News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

ინგლისელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ დაავადების განვითარების ალბათობის შესამცირებლად საკმარისია, ქალმა ყოველდღე 30 წუთი დაუთმოს ფიზიკურ ვარჯიშს და არ მოიმატოს წონა. აღსანიშნავია, რომ იმ ფაქტორების რიცხვში, რომლებიც საშვილოსნოს კიბოს განვითარების რისკს ამცირებს, შედის ყავაც, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ ჯერჯერობით არ არსებობს საკმაო საფუძველი, რეკომენდაცია გაუწიონ ყავას როგორც ამ დაავადების საპროფილაქტიკო საშუალებას.

აუტისტებს აქვთ შანსი, გახდნენ გენიალური მეცნიერები

ბავშვს, რომელსაც დაუდასტურდა აუტიზმი, მაგრამ ინტელექტუალური დონე დაქვეითებული არ აქვს, შეუძლია უმაღლეს დონეზე  დაეუფლოს მათემატიკას. საქმე ის არის, რომ აუტიზმის დროს ხდება სახეებისა და საგნების ამოცნობასთან დაკავშირებული ტვინის უბნის აქტივაცია. ასეთი დასკვნა გამოიტანეს მეცნიერებმა აუტიზმის მქონე 18 და ამდენივე ჯანმრთელი 7-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვის გამოკვლევის შედეგად. ვერბალური და კითხვის უნარ-ჩვევები ყველა ბავშვს  ნორმაში ჰქონდა, მაგრამ აუტიზმით დაავადებულებმა მათემატიკაში ჯანმრთელებზე მაღალი შეფასება მიიღეს. მათემატიკური ამოცანების ამოხსნის დროს  მეცნიერები ახდენდნენ ბავშვების ტვინის სკანირებას, რის საფუძველზეც გამოტანილ იქნა დასკვნა. მკვლევრებმა კეფის ვენტრალურ-ტემპორალურ ქერქში აღმოაჩინეს აქტივობის ანომალიური სქემა. მათი აზრით, აუცილებელია ყურადღება მიექცეს აუტიზმის პოზიტიურ მხარეებს. აღნიშნული დარღვევის მქონე მრავალი ბავშვი გამოირჩევა  განსაკუთრებული მონაცემებით. გარდა მათემატიკური ნიჭისა, ზოგიერთს შეუძლია  გაიხსენოს, კვირის რომელ დღეს დაემთხვა ესა თუ ის თარიღი რამდენიმე წლის განმავლობაში.