo-rchevebi-da-fitotherapiuli-nakrebebi.html