News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

არსებობს გულის დაავადებები, რომელთა დროსაც მხოლოდ ელექტრონულ კარდიოსტიმულატორს შეუძლია ადამიანის გადარჩენა.

ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში ელექტრულ იმპულსებს გამოიმუშავებს და გულის რიტმს აკონტროლებს სინოატრიული კვანძი. როცა ეს კვანძი ნორმალურად არ მუშაობს, რიტმი ირღვევა და პაციენტს ეწყება ჩივილები. ასეთ დროს პაციენტს ელექტროკარდიოსტიმულატორს უნერგავენ კანქვეშ. მაგრამ ასე ნამკურნალებ პაციენტებს ეკრძალებათ ზოგი რამ და ექმნებათ გარკვეული უხერხულობა.

სპეციალისტებმა ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად ბუნებრივი კარდიოსტიმულატორი შექმნეს. მეცნიერებმა აღმოაჩინეს მსგავსება ღორისა და ადამიანის ორგნიზმებს შორის.

  • საცდელი ცხოველების გულის კუნთში გენის შეყვანის შედეგად მათ მიიღეს განსაკუთრებული უჯრედები, რომელთაც გულის შეკუმშვების ინიცირება შეუძლიათ. ასეთი ბუნებრივი კარდიოსტიმულატორი ხსნაა მათთვის, ვისაც კანქვეშ ჩადგმული ჩვეულებრივი ელექტროკარდიოსტიმულატორის შედეგად ინფექცია განუვითარდა და მისი მოშორება დასჭირდა.

გენური თერაპია ასევე დაეხმარება მუცლადყოფნის პერიოდში განვითარებული გულის მანკით დაბადებულ ბავშვებს.

  • მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს ღორებზე, რომელთა გულიც ძალიან ნელა მუშაობდა. საცდელი ცხოველების გულის კუნთში მათ ვირუსის დახმარებით ჩანერგეს TBX18 გენი. შედეგად ინექციის ადგილას სინოატრიული კვანძის უჯრედები გამრავლდა. ამგვარი თერაპიის წყალობით ღორებს მოემატათ გულის შეკუმშვათა სიხშირე. გარდა ამისა, დადასტურდა, რომ რიტმი ადეკვატურად იზრდებოდა ფიზიკური დატვირთვის დროს და მცირდებოდა მოსვენების პერიოდში.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს ცხოველები ადრინდელთან შედარებით საგრძნობლად გააქტიურდნენ. სამწუხაროდ, ორი კვირის შემდეგ ეფექტი შემცირდა, ვინაიდან ცხოველების ორგანიზმმა ჩანერგილი გენის წყალობით გამომუშავებული უჯრედების მოცილება დაიწყო.

  • როგორ ვუშველოთ გულის რიტმის დარღვევას

გულის კუნთის შეკუმშვა გარკვეული ტემპითა და რიტმით ხორციელდება. ჯანმრთელი ადამიანის გულისცემა ზედმიწევნით ზუსტი რიტმული სურათით გამოირჩევა და რაკი ეს ავტონომიური პროცესია,

ჯანმრთელი ადამიანი უბრალოდ არ აქცევს ყურადღებას, როგორ ასრულებს გული თავის სამუშაოს, მაგრამ თუ ამ შეკუმშვათა რიტმში დარღვევა მოხდა, გული მაშინვე გვახსენებს თავს. მარტივად თუ ვიტყვით, გულის მუშაობის რიტმის დარღვევაა სწორედ არიტმია, რომლის მკურნალობა და მართვა სიცოცხლისთვის მეტად მნიშვნელოვანი პროცესია. ამ პრობლემაზე სასაუბროდ თერაპიის ეროვნული ცენტრის ექიმს, კარდიოლოგ ნანა რეხვიაშვილს ვეწვიეთ.

- ქალბატონო ნანა, გულის რიტმის რა და რა სახის დარღვევები არსებობს?

- არსებობს გულის რიტმის დარღვევის მრავალი სახესხვაობა. ესენია:

  • სინუსური ტაქიკარდია (გულისცემის მომატება წუთში 100 დარტყმამდე და მეტად);
  • სინუსური ბრადიკარდია (გულისცემის შენელება წუთში 60-30 დარტყმამდე);
  • წინაგულოვანი ექსტრასისტოლიები (პაციენტი მათ შეიძლება აღწერდეს როგორც "გულის ფრიალს");
  • პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია;
  • პაროქსიზმული ტაქიკარდია (გულისცემის სიხშირის უეცარი მომატება);
  • წინაგულების ციმციმი და თრთოლა (მოციმციმე არიტმია);
  • პარკუჭოვანი ტაქიკარდია, პარკუჭების თრთოლა და ფიბრილაცია;
  • გულის ბლოკადები (გულის გამტარ სისტემაში იმპულსის გავრცელების შეფერხება ან შეწყვეტა).

გაგრძელებას გაეცანით ბმულზე

https://mkurnali.ge/daavadebebi-mkurnaloba/kardiologia/2230-rogor-vushveloth-gulis-ritmis-darghvevas.html