News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

აქტიური ნივთიერება გამოყოფილ იქნა გამხმარი ასკილისგან სპეციალურად დაპატენტებული მეთოდით. მისი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი მეცნიერებმა 10-ქულიანი სისტემის 9 ქულით შეაფასეს. მისი ეფექტურობა ჯერჯერობით მხოლოდ 30 მოხალისეზე გამოიცადა. კვლევამ, რომელიც ჩატარდა კოპენჰაგენის უნივერსიტეტში, ცხადყო, რომ ახალი პრეპარატი ერთ დღე-ღამეში ამსუბუქებდა ოსტეოართრიტის სიმპტომებს. მისი მიღებისას დაავადებულები ერთი მესამედით ნაკლებ სტანდარტულ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს იყენებდნენ. ცნობილია, რომ ასკილი უხვად შეიცავს С ვიტამინსა და ლიკოპინს. ეს მძლავრი ანტიოქსიდანტები ამცირებენ სისხლში ქოლესტერინის დონეს და ხელს უწყობენ ანთებითი პროცესების უკუქცევას.

ხორცის ჭარბი მოხმარება ჯანმრთელობისთვის საზიანოა

კანზასის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ შემწვარი და შებოლილი ხორცის ხშირი მოხმარება ზრდის კიბოს განვითარების რისკს. მეცნიერები ამ პროდუქტების მოყვარულებს ურჩევენ, თვალი გადაავლონ თავიანთ რაციონს და გაითვალისწინონ, რომ ხორცპროდუქტი, რომელმაც მავნე თერმული დამუშავება გაიარა, კანცეროგენებს დიდი რაოდენობით შეიცავს. კვლევამ დაადასტურა, რომ ყოველგვარი ხორცი, მათ შორის - აქამდე უვნებლად მიჩნეული ქათმისაც, შეიცავს სახიფათო კანცეროგენულ ნაერთებს, რომელთა რაოდენობა განსაკუთრებით დიდია კანში. აქ მათი შემცველობა ნორმას რამდენჯერმე აღემატება. ასეთი ხორცის ხშირი მოხმარება საგრძნობლად ზრდის ძუძუსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კიბოს განვითარების რისკს. დიეტოლოგები გვირჩევენ, ღორისა და ქათმის ხორცს კანი მოვაცილოთ და ისე მივირთვათ - ეს მარტივი პროცედურა პროდუქტს გაცილებით უვნებელს გახდის.

ყავა სასარგებლოა ღვიძლის ციროზით დაავადებულთათვის

სინგაპურის ნაციონალური უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ ნატურალური ყავა დადებით გავლენას ახდენს ღვიძლის ციროზის მიმდინარეობაზე. მისი ყოველდღიური მიღება აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციობას და, ამის კვალობაზე, პაციენტის მდგომარეობასაც. მეცნიერები გვარწმუნებენ, რომ აღნიშნული დაავადების დროს ყავას სიკვდილის რისკის შემცირება შეუძლია. კვლევა 15 წელი გრძელდებოდა. მეცნიერები აკვირდებოდნენ 45-დან 73 წლამდე ასაკის 63 ათას ადამიანს, კრებდნენ ინფორმაციას მოხალისეთა ცხოვრების წესის, კვების თავისებურებების, ზოგადი ჯანმრთელობისა და ღვიძლის მდგომარეობის, ასევე - მოხმარებული ყავის რაოდენობის შესახებ. აღმოჩნდა, რომ ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებს, რომლებიც დღეში ორ ფინჯან ყავას სვამდნენ, სიკვდილის რისკი მათზე 60%-ით ნაკლები ჰქონდათ, ვინც საერთოდ არ მოიხმარდა ყავას. აღსანიშნავია, რომ ყავა მხოლოდ არავირუსული ბუნების ჰეპატიტებზე მოქმედებს.