კამელინის 2–3 კაფსულა სრულიად უზრუნველყოფს ორგანიზმის ანტიოქსიდანტურ მოთხოვნებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კამელინის 2–3 კაფსულა სრულიად უზრუნველყოფს ორგანიზმის ანტიოქსიდანტურ მოთხოვნებს

კვებეკის, მონრეალის, რიო დე ჟანეიროს, დელის და სხვა სამეცნიერო ცენტრებში პრეპარატ „კამელინზე“ განხორციელებულმა კვლევებმა ცხადყო პრეპარატის დიდი პოტენციალი, როგორც ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი ბაქტერიების, ვირუსებისა და სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ, ასევე სიმსივნის წინააღმდეგ საბრძოლველად. შემდგომმა ექსპერიმენტულმა და კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ „კამელინი“ ხასიათდება სხვა თვისებებითაც. „კამელინის“ სუბსტანციაზე  წამლის სხვა ფორმების (კაფსულები, მალამო, სანთლები, სპრეი)  შექმნამ, ასევე ორგანიზმში შეყვანის ახალმა მეთოდებმა (ელექროფორეზი, ულტრაფონოფორეზი, ინჰალაცია და სხვა) მნიშვნელოვნად გააფართოვა ამ პრეპარატის კლინიკური გამოყენების სფერო. „კამელინი“ 100 %–ით ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა პრეპარატია, არატოქსიკური, ჰიპოალერგიული, გააჩნია ანთების აწინააღმდეგო, მარეგენერირებელი, ანტისეპტიკური, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.

ახლახანს თსსუ–ს ფარმაცევტული ფაკულტეტის, ფარმაცევტული და ტოქსიკოლოგიური ქიმიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის, ფარმაცევტის თამაზ მურთაზაშვილის  ხემძღვანელობით  შესწავლილ იქნა პრეპარატ „კამელინის“ ანტიოქსიდანტური აქტივობა.

თამაზ მურთაზაშვილი:

– ანტიოქსიდანტები ორგანიზმის ჯანმრთელობაში გადამწყვეტ როლს თამაშობენ. ანტიოქსიდანტი არის მოლეკულათა ჯგუფი, რომელიც ხელს უშლის ან ანელებს სხვა მოლეკულების დაჟანგვის პროცესს. ორგანიზმში ჟანგვითი პროცესები ბუნებრივი სასიცოცხლო აუცილებლობაა, თუმცა ამ პროცესს თან ახლავს ე.წ.  ”თავისუფალი რადიკალების” წარმოქმნა. თავისუფალი რადიკალი არის მაღალი აქტივობის  მოლეკულა, რომელიც ორგანიზმში წარმოიქმნება ჟანგვითი პროცესების დროს. თავის მხრივ თავისუფალი რადიკალები იწვევენ ჯაჭვურ რეაქციას და აზიანებენ უჯრედებს. სწორედ უჯრედების დაზიანება იწვევს ორგანიზმში არასასურველი მოვლენების განვითარებას, სწრაფ დაბერებას და დაავადებებს, როგორიცაა კიბო, გულსისხლძარღვთა სისტემის და სხვა პათოლოგიები. თავისუფალი რადიკალების სიჭარბე დამღუპველად მოქმედებს ორგანიზმზე, მათი დიდი რაოდენობა განაპირობებს ნორმალური ფიზიოლოგიური პროცესების  შეფერხებას. თავისუფალი რადიკალების სიჭარბეს კი იწვევს არასწორი კვება, ალკოჰოლი, მავნე ეკოლოგიური პირობები და სხვა ენდოგენურ–ეგზოგენური ზემოქმედება, ეს ყველაფერი კი თავის მხრივ იწვევს ორგანიზმის იმუნიტეტის დაქვეითებას.  ანტიოქსიდანტური აქტივობის და იმუნიტეტის დაქვეითება კი სხვადასხვა პათოლოგიურ პროცესების განვითარების რისკია. სწორედ თავისუფალი რადიკალების ორგანიზმში  მოქმედებას აკონტროლებენ ანტიოქსიდანტები. ისინი  უჯრედულ დონეზე ამცირებენ ჰიპეროქსიდაციის პროცესს და ამით იცავენ უჯრედებს შემდგომი დაზიანებისგან.

- მიუხედავად იმისა რომ საკვები პროდუქტები შეიცავენ ანტიოქსიდანტებს, მაგალითად თაფლს დიდი ხანია იყენებენ მედიცინის სხვადასხვა სფეროში, მაგრამ სამამულო თაფლის პროდუქტი საინსტილაციო ფორმით ჯერ არ ყოფილა წამოდგენილი. დღეს შესაძლებელია ემპრიულად გამოცდილი ნედლეული მომხმარებლისთვის შეთავაზებული იყოს ისეთი ფორმით, როდესაც დაცული იქნება პრეპარატის წარმოების ყველა ფარმაკოლოგიური მოქმედება. პრეპარატი „კამელინი“ თაფლიდან გამოყოფილი ნახშირწყლების ფრაქციიდან მიიღება  და ძლიერი იმუნომოდულაციური თვისებებით გამოირჩევა, ამიტომ ჩვენ ამ მიმართულებით ინვიტრო კვლევა ვაწარმოეთ.  კვლევის მიზანს შეადგენდა „კამელინის“ ანტიოქსიდანტური აქტივობის შესწავლა DPPH რეაქტივთან სპექტროფოტომეტრული მეთოდით. ექსპერიმენტებში გამოყენებული იქნა კამელინის ხუთივე ფორმის პრეპარატი, მაგრამ აქცენტი „კამელინ 2 „–ზე,  კაფსულებზე გავამახვილეთ. კვლევებიდან გამომდინარე ვასკვნით, რომ ზრდასრულ ადამიანებში (ანტიოქსიდანტური ნივთიერებების მოთხოვნის საშუალო სადღეღამისო ნორმა 360 მგ–ს შეადგენს)  კამელინის 2–3 კაფსულა   სრულიად უზრუნველყოფს ორგანიზმის ანტიოქსიდანტურ მოთხოვნებს. „კამელინი“ ქართული წარმოების ორიგინალური, განსაკუთრებული სახეობის თაფლისაგან დამზადებული სამკურნალო–პროფილაქტიკური საშუალებაა. შეიცავს ფუტკრის ცხოველქმედების ბიოლოგიურად მაღალაქტიურ ნივთიერებებს: კეტონებს, ეთერებს, ბიოორგანული მჟავებს, ფენოლებს, ალდეჰიდებს, ფურფუროლს.

ქართული წარმოების 5 ფორმის პრეპარატიკამელინ 1“– ინექცია, „კამელინ 2“– კაფსულა, „კამელინ 3“–მალამო,  „კამელინ 4 “– სანთლები დაკამელინფლუ“–სპრეი გამოიყენებასიმსივნური დაავადებების, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების, გინეკოლოგიური, პროქტოლოგიური, სახსრების დეგენერაციულდისტროფიული და სხვა დაავადებების დროს.

მოამზადა მაია ცომაიამ

კამელინთანდაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღება და კონსულტაცია უფასოა, დარეკეთ:

2-98-57-78; 2-93-20-87; 2-98-62-25 (ოფისი);

2-75-04-08; 599 33 10 89; 599 58 09 07; 577 73 56 51; 599 23 03 33.

www.camelyn.ge