/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

დავეხმაროთ ერთმანეთს

დავეხმაროთ ერთმანეთს
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ რამდენიმე სამკურნალო რეცეპტს. გახსოვდეთ, რომ თუ რომელიმე დაავადების გამო დანიშნული გაქვთ მკურნალობა, თვითნებურად ნუ შეცვლით. თუმცა, ექიმთან კონსულტაციის შედეგ, ძირითადი მკურნალობის ეფექტის გაძლიერების მიზნით, შეგიძლიათ ხალხური მედიცინის რეცეპტების გამოყენებაც.

ხურტკმელის ნაყენი სანაღვლე გზების ანთებისგან გიხსნით

რამდენიმე თვ­ის წინ დამეწყო სხვადასხვა სახის ჩივილი: ტკივილი მუცლის მა­რჯვენა მხარეს, განსაკუთრებით, როდესაც საჭმელს შევჭამდი, ზოგჯერ გულისრევის შეგრძნებაც მაწუხებდა. წავედი ექიმთან, რომელმაც გამოკვლევების შედეგად დამისვა სანაღვლე გზების ანთების დიაგნოზი. დიეტის და მკურნალობის პარალელურად ვეძებდი ამ დაავადების სამკურნალო ბუნებრივ საშუალებებსაც. როდესაც წამლებს მოვრჩი, გადავწყვიტე, ჩემი ჯანმრთელობა ხურტკმელის ნაყენისთვის მიმენდო.

  • მომინანქრებულ ქვაბში ჩაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ჩაყარეთ 1 სუფრის კოვზი ხურტკმელის ნაყოფი, მიიყვანეთ ადუღებამდე, დაახურეთ სარქველი და ნელ ცეცხლზე გააგრძელეთ დუღილი 10 წუთის განმავლობაში. გადაწურეთ და მიიღეთ 50 მლ დღეში 4-ჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. შეიძლება დაატკბოთ გემოვნებით.

ნათელა მექვაბიშვილი, თელავი

ანემიისა და ზოგადი სისუსტის დროს ეს შინაური წამალი მიიღეთ

რაც ასაკში შევედი, ზოგადი სისუსტე დამჩემდა. ამ შემთხვევაში ვცდილობ, სისხლის საერთო ანალიზი გავიკეთო და როგორც წესი, ჰემოგლობინი დაბალი მაქვს ხოლმე. ოჯახის ექიმმა ანემიის დიაგნოზი დამისვა. ანემიისა და სისუსტის სამკურნალო ბუნებრივი საშუალება და რეცეპტი ბევრია, მაგრამ ჩემთვის ეს ყველაზე ეფექტური აღმოჩნდა.

  • ორთქლის აბაზანაზე გაალღვეთ 200 გრამი ღორის მუცლის ქონი, ნაღების კარაქი და თაფლი, ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიიღეთ 1 ჩაის კოვზი 3-4-ჯერ დღეში, ცხელი რძით ან ცხელი ჩაით.

ლამზირა ებანოიძე, ფოთი

როცა ფეხისგულები გიხურთ

ჩემი ხნის ბევრი ადამიანი უჩივის ფეხისგულების სიმხურვალეს. ერთ დროს მეც ვიტანჯებოდი ამ თითქოსდა უვნებელი პრობლემით. მის დაძლევაში მარილიანი აბაზანა დამეხმარა.

  • ვარცლში ჩაასხით 5 ლიტრი თბილი წყალი, გახსენით მასში 400 გრამი მარილი და ამ ხსნარში მოათავსეთ ფეხები 30-40 წუთით, ყოველდღე დილას და საღამოს. 3 დღის შემდეგ უკეთესად გავხდი, მაგრამ 10-დღიანი სამკურნალო კურსი ბოლომდე ჩავიტარე.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მცვივა თმები და რას მურჩევთ დ ვიტამინის ნაკლებობის გამო შეიძლება იყოს გამოწვეული?</p>

ლამარა კანდელაკი, თერჯოლა

სახსრებს მივხედოთ, რათა კარგად ვიყოთ

კარგი განწყობა ხშირად დამოკიდებულია ჩვენი სახსრების სიჯანსაღეზე. ამიტომ უნდა მოვინდომოთ, რომ არ დავუშვათ მათი ანთებითი მდგომარეობა. პირველ რიგში უნდა ჩავიცვათ სეზონურად და ამინდის გათვალისწინებით. გირჩევთ, წონაც არ მოიმატოთ, რადგან ყოველი ზედმეტი კილოგრამი ნეგატიურად აისახება სახსრების მდგომარეობაზე.

საკვები გაამდიდრეთ თევზითა და კომბოსტოთი. მუდმივად იმოძრავეთ. ძალიან კარგად აჯანსაღებს სახსრებს ქრისტესისხლას, სალბისა და ზღვის მარილის აბაზანები. თავად სახსრები ზედმეტი დანალექი მასებისგან შეიძლება გაითავისუფლოთ და გაიწმინდოთ დაფნის ფოთლის ნაყენით.

  • საღამოს თერმოსში ჩაასხით 300 მლ მდუღარე წყალი, ჩაყარეთ 5 გრამი დაქუცმაცებული დაფნის ფოთოლი. გააჩერეთ მთელი ღამე, დილას გადაწურეთ და დალიეთ ყოველ 15 წუთში ერთი-ორი ყლუპი, ვიდრე ნაყენი არ გათავდება. მკურნალობის კურსი 3 დღეა. გააკეთეთ სამდღიანი შესვენება და შემდეგ კვლავ გაიმეორეთ.
  • ამას გარდა, დააქუცმაცეთ და ერთმანეთს შეურიეთ 2-2 სუფრის კოვზი ყვითელი ძიძო, სვია და კრაზანა, დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათი და ამ ნაყენის კომპრესები დაიდეთ მტკივან ადგილებზე.
  • სახსრების ტკივილისგან გიხსნით შინაურ პირობებში, საკუთარი ხელით დამზადებული საფენი: ბრინჯი ყავის საფქვავში დაფქვით. ნახევარ ჩაის ჭიქა თბილ წყალში გახსენით 1 სუფრის კოვზი საფუარი და 2 სუფრის კოვზი მარილი. ამ ხსნარს დაუმატეთ ბრინჯის ფქვილი იმ რაოდენობით, რომ სქელი პასტა მიიღოთ. წაუსვით ის სელის მკვრივ ნაჭერზე და მტკივნეულ ადგილზე მოათავსეთ. გაიჩერეთ 2-3 საათი. პროცედურა შეასრულეთ რეგულარულად, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.

მარგო ნებიერიძე, ქუთაისი

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

მეტსახელი
მეტსახელი
ცხოვრება უცნაურია: მშობლებს ბავშვობა ენატრებათ, შვილებს კი ერთი სული აქვთ, გაიზარდონ, ამიტომ ყველაფერში თავიანთ კუმირებს - უფროსებს - ბაძავენ.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

ხურტკმელის ნაყენი სანაღვლე გზების ანთებისგან გიხსნით

რამდენიმე თვ­ის წინ დამეწყო სხვადასხვა სახის ჩივილი: ტკივილი მუცლის მა­რჯვენა მხარეს, განსაკუთრებით, როდესაც საჭმელს შევჭამდი, ზოგჯერ გულისრევის შეგრძნებაც მაწუხებდა. წავედი ექიმთან, რომელმაც გამოკვლევების შედეგად დამისვა სანაღვლე გზების ანთების დიაგნოზი. დიეტის და მკურნალობის პარალელურად ვეძებდი ამ დაავადების სამკურნალო ბუნებრივ საშუალებებსაც. როდესაც წამლებს მოვრჩი, გადავწყვიტე, ჩემი ჯანმრთელობა ხურტკმელის ნაყენისთვის მიმენდო.

  • მომინანქრებულ ქვაბში ჩაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ჩაყარეთ 1 სუფრის კოვზი ხურტკმელის ნაყოფი, მიიყვანეთ ადუღებამდე, დაახურეთ სარქველი და ნელ ცეცხლზე გააგრძელეთ დუღილი 10 წუთის განმავლობაში. გადაწურეთ და მიიღეთ 50 მლ დღეში 4-ჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. შეიძლება დაატკბოთ გემოვნებით.

ნათელა მექვაბიშვილი, თელავი

ანემიისა და ზოგადი სისუსტის დროს ეს შინაური წამალი მიიღეთ

რაც ასაკში შევედი, ზოგადი სისუსტე დამჩემდა. ამ შემთხვევაში ვცდილობ, სისხლის საერთო ანალიზი გავიკეთო და როგორც წესი, ჰემოგლობინი დაბალი მაქვს ხოლმე. ოჯახის ექიმმა ანემიის დიაგნოზი დამისვა. ანემიისა და სისუსტის სამკურნალო ბუნებრივი საშუალება და რეცეპტი ბევრია, მაგრამ ჩემთვის ეს ყველაზე ეფექტური აღმოჩნდა.

  • ორთქლის აბაზანაზე გაალღვეთ 200 გრამი ღორის მუცლის ქონი, ნაღების კარაქი და თაფლი, ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიიღეთ 1 ჩაის კოვზი 3-4-ჯერ დღეში, ცხელი რძით ან ცხელი ჩაით.

ლამზირა ებანოიძე, ფოთი

როცა ფეხისგულები გიხურთ

ჩემი ხნის ბევრი ადამიანი უჩივის ფეხისგულების სიმხურვალეს. ერთ დროს მეც ვიტანჯებოდი ამ თითქოსდა უვნებელი პრობლემით. მის დაძლევაში მარილიანი აბაზანა დამეხმარა.

  • ვარცლში ჩაასხით 5 ლიტრი თბილი წყალი, გახსენით მასში 400 გრამი მარილი და ამ ხსნარში მოათავსეთ ფეხები 30-40 წუთით, ყოველდღე დილას და საღამოს. 3 დღის შემდეგ უკეთესად გავხდი, მაგრამ 10-დღიანი სამკურნალო კურსი ბოლომდე ჩავიტარე.

ლამარა კანდელაკი, თერჯოლა

სახსრებს მივხედოთ, რათა კარგად ვიყოთ

კარგი განწყობა ხშირად დამოკიდებულია ჩვენი სახსრების სიჯანსაღეზე. ამიტომ უნდა მოვინდომოთ, რომ არ დავუშვათ მათი ანთებითი მდგომარეობა. პირველ რიგში უნდა ჩავიცვათ სეზონურად და ამინდის გათვალისწინებით. გირჩევთ, წონაც არ მოიმატოთ, რადგან ყოველი ზედმეტი კილოგრამი ნეგატიურად აისახება სახსრების მდგომარეობაზე.

საკვები გაამდიდრეთ თევზითა და კომბოსტოთი. მუდმივად იმოძრავეთ. ძალიან კარგად აჯანსაღებს სახსრებს ქრისტესისხლას, სალბისა და ზღვის მარილის აბაზანები. თავად სახსრები ზედმეტი დანალექი მასებისგან შეიძლება გაითავისუფლოთ და გაიწმინდოთ დაფნის ფოთლის ნაყენით.

  • საღამოს თერმოსში ჩაასხით 300 მლ მდუღარე წყალი, ჩაყარეთ 5 გრამი დაქუცმაცებული დაფნის ფოთოლი. გააჩერეთ მთელი ღამე, დილას გადაწურეთ და დალიეთ ყოველ 15 წუთში ერთი-ორი ყლუპი, ვიდრე ნაყენი არ გათავდება. მკურნალობის კურსი 3 დღეა. გააკეთეთ სამდღიანი შესვენება და შემდეგ კვლავ გაიმეორეთ.
  • ამას გარდა, დააქუცმაცეთ და ერთმანეთს შეურიეთ 2-2 სუფრის კოვზი ყვითელი ძიძო, სვია და კრაზანა, დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათი და ამ ნაყენის კომპრესები დაიდეთ მტკივან ადგილებზე.
  • სახსრების ტკივილისგან გიხსნით შინაურ პირობებში, საკუთარი ხელით დამზადებული საფენი: ბრინჯი ყავის საფქვავში დაფქვით. ნახევარ ჩაის ჭიქა თბილ წყალში გახსენით 1 სუფრის კოვზი საფუარი და 2 სუფრის კოვზი მარილი. ამ ხსნარს დაუმატეთ ბრინჯის ფქვილი იმ რაოდენობით, რომ სქელი პასტა მიიღოთ. წაუსვით ის სელის მკვრივ ნაჭერზე და მტკივნეულ ადგილზე მოათავსეთ. გაიჩერეთ 2-3 საათი. პროცედურა შეასრულეთ რეგულარულად, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.

მარგო ნებიერიძე, ქუთაისი


ზოგჯერ გულსაც სჭირდება გამაგრება და თანადგომა

ბოლო პერიოდში შევამჩნიე, რომ ადვილად ვიღლები, ტკივილიც გამკრავს გულის არეში და ზოგჯერ ქოშინიც მაქვს. იმ ფიზიკურ დატვირთვას, რასაც ადრე ადვილად ვერეოდი, ახლა ვეღარ ვუძლებ. ამიტომ გადავწყვიტე, გულს მივხედო. ჩემმა მეზობელმა მირჩია, ამ მცენარეული საშუალებისთვის მიმემართა. პირადად მე გავიზიარე მისი რჩევა და კმაყოფილი დავრჩი.

  • დანაყეთ 1 სუფრის კოვზი სტაფილოს და ამდენივე კამის თესლი. დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე რძე და გააჩერეთ 1 საათი, პირსახოცში შეფუთული. შემდეგ გადაწურეთ, შეგიძლიათ დაამატოთ 1 ჩაის კოვზი თაფლი. დალიეთ თბილი, ძილის წინ. წამლის მიღების კურსია 2-3 კვირა. ეს საშუალება არა მარტო გულის არეში ტკივილისგან გიხსნით, არამედ ძილსაც მოგიწესრიგებთ.

ნელი მენთეშაშვილი, ახალქალაქი

ნეგო პანკრეატიტის შეტევისას გიხსნით

ენით ძნელად აღსაწერია ის ძლიერი სარტყლისებური ტკივილი, რამდენიმე წლის წინ რომ გადავიტანე. ახლობლებმა სასწრაფოდ წამიყვანეს საავადმყოფოში, სადაც პანკრეატიტის დიაგნოზი დამისვეს. ექიმების პროფესიონალიზმმა და გულისხმიერებამ შედეგი გამოიღო, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. მდგომარეობიდან გამოვედი. ამის შემდეგ ვცდილობ, თავს მივხედო, რათა ის არაადამიანური ტანჯვა არ გამიმეორდეს. ამისთვის ხალხურ მედიცინასაც სისტემატურად ვიყენებ და შედეგით ჯერჯერობით კმაყოფილი ვარ.

  • მომინანქრებულ ქვაბში ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი ჩაასხით და 2 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული ნეგო დაუმატეთ. მიიყვანეთ ადუღებამდე, ადუღეთ ნელ ცეცხლზე ნახევარი საათი, გადაწურეთ და დალიეთ 100 მლ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
  • ასევე ძალიან ეფექტური აღმოჩნდა შემდეგი ნაყენიც: შეურიეთ ერთმანეთს 2-2 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული აბზინდა და ლობიოს საგდული. დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი. შეფუთეთ, გააჩერეთ 45 წუთი, გადაწურეთ და დალიეთ 100 მლ-ის ოდენობით, ჭამამდე 15 წუთით ადრე, ერთი თვის განმავლობაში. აუცილებლობის შემთხვევაში 1-2 კვირის შემდეგ კურსი შეგიძლიათ გაიმეოროთ.

ლატავრა სიხარულიძე, ჩოხატაური

ღრძილების გასამაგრებლად წყალბადის ზეჟანგი გამოიყენეთ

სისტემატურად დავდივარ სტომატოლოგთან და ვცდილობ, რომ პირის ღრუ მუდმივად წესრიგში მქონდეს. სწორედ მან ერთ-ერთი ვიზიტისას მითხრა, რომ ღრძილები შეიძლებოდა პრობლემად გადამქცეოდა, რადგან პაროდონტოზი მემუქრებოდა. მეგობარმა მირჩია, ღრძილების გასამაგრებლად ასე მოვქცეულიყავი.

  • კვირაში ერთხელ კბილები წყალბადის ზეჟანგის 3%-იანი ხსნარით ამგვარი წესით გაიხეხეთ: მოათავსეთ მასში კბილის ჯაგრისი და გაიკეთეთ კბილის ფუძესთან ღრძილების მასაჟი. გარდა ამისა, ძილის წინ გამოივლეთ პირში სალბის, კალენდულას ან ზღვის მარილის ხსნარი.

ირაკლი გეგიძე, ზესტაფონი