მზე როგორც ჰიპერაქტივობის სინდრომის პროფილაქტიკის საშუალება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მზე როგორც ჰიპერაქტივობის სინდრომის პროფილაქტიკის საშუალება

ყურადღების დეფიციტის სინდრომი უფრო იშვიათია. ჰიპერაქტივობის სინდრომთან ერთად სპეციალისტებმა შეისწავლეს კავშირი მზის სხივებს, აუტიზმსა და დეპრესიულ მდგომარეობებს შორის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მზიანი საათების რაოდენობა წელიწადში მხოლოდ ჰიპერაქტივობის სინდრომის რისკზე ახდენდა გავლენას.

როგორც გამოკვლევის ხელმძღვანელი, უტრეხტის უნივერსიტეტის თანამშრომელი მარტინ არნსი ამბობს, შესაძლოა, საიდუმლოს გასაღები ადამიანის ბიოლოგიურ საათში იმალებოდეს. უფრო მეტიც - ცნობილია, რომ ძილის დარღვევების მკურნალობა, რომელიც ნორმალურ მდგომარეობაში აბრუნებს ცირკადულ რიტმს და გულისხმობს სინათლით თერაპიას, ჰიპერაქტივობის სინდრომის სიმპტომატიკასაც აუმჯობესებს.

სპეციალისტები ბავშვებს ურჩევენ, უფრო მეტი დრო გაატარონ მზეზე, ტელეფონებისა და სხვა ჯიბის გაჯეტების მწარმოებლებს კი სთავაზობენ, შეცვალონ დისპლეის ფერები, რადგან ცისფერი ნათება, რომელსაც გამოსცემს ეკრანი, ძილის რეჟიმის დარღვევას იწვევს. უნდა ითქვას, რომ ბევრ ბავშვს ჰიპერქტივობის სინდრომის ფონზე ძილთან დაკავშირებული პრობლემებიც აღენიშნება.

ყურადღების დეფიციტი/ ჰიპერაქტიურობის სინდრომი

ყურადღების დეფიციტი/ჰიპერაქტიურობის სინდრომის (ADHD) დროს ბავშვს ყურადღების კონცენტრირების უნარი არ აქვს ან კონცენტრირდება მხოლოდ ხანმოკლე დროის მონაკვეთში. მას ასაკთან შეუსაბამო იმპულსურობა ახასიათებს. ამასთან ერთად, ზოგიერთი ბავშვი ჰიპერაქტიურიცაა.

  • ADHD თავის ტვინის ფუნქციის დარღვევაა, რომელიც დაბადებისთანავე ან დაბადებიდან მალევე ვლინდება;

  • ასეთ ბავშვებს უჭირთ ყურადღების კონცენტრაციის შენარჩუნება და დავალების დასრულება, ზოგიერთი მათგანი შეიძლება იყოს ზედმეტად აქტიური და იმპულსური;

  • ექიმი დიაგნოზის დასასმელად მშობლებსა და მასწავლებლებს ავსებინებს კითხვარს და ბავშვზე დაკვირვებით აგროვებს მონაცემებს;

  • ფსიქოსიმულანტურ წამლებთან ერთად, ხშირად საჭირო ხდება სტრუქტურირებული გარემოს, სკოლაში შედგენილი გეგმისა და ბავშვის აღზრდის მორგებული ტექნიკის გამოყენება.

ურთიერთგამომრიცხავი მონაცემებია იმის შესახებ, თუ რამდენი ბავშვია დარღვევებით. დაახლოებითი მონაცემებით, ეს რაოდენობა სკოლის ასაკის ბავშვების 5-15%-ს შეადგენს და ათჯერ უფრო ხშირად დიაგნოსტირდება ბიჭებში, ვიდრე გოგონებში.

ADHD-ის ზოგიერთი დამახასიათებელი ნიშანი ხშირად 4 წლამდე ასაკშიც შეიმჩნევა და 7 წლამდე აუცილებლად გამოვლინდება. თუმცა, სკოლის შუა წლებამდე ის, შესაძლოა, მნიშვნელოვნად არ აისახებოდეს მათ აკადემიურ მოსწრებასა და სოციალურ ქცევაზე.

ადრე ADHD-ს მხოლოდ ყურადღების დეფიციტის დარღვევას ეძახდნენ (ADD), თუმცა, ასეთ ბავშვებში ჰიპერაქტიურობის გამოვლენამ, რაც ნამდვილად ყურადღების დეფიციტის გაღრმავების შედეგია, შეცვალა დღევანდელი ტერმინოლოგია.

ADHD შესაძლოა იყოს მემკვიდრული. კვლევებით დგინდება, რომ ეს დარღვევა ნეიროტრანსმიტერების (ნივთიერება, რომელიც ტვინში ნერვულ იმპულსებს გადასცემს) პათოლოგიით არის გამოწვეული. სიმპტომები შეიძლება იყოს მსუბუქი ან მძიმე. ის შესაძლოა გამწვავდეს ან პრობლემად იქცეს გარკვეულ გარემოში, მაგალითად, სახლში ან სკოლაში. პრობლემური გახადა სკოლაში დაწესებულმა შეზღუდვებმა და ორგანიზებული ცხოვრების სტილმა, მაშინ, როდესაც წინა თაობებში სიმპტომები მნიშვნელოვნად არ აისახებოდა ბავშვების ფუნქციონირებაზე, რადგან ასეთი შეზღუდვები გაცილებით ნაკლები იყო. მიუხედავად იმისა, რომ ADHD-ის ზოგიერთი სიმპტომი ჯანმრთელ ბავშვებშიც გვხვდება, ADHD-ის მქონე ბავშვებში სიმპტომები უფრო ხშირი და მძიმეა.

ზოგიერთები ვარაუდობენ, რომ ADHD შესაძლოა საკვები დანამატებისა და შაქრის მოხმარებით იყოს გამოწვეული. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ბავშვი ჰიპერაქტიური და იმპულსური ხდება შაქრის შემცველი საკვების მიღების შემდეგ, კვლევებმა დაადასტურა, რომ ADHD დაბადებისთანავე ვლინდება და საკვები და გარემო ფაქტორები ამ დარღვევას არ განაპირობებს.

თემის გაგრძელებას გაეცანით ბმულზე

https://merki.mkurnali.ge/sections/1604/quradgebis-depiciti-hiperaktiurobis-sindromi/