მზე და ჩვენი ორგანიზმის მეტაბოლიზმი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მზე და ჩვენი ორგანიზმის მეტაბოლიზმი

უფრო მეტად შრომისუნარიანსა და აქტიურს გვხდის. ეს საინტერესო ეფექტები განპირობებულია იმით, რომ მზის გავლენით ადამიანის ორგანიზმში გამომუშავდება მეტად სასარგებლო D ვიტამინი (კალციფეროლი) – ფოსფორ-კალციუმის ცვლის მნიშვნელოვანი რეგულატორი და ჰორმონი სეროტონინი, რომელიც თავის ტვინის ნერვულ უჯრედებს შორის იმპულსთა გადაცემის მაკონტროლებელია. სეროტონინზეა დამოკიდებული ჩვენი ძილი, მადა, გუნება-განწყობა. გარდა ამისა, სეროტონინი აკავებს მელატონინის გამომუშავებას, ჰორმონისა, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს დეპრესიის განვითარებაში. მზის მანათობელი სხივების გავლენით ადამიანის ორგანიზმში გამომუშავდება ე.წ. ბედნიერების ჰორმონები – ენდორფინები. მზის სხივების დახმარებით ორგანიზმში ნორმალიზდება ინსულინის სინთეზი და ნარჩუნდება კანის მიკროფლორის ბალანსი.

კაშკაშა მზის სხივები უზრუნველყოფს:

  • სისხლძარღვთა გაფართოებას, რის შედეგადაც ორგანიზმი იღებს მეტ ჟანგბადს;
  • გულის კუნთის მუშაობისა და არტერიული წნევის ნორმალიზებას.

მზის სხივების გავლენით კუნთები უფრო ელასტიკური ხდება, ორგანიზმში აქტიურდება ნივთიერებათა ცვლა, უკეთ მოინელება საკვები, სწრაფად იშლება ცხიმები, ადვილად შეითვისება ცილა, კანში წარმოიქმნება ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც ასტიმულირებს ვეგეტატური ნერვული სისტემის ფუნქციობას, აძლიერებს აღდგენით (რეგენერაციულ) პროცესებს დაზიანებულ ქსოვილებში, სისხლის უჯრედთა დამცველობით თვისებებს, აუმჯობესებს თმის, ფრჩხილებისა და ძვლოვანი ქსოვილის ზრდას, ამცირებს ორგანიზმის მგრძნობელობას ტოქსიკურ ნაერთთა მოქმედებისადმი.

სპეციალისტთა განცხადებით, მზის სხივები სასარგებლოა არა მხოლოდ ბავშვებისა და მოზარდებისათვის საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის აქტიური ზრდის პერიოდში, არამედ მოზრდილთათვისაც. საზოგადოდ, D ვიტამინი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს გულ-სიხლძარღვთა სისტემაზე.

გარდა ამისა, თუ ორგანიზმში D ვიტამინი სათანადო რაოდენობითაა, მნიშვნელოვნად იკლებს ოსტეოპოროზისა და შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი. საყურადღებოა ისიც, რომ D ვიტამინს გააჩნია ანტიბაქტერიციდული და ჭრილობების შემახორცებელი ეფექტი. მზეზე ყოფნისას ორგანიზმში ძლიერდება ვირუსებისა და ბაქტერიების განადგურება.

მზის სხივები სასარგებლოა ფრჩხილებისთვისაც – ზაფხულში კანის ეს დანამატები მყარდება და ორჯერ უფრო სწრაფად იზრდება. ზაფხული ფრჩხილის სოკოს მკურნალობისათვის საუკეთესო პერიოდია, ღია ფეხსაცმელი ხომ ტერფების „სუნთქვისა“ და მათზე მზის სხივების სასარგებლო ზემოქმედების საშუალებას იძლევა.

მზე აუმჯობესებს მეტაბოლიზმს

თურმე, მზის მაცოცხლებელი სხივები არა მარტო გვათბობს და გუნება-განწყობას გვიმაღლებს, არამედ ფორმის შენარჩუნებაშიც გვეხმარება.

Nორტჰწესტერნ Uნივერსიტყ’ს Fეინბერგ შცჰოოლ ოფMედიცინე (აშშ) მკვლევრებმა გაარკვიეს, რომ მზის სინათლე დადებით გავლენას ახდენს ადამიანის სხეულის მასის ინდექსზე. მათ, ვინც მეტ დროს ატარებს მზეზე, აქტიურობის, ასაკისა და დიეტებისაგან დამოუკიდებლად, ბევრად ნაკლები წონა აქვთ.

კვლევის ერთ-ერთი ავტორი, მედიცინის დოქტორი – ჯოვანი სანტოსტასი, აცხადებს: „მზის ბუნებრივი სინათლე ასტიმულირებს ცირკადულ რიტმებს, ჩვენს ბიოლოგიურ საათებს, რომლებიც არეგულირებს მეტაბოლიზმს, შიმშილის გრძნობასა და ენერგიის დონეს. ცირკადული რიტმების დარღვევა, რასაც ყველა შემთხვევაში იწვევს მზის სინათლის დეფიციტი, ზრდის გაცხიმოვნების რისკს. თუ თქვენ დღის განმავლობაში ვერ იღებთ მზის სინათლეს საკმარისი რაოდენობით – ამან შესაძლოა თქვენი შინაგანი საათების დესინქრონიზება გამოიწვიოს!“

ბუნებრივია ისმის კითხვა, მზის სხივების რა რაოდენობა იქნება საკმარისი ნორმალური მეტაბოლიზმისა და წონის შესანარჩუნებლად. მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ საკმარისია მივიღოთ დღე-ღამეში 500 ერთეული განათებისა (ლუქსი). შედარებისათვის – დილის მზის სხივების ქვეშ ხანმოკლე (30 წუთიანი) გასეირნება დაახლოებით 1000 ლუქსს გვაძლევს.

საყურადღებოა კვლევის მეორე ავტორის, მედიცინის დოქტორის – ქეთი რეიდის დასკვნაც: „ოფისთა უმრავლესობა, რომლებშიც ადამიანები დროის უმეტეს ნაწილს ატარებენ, ჩვეულებრივ, ცუდად არის განათებული, დაახლოებით 200-300 ლუქსი ხელოვნური განათებისა ვერ ატყუებს ორგანიზმს. თუ ადამიანი ატყობს, რომ ხელოვნური განათებისას უფრო მეტი დროის განმავლობაში იმყოფება, ვიდრე მზის ბუნებრივი განათების ქვეშ, ამაზე უნდა დაფიქრდეს, შემდეგ კი აუცილებლად შეუდგეს მზეზე გასეირნებას. დღის სინათლის ნებისმიერი რაოდენობა კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლასა და ზოგად შეგრძნებაზე!“

ასე რომ, გავითვალისწინოთ სპეციალისტთა რჩევები, არ მოვიკლოთ მზის სინათლე, რათა ორგანიზმს ნორმალური მეტაბოლიზმით ჯანმრთელობა შევუნარჩუნოთ!