News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

უნდა ითქვას, რომ ტვინზე ზემოქმედების მეთოდებს უკვე იყენებენ, მაგრამ ღრმა სტიმულირების მოსახდენად აუცილებელია ელექტროდების ინვაზიური მეთოდით იმპლანტირება, თანაც ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაცია ტვინის საკმაოდ დიდ უბანზე მოქმედებს. რაც შეეხება ოფთოგენეტიკას (აქ მუშაობს სინათლე), მისი უსაფრთხოება დღემდე არ არის დადასტურებული. კვანტურ წერტილებს (რამდენიმე ნანომეტრი დიამეტრის მქონე სინათლემგრძნობიარე ნახევრადგამტარ ნაწილაკებს) აქვს ყველა შანსი, იქცეს ამ მეთოდების ეფექტურ ალტერნატივად. თავდაპირველად მეცნიერებმა მიიღეს პროსტატის კიბოს უჯრედების ამ წერტილებით შემოგარსული კულტურა. უჯრედოვანი მემბრანები სპეციალურად იყო განთავსებული კვანტური წერტილების გვერდით. შემდეგ ნანონაწილაკებზე სინათლით იმოქმედეს. სინათლის ენერგიამ წერტილები ელექტრონებით გაააქტიურა და გარემომცველი ველი უარყოფითად დაიმუხტა. ამის შედეგად კიბოს უჯრედებში ზოგიერთი იონური არხი გაიხსნა და იონებს უჯრედში თავისუფლად შესვლა-გამოსვლის საშუალება მიეცათ. ნერვულ უჯრედებში ღია არხების არსებობა მნიშვნელოვანია სიგნალების წარმოქმნის თვალსაზრისით, რადგან მათი მეშვეობით უკავშირდებიან უჯრედები ტვინს. ნერვულ უჯრედებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ სტიმულირებულ უჯრედებს უნარი შესწევთ, გახსნან არხები და უჯრედებს სიგნალების გამოცემა აიძულონ. ამ მექანიზმმა ადამიანის ორგანიზმშიც რომ იმუშაოს, საჭირო იქნება კვანტური წერტილების ტვინთან მიტანა და მოლეკულებთან მიმაგრება.

ძილი და ჯანმრთელობა

მოზარდები ხშირად უჩივიან გამოუძინებლობას, მაგრამ ბრიგამ იანგის უნივერსიტეტში ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ სინამდვილეში ახალგაზრდას არ სჭირდება დიდხანს ძილი. პირიქით, ხანგრძლივი ძილი სწავლაში ჩამორჩენას იწვევს. ძილის ხანგრძლივობის ახალი ნორმა 7 საათია. სპეციალისტები ამბობენ, რომ სკოლაში აკადემიური მოსწრების ასამაღლებლად აუცილებელია ძილის განსაზღვრული რეჟიმის დადგენა. კვლევის ხელმძღვანელის ერიკ ეიდის თქმით, ასაკთან ერთად ძილისთვის დახარჯული დრო უნდა შემცირდეს. ათი წლის ბავშვს 9 საათი უნდა ეძინოს, 12 წლისას - რვა საათი: "ჩვენ გამოვიკვლიეთ საშუალო სკოლის 1724 მოსწავლე, შევისწავლეთ მათი ძილის ხანგრძლივობა და აკადემიური მოსწრება. აღმოჩნდა, რომ ბავშვები, რომლებსაც 9 საათი ეძინათ, მათზე უარესად სწავლობდნენ, ვისაც ნაკლები ძილი ჰყოფნიდა". მეორე მხრივ, ჩიკაგოს უნივერსიტეტში ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მათ, ვისაც კვირაზე მეტხანს ღამით 5 საათზე ნაკლები ეძინა, ჰქონდათ ტესტოსტერონის დაბალი დონე. აღსანიშნავია, რომ ტესტოსტერონი არა მარტო ლიბიდოზე, არამედ ენერგიის მაჩვენებელზეც ახდენს გავლენას. კიდევ ერთმა ათწლიანმა გამოკვლევამ, რომელიც ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად იყო მიმართული, დაადგინა, რომ ძილის უკმარისობა (7 საათზე ნაკლები ღამის ძილი) კიბოს განვითარების ალბათობას ზრდის.