ტვინს კროსვორდები და გამოცანები აახალგაზრდავებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ათწლიანი კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ კროსვორდებისა და გამოცანების მეშვეობით შესაძლებელია დემენციის განვითარების შეჩერება.

კვლევაში მონაწილეობა მიიღო 2800-მა მოხალისემ, რომელთა საშუალო ასაკი 74 წელი იყო. მათ სამ მეოთხედს თავის ტვინის კროსვორდებითა და გამოცანებით გავარჯიშებამ უშველა.

მეცნიერები დიდი ხანია ხაზს უსვამენ ხანში შესულთა თავის ტვინის მუდმივი ტრენინგის აუცილებლობას, ამ კვლევამ კი მკაფიოდ წარმოაჩინა, რამდენად ეფექტურია ისეთი უმნიშვნელო დატვირთვაც კი, როგორიცაა, მაგალითად, კროსვორდი.

კვლევის მონაწილეები ოთხ ჯგუფად დაყვეს:

  • პირველ ჯგუფს ინფორმაციის გადამუშავების სისწრაფისა და ფოკუსირების ტრენინგი უტარდებოდა
  • მეორეს - მეხსიერებისა
  • მესამეს - ლოგიკური აზროვნებისა
  • მეოთხე ჯგუფი კი საკონტროლო იყო.

ტრენინგი 5-6 კვირა გაგრძელდა, დაკვირვების პერიოდი კი - 10 წელი.

ტრენინგგავლილთა დაახლოებით 60% აღნიშნავდა, რომ უფრო ადვილად ართმევდნენ თავს ყოველდღიურ საქმეებს. საკონტროლო ჯგუფში ასეთი შედეგი 49%-ს ჰქონდა.

კვლევის ავტორის ჯორჯ რებოკის თქმით, კვლევის მონაწილეთა შორის 10 წლის შემდეგაც აშკარა იყო ტრენინგის დადებითი ეფექტი ინფორმაციის გადამუშავების სიჩქარისა და ლოგიკური აზროვნების მხრივ.