მამაკაცებისთვის - ვისაც უყვარს საკუთარი თავი, და ქალბატონებისთვის - ვისაც უყვარს თავისი მეუღლე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამაკაცებისთვის - ვისაც უყვარს საკუთარი თავი, და ქალბატონებისთვის - ვისაც უყვარს თავისი მეუღლე

დაავადების განვითარებისათვის აუცილებელია გარკვეული ხელშემწყობი ფაქტორები. ასეთ ფაქტორებს განეკუთვნება: ორგანიზმის გადაცივება, ნაკლებ მოძრავი/მჯდომარე ცხოვრების წესი, ხანგრძლივი სქესობრივი თავშეკავება ან პირიქით, გაძლიერებული სქესობრივი აქტივობა, გადატანილი ვენერიული ან უროლოგიური დაავადებები, სტრესი, ფიზიკური გადაღლა, უძილობა, არასრულფასოვანი კვება და სხვა. ეს მდგომარეობები ამცირებენ სისხლის მიმოქცევას წინამდებარე ჯირკვალში, ხდება შეგუბება ორგანოში და იქმნება ოპტიმალური პირობები ორგანოში მიკრობების გამრავლებისა და ანთებითი პროცესის განვითარებისათვის რომელსაც ჩვენ პროსტატიტს ვუწოდებთ.

- როგორ გამოვლინდება პროსტატიტი?

- პროსტატიტი შეიძლება იყოს მწვავე - როდესაც დაავადება ვლინდება ცხელებით, ტკივილით საზარდულისა და სასქესო ორგანოს არეში, მტკივნეული შარდვით და დეფეკაციით. თუმცა უფრო ხშირია დაავადების განვითარება ნაკლებად მწვავე სურათით, როდესაც სიმპტომები დუნედ მიმდინარეობს, შედარებით ხანგრძლივად, და პაციენტისათვის შეუმჩნევლად დაავადება იძენს ქრონიკული პროსტატიტის სახეს - როგორც უკვე აღვნიშნე, ქრონიკული პროსტატიტი მიმდინარეობს ნაკლები სიმწვავით, არ აღინიშნება ტემპერატურის მატება, თუმცა სიმპტომები დროთა განმავლობაში უფრო და უფრო შემაწუხებელი ხდება: მატულობს დისკომფორტი სასქესო ორგანოსა და საზარდულის მიდამოში, ხშირდება ღამის შარდვა და შარდის ბუშტის დაუცლელობის შეგრძნება, მოგვიანებით, როგორც წესი, მამაკაცს უჩნდება პრობლემები ერექციასთან, ეს აიხსნება იმით, რომ ანთებითი პროცესი მოიცავს ერექციულ ფუნქციაზე პასუხისმგებელ ნერვებს, რომლებიც წინამდებარე ჯირკვალში გაივლიან, აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ქრონიკული პროსტატიტი პირდაპირ კავშირშია მამაკაცური ცხოვრების ხარისხთან.

- რა მოხდება, თუ ავადმყოფი არ იმკურნალებს?

- თუ საქმე ეხება მწვავე პროსტატიტს, შესაძლოა განვითარდეს წინამდებარე ჯირკვლის აბსცესი (ჩირქოვანი ანთება), ტემპერატურა და ტკივილი მატულობს, ამას შეიძლება მოჰყვეს წინამდებარე ჯირკვლის შეშუპება და შარდვის შეკავება. საბედნიეროდ, მამაკაცთა უმრავლესობა მწვავე პროსტატიტის შემთხვევაში, სიმპტომების სიძლიერისა და სიმწვავის ხასიათიდან გამომდინარე, დროულად აკითხავს ექიმს და იტარებს შესაბამის მკურნალობას. სულ სხვა მდგომარეობაა ქრონიკული პროსტატიტის დროს, მისი მიმდინარეობა ხასიათდება მდგომარეობათა მონაცვლეობით მწვავე პერიოდს ანაცვლებს ე.წ "მშვიდი" პერიოდი როდესაც სიმპტომები ნაკლებად არის გამოხატული, რის გამოც, როგორც წესი, მამაკაცი თავს არიდებს ექიმთან ვიზიტს, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნაკლებგონივრულია, რადგან პროცესის გამწვავებისას ანთება უფრო და უფრო ღრმად ვრცელდება რამაც შეიზლება გამოიწვიოს ანთების გავრცელება მეზობელ ორგანოებში.

- რაში მდგომარეობს პროსტატიტის მკურნალობა?

- პროსტატიტი გარკვეულწილად რთული და ვერაგი დაავადებაა, აქედან გამომდინარე, ამ დაავადებისაგან განკურნება ზოგადად საკმაოდ რთულია, მკურნალობის შედეგად ხშირად შესაძლებელია შემაწუხებელი სიმპტომებისაგან თავის დაღწევა ხანგრძლივი დროით. საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ისეთი რეკომენდაციების შესრულებას, როგორიცაა, მაგალითად: თავის არიდება გადაცივებისაგან, მჯდომარე ცხოვრების წესის შემთხვევაში აუცილებელია საათში ერთხელ მოძრაობა, კუჭ-ნაწლავის მოქმედების მოწესრიგება და გარკვეულწილად რეგულარული ხასიათი მისცეთ სქესობრივ ცხოვრებას - რაც წარმოადგენს პროსტატიტის პრო¬ფილაქტიკას. რა თქმა უნდა, ექიმთან ვიზი¬ტისას თქვენ მიიღებთ სრულფასოვან ინფორმაციას ამ დაავადების შესახებ და შესაბამის სამკურნალო დანიშნულებას. დღესდღეობით ქართულ ბაზარზე არის ბევრი სამკურნალწამლო საშუალება პროსტატიტის სამკურნალოდ, თუმცა, მინდა განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო გერმანული კომპანია "შტადას" მიერ წარმოებულ პრეპარატ ვიტაპროსტზე, რომელიც გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით. პირველ რიგში, გამომდინარე იქიდან, რომ ვიტაპროსტის აქტიური ნივთიერება წარმოადგენს ბუნებრივად მიღებულ სუბსტანციას, ანუ არ მიიღება ქიმიური გზით, არ აქვს გვერდითი მოვლენები და გამოხატული უკუჩვენებები. ვიტაპროსტის შემადგენლობაში შემავალი სამპროსტის სუბსტანცია მიიღება ხარის წინამდებარე ჯირკვლიდან, და წარმოდგენილია როგორც ადგილობრივად სწორ ნაწლავში მოსახმარი სანთლების სახით, ასევე ტაბლეტების ფორმით. ვიტაპროსტის სანთლის ფორმა გამოირჩევა საკმაოდ მაღალი ეფექტურობით, იგი კიდევ უფრო აძლიერებს პრეპარატის მოქმედებას რადგან თავისი ანატომიური მდებარეობიდან გამომდინარე, წინამდებარე ჯირკვალი ახლოსაა სწორ ნაწლავთან, ვიტაპროსტის აქტიური ნივთიერება კარგად შეიწოვება წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილის მიერ, სწრაფად მიიღწევა მაქსიმალური ანთებსაწინააღმდეგო ეფექტი, რაც განპირობებულია ორგანოს სისხლმომარაგების გაუმჯობესებით, ქრება შეშუპება და ტკივილი, ხდება შარდვის ფუნქციის ნორმალიზაცია. ანუ მამაკაცს ეხსნება ყველა ის შემაწუხებელი სიმპტომი რომელიც გარკვეულწილად აუარესებს მისი ცხოვრების ხარისხს. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ მკურნალობას ვიწყებთ ვიტაპროსტის სანთლების ფორმით და მწვავე სიმპტომების კუპირების შემდეგ 10-20 დღე, ეს დამოკიდებულია დაავადების გამოხატულების სირთულეზე, ვაგრძელებთ მკურნალობას ვიტაპროსტის ტაბლეტებით (20 დღე) ეფექტის შესანარჩუნებლად. პრეპარატი გამოირჩევა ასევე თავისი უსაფრთხოებითა და გვერდითი მოვლენების არარსებობით, რაც დამეთანხმებით, საკმაოდ მნიშვნელოვანია. ამგვარად, ნუ შეუშინდებით პროსტატიტს, მამაკაცებო. გიყვარდეთ საკუთარი თავი, დაა¬ფასეთ თქვენი შესაძლებლობები. არ დანებდეთ პროსტატიტს!

გამოყენების წინ გაეცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს ან კომპანია "შტადას" წარმომადგენლობას საქართველოში.

ტელ: 240 24 44