ექიმები ხუმრობენ
-
ცხვრის ფარა გადათვალეთ
ექიმი ეკითხება პაციენტ ფერმერს, რომელიც უძილობას უჩივის: "ხომ არ გიცდიათ ძველი საშუალება, როცა ლოგინში თვალდახუჭული წარმოიდგენთ ცხვრის ფარას და მათ გადათვლას იწყებთ?" "ვცადე, ექიმო, მაგრამ უფრო უარესად გავხდი". "რატომ?" "ცხვრებს რომ გადავითვლი, მატარებელში ვსხამ, სასაკლაოზე მიმყავს და ვყიდი, მერე კი მთელი ღამე იმაზე ფიქრი მაწამებს, სარფიანად გავყიდე თუ არა".
-
საკმარისად ჯანმრთელი არ ხართ!
"ექიმო, დღეს გაცილებით უკეთესად ვგრძნობ თავს. იქნებ მკურნალობის კურსი შევწყვიტოთ და ანგარიში წარმომიდგინოთ". "რას ბრძანებთ! ასეთი სტრესისთვის ჯერ საკმარისად ჯანმრთელი არ ხართ!"
-
პრეზერვატივი გადაყლაპა
ექიმის კაბინეტში ტელეფონის ზარია. ყურმილიდან მამაკაცის ისტერიული ყვირილი ისმის: "ჩემმა წლინახევრის შვილმა ახლახან პრეზერვატივი გადაყლაპა!" "დამშვიდდით, - ეუბნება ექიმი, - ორიოდე წუთში თქვენთან ვიქნები". ექიმმა კაბინეტიდან გასვლა ვერ მოასწრო, რომ ტელეფონმა ისევ დარეკა და იმავე მამაკაცმა მშვიდი კილოთი ამცნო: "ნუ შეწუხდებით, ექიმო, მეორეც მქონია..."
-
ვთხოვ, ანდერძი დაწეროს
პაციენტის ცოლი მკურნალ ექიმს ეუბნება: "რა თქმა უნდა, ექიმო, სულაც არ მინდა, შევაშინო; ძალიან ფრთხილად ვიქნები. მხოლოდ იმას ვთხოვ, ანდერძი დაწეროს".
-
ვერაფრით მივხვდი, მაინც რამ უშველა
კლინიკის ხელმძღვანელი ახალბედა ექიმს ეკითხება: "კოლეგა, თქვენი პაციენტი გამოჯანმრთელდა და სავსებით კმაყოფილი გაეწერა სახლში, რატომ ხართ ასე მოწყენილი?" "იცით, პროფესორო, ვერაფრით მივხვდი, მაინც რამ უშველა".
-
ოპერაცია საკმაოდ ძვირი იყო!.
ექიმი - პაციენტს: "ოპერაცია გაგიკეთეს?" "დიახ, ექიმო, 100 ლარი დამიჯდა". "არა, ამას არ გეკითხებით. რა გქონდათ?" "მხოლოდ და მხოლოდ 700 ლარი!" "ისევ ვერ გამიგეთ! იმის გაგება მინდოდა, რას უჩივით". "ოპერაცია საკმაოდ ძვირი იყო!.."
-
ცოლს თეთრი ცხელება დაემართა
ალო! სასწრაფო დახმარებაა? სასწრაფოდ მოდით, ჩემს ცოლს თეთრი ცხელება დაემართა!" "რა სიმპტომები აქვს?" "მთელი ოთახი ჭინკებითაა სავსე, ის კი ერთსაც ვერ ხედავს!"
-
პრობლემა მეზობელ ოთახში ზის
ყურადღებით გასინჯვის შემდეგ ოჯახის ექიმი პაციენტს ეუბნება: "ვხედავ, სერიოზული პრობლემა გაქვთ, რომელიც ძლიერ გიწამლავთ სიცოცხლეს". პაციენტი, ჩურჩულით: "ღვთის გულისათვის, ექიმო, ცოტა ჩუმად - ის პრობლემა მეზობელ ოთახში ზის თავის ქალიშვილთან, ჩემს ცოლთან ერთად!"
-
გაიხადეთ და დივანზე დაწექით!
სიმპათიური ახალგაზრდა ქალი ექიმის კაბინეტში შევიდა. "გაიხადეთ და დივანზე დაწექით!" "იცით, ექიმო, მეგონა, ჯერ მიმკურნალებდით..."
-
კიდევ ოციოდე წელი ვიცოცხლებ?
მოხუცი კაცი ექიმთან მიდის: "ექიმო, კიდევ ოციოდე წელი ვიცოცხლებ?" "ჰმმ... ეწევით?" "არა!" "სვამთ?" "არა, ექიმო!!!" "ქალები?.." "ჩემს ასაკში?!" "მაშ, რა ჯანდაბად გინდათ კიდევ ოცი წლის სიცოცხლე?"
-
ჭინკებს ვეღარ ხედავს
აღშფოთებული ლოთი ექიმის კაბინეტში შევარდა: "ექიმო! თქვენი სეანსების შემდეგ ჩემი მეგობარი ჭინკებს ვეღარ ხედავს... მოვითხოვ, სასწრაფოდ დაუბრუნოთ მას მხედველობა!!!"
-
სულ ღნავის და ქალებს მკერდზე ეტანება
ქალმა მეგობარს შვილის შეძენა მიულოცა და ჰკითხა: "ვის ჰგავს პატარა?" "მამამისს, ოღონდ მთვრალს". "ეს როგორ?" "როგორ და სულ ღნავის და ქალებს მკერდზე ეტანება".
შვილებით გარშემორტყმული ქალი ექიმის კაბინეტში შევიდა: "ექიმო, ყოველ ჯერზე ვორსულდები. როგორ მოვიქცე?" "თავი უნდა დაიცვათ, მაგალითად, პრეზერვატივით..." "აი, დავითი..." "მაშინ საშოს ჩაჩით ან დიაფრაგმით..." "აი, ელენე..." "სპირალის გამოყენება არ გიცდიათ?" "აი, ნინო და გიორგი..." ექიმი დაფიქრდა: "თუ ასეა, ერთადერთი გზა რჩება - ქმართან აღარ დაწვეთ". "კახა, მოდი, ექიმს დაენახე..."
-
ფანჯარაში გაყოფილი ფეხით
ორსული შეშფოთებული ელოდება მოსალოდნელ მშობიარობას. "ნუ ნერვიულობთ, ქალბატონო, - ამშვიდებს გინეკოლოგი, - ზუსტად ისევე იმშობიარებთ, როგორც დაორსულდით". "რა საშინელებაა! ავტობუსის უკანა სავარძელზე, თანაც ფანჯარაში გაყოფილი ფეხით?.."