/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

News

News
გაგაცნობთ მედიცინის სიახლეებს ალერგიული დაავადებებების შესახებ.

  • ასთმა შესაძლოა მუცლადყოფნის პერიოდშივე განვითარდეს

იმ რაიონებში დაბადებულ ბავშვებს, სადაც აქტიური საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობაა, მუცლადყოფნის პერიოდში განვითარებული გენეტიკური ცვლილებების გამო ასთმის განვითარების დიდი ალბათობა აქვთ. მეცნიერებმა შეისწავლეს ნიუ-იორკში დაბადებულ ახალშობილთა ჭიპლარის სისხლი და მასში აღმოაჩინეს ასთმის ახალი ბიომარკერი - ეპიგენეტიკური ცვლილებები CSL3 გენში, რომლის გაჩენა მკვლევრებმა მშობიარობამდელ პერიოდში პოლიციკლური არომატული ნახშირწყლების ზემოქმედებას დაუკავშირეს. ეს ქიმიური ნივთიერებები საწვავის არასრული წვის პროდუქტებია და კიბოსა და ასთმის განვითარების ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ეპიგენეტიკური ცვლილებები გავლენას ახდენს გენების მუშაობაზე, არღვევს მათ ნორმალურ ფუნქციობას, მაგრამ სტრუქტურულ ცვლილებებსა და გენურ მუტაციებს არ იწვევს. დამტკიცდა, რომ ბავშვების ორგანიზმში ეპიგენეტიკური ხელახალი პროგრამირება გენების გარემოსთან ურთიერთქმედების საფუძველზე წარმოებს და ბავშვის განვითარების საკვანძო პერიოდებში ანთებითი პროცესების პროვოცირებას ახდენს. პედიატრები ამბობენ, რომ ეს აღმოჩენა მათ ბავშვებში ეკოლოგიური ასთმის პროგნოზირების საშუალებას მისცემს.

  • რა იცავს ნაყოფს ასთმისა და ალერგიისგან

თუ ორსული ხმელთაშუა ზღვის დიეტას დაიცავს, ნაყოფს ალერგიისა და ასთმის ნაკლები საფრთხე ელისო, დაასკვნეს ბერძენმა მეცნიერებმა, რომლებიც ჯერ ორსულებს, მერე კი მათ შვილებს შვიდი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ხმელთაშუა ზღვის დიეტა უპირატესად ბოსტნეულის, ხილის, თევზის კერძებს მოიცავს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გამოკვლევაში, რომელიც კრეტის უნივერსიტეტში ჩატარდა, 468-მა ორსულმა მიიღო მონაწილეობა. თითოეულმა მათგანმა შეავსო ანკეტა, რომელშიც შედიოდა კითხვები მათი კვებითი რაციონის შესახებ. მოგვიანებით ასეთივე ანკეტის მეშვეობით შეისწავლეს მათი შვილების რაციონი 6,5 წლამდე. ამასთანავე, ბავშვები ალერგიასა და ასთმაზე გამოიკვლიეს. აღმოჩნდა, რომ იმ ქალების შვილებს, რომლებიც ორსულობისას ხმელთაშუა ზღვის დიეტას იცავდნენ, 80%-ით უფრო იშვიათად ჰქონდათ მსტვენი სუნთქვა და 45%-ით იშვიათად - ალერგიული დაავადებები. დამცავი ეფექტი ყველაზე უკეთ მაშინ ვლინდებოდა, როდესაც ორსული ბოსტნეულს კვირაში რვაჯერ და უფრო ხშირად მიირთმევდა, თევზს - კვირაში სამჯერ და უფრო ხშირად, ხოლო პარკოსნებს - კვირაში ერთხელ მაინც. ამის საპირისპიროდ, წითელი ხორცის კვირაში 3-4 ჯერზე მეტად მიღება ასთმისა და ალერგიის რისკს ზრდიდა.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ხმელთაშუა ზღვის პროდუქტების ასეთი ეფექტი მათში შემავალი ანტიოქსიდანტებისა და სხვა დამცავი ნივთიერებების ბრალია, მაგრამ ამის დასადასტურებლად კვლევის გაგრძელებაა საჭირო.

  • ასთმისა და ალერგიის მკურნალობის ახალი მეთოდი

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

ალერგია რომ ფართოდ არის გავრცელებული, არავინ უარყოფს, მაგრამ გამოკვლევის შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში მოსახლეობის 30%-ს ალერგიის ესა თუ ის ფორმა აქვს, დაახლოებით 5 მლნ კაცი კი ბრონქული ასთმით არის ავად.

ბრიტანელმა ექიმებმა ასთმისა და ალერგიის სამკურნალო პრინციპულად ახალი პრეპარატი შექმნეს. ამჟამად არსებული მედიკამენტების უმეტესობა ხსნის სიმპტომებს - თვალების ქავილს, სურდოს... არსებობს ისეთი საშუალებებიც, რომლებიც თრგუნავს იმუნიტეტს, მაგრამ მათი მიღებისას იზრდება ინფექციებისადმი ორგანიზმის მგრძნობელობა.

ასევე დაგაინტერესებთ
იგრძენი გაზაფხული – იცხოვრე ალერგიის გარეშე
როგორ განვთავისუფლდეთ ცხოველებზე ალერგიისგან

რაც შეეხება ახალ პრეპარატს, ის ალერგიულ რეაქციას გამოვლენამდე შეაჩერებს, თანაც მხოლოდ სიმპტომებზე კი არ მოახდენს გავლენას, არამედ უშუალოდ დაავადების მიზეზზე იმოქმედებს. ახალი პრეპარატი შეიძლება დამზადდეს როგორც ინექციების, ისე კაფსულებისა და ინჰალატორების სახით, რაც მას უფრო იოლად მოსახმარს გახდის.

  • საკეისრო კვეთა და ბრონქული ასთმა

ირლანდიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბავშვები, რომლებიც ქვეყნიერებას საკეისრო კვეთის შედეგად მოევლინნენ, უფრო ხშირად ავადდებიან ასთმით. ბელფასტის ბავშვთა სამეფო საავადმყოფოში ამ საკითხს საგანგებო გამოკვლევა მიეძღვნა. აღმოჩნდა, რომ საკეისრო კვეთა 20%-ით ზრდის ბრონქული ასთმის რისკს.

მეცნიერთა აზრით, ბუნებრივი მშობიარობის დამცავ მოქმედებას განაპირობებს ახალშობილის კონტაქტი იმ ბაქტერიებთან, რომლებიც დედის სამშობიარო გზებში ბინადრობენ. ამასთანავე, ბუნებრივი გზით დაბადება ავარჯიშებს ახალშობილის იმუნურ სისტემას და აძლიერებს მის უნარს, ამოიცნოს და გაანადგუროს პათოგენური მიკრობები.

ამგვარი კონტაქტის არარსებობისას ბავშვს იოლად უვითარდება სენსიბილიზაცია (ზემგრძნობელობა) იმუნური სისტემისთვის უსაფრთხო გამღიზიანებლებზე, მათ შორის - მტვერზე, რაც შემდგომში ალერგიული დაავადებების განვითარებას იწვევს. ამ მონაცემების საფუძველზე ასთმით ავადობის მატება მეცნიერებმა საკეისრო კვეთის გახშირებას დაუკავშირეს - სტატისტიკური მონაცემებით, ბრიტანელი ბავშვები ბრონქული ასთმით დღეს 4-ჯერ ხშირად ავადდებიან, ვიდრე გასული საუკუნის 70-იან წლებში.

  • რას გვიქადის ალერგია?

ამერიკელი და ბრიტანელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იმუნური სისტემის განსაკუთრებულმა აქტივობამ, რომელიც ალერგიულ დაავადებებს იწვევს, შესაძლოა ორგანიზმი თავის ტვინის კიბოსგან დაიცვას. მეცნიერებმა გამოიყენეს რამდენიმე გამოკვლევის შედეგები, რომლებიც ალერგიულ პირებში თავის ტვინის ონკოლოგიური დაავადებების სიხშირეს შეისწავლიდა. აღმოჩნდა, რომ მათ, ვისაც ბრონქული ასთმა, ატოპიური დერმატიტი და პოლინოზი ჰქონდათ, 30-40%-ით უფრო იშვიათად ემართებოდათ გლიომა. გლიომა ტვინის კიბოს ერთ-ერთი ყველაზე საშიში ნაირსახეობაა. დიაგნოზის დასმის შემდეგ 5 წელზე მეტხანს პაციენტების მხოლოდ 3% ცოცხლობს. მეცნიერთა აზრით, ამ ორი დაავადების ურთიერთკავშირს ალერგიულ რეაქციებზე პასუხისმგებელი ნივთიერებების - ციტოკინების აქტივობის მომატება განაპირობებს. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ციტოკინები ამცირებს გლიომის უჯრედების ზრდის სიჩქარეს, რაც საგრძნობლად აქვეითებს ტვინის კიბოს განვითარების ალბათობას.

  • ალერგიის საწინააღმდეგო ვაქცინა

შვეიცარიაში დასრულდა იმ ვაქცინის კლინიკური გამოცდა, რომელიც თავიდან აგვაცილებს ალერგიულ რეაქციებს. აცრა მტვრის ტკიპის, ყვავილის მტვრისა და სხვა ალერგენებისგან იცავს. ვაქცინის გამოცდაში მონაწილეობა მიიღეს ორივე სქესის პირებმა, რომლებსაც მტვრის ტკიპებზე ალერგია ჰქონდათ. ექვსი კვირის განმავლობაში მათ ყოველკვირეულად უკეთებდნენ ექსპერიმენტულ პრეპარატს, დანარჩენებს კი - არააქტიურ ნივთიერებას. პრეპარატის შეყვანამ 100-ჯერ გაზარდა საკვლევი პირების გამძლეობა ალერგენის მიმართ. ეფექტის ხანგრძლივობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის. კვლევები გრძელდება.

ანტიალერგიული ვაქცინა, რომელიც კომპანია Cytos Biotechnology-მ შეიმუშავა, შეიცავს ტუბერკულოზის გამომწვევი მიკროორგანიზმის დნმ-ს ფრაგმენტს, რომელიც ადამიანისთვის საშიში არ არის. ალერგიის საწინააღმდეგო აცრა ერთგვარად გადააპროგრამებს ალერგიით დაავადებულის იმუნურ სისტემას და ხელს უწყობს, უმტკივნეულოდ მოიცილოს ანტიგენი. ამასთანავე, თრგუნავს II ტიპის T-ლიმფოციტების წარმოქმნას, რომლებსაც ალერგიულ რეაქციებთან უშუალო კავშირი აქვთ. გამოცდამ აჩვენა, რომ ანტიალერგიულ ვაქცინას შეუძლია, თავიდან აგვაცილოს ჭინჭრის ციება და ბრონქული ასთმა. უახლოეს მომავალში იგეგმება ცდების სერია, რათა შეფასდეს პრეპარატის ეფექტიანობა კვებითი ალერგენების წინააღმდეგ.

  • საკვებისმიერი ალერგია უფრო იშვიათია, ვიდრე მშობლებს ჰგონიათ

ხშირად პატარა ბავშვების მშობლები კანზე გამონაყარს საკვებისმიერ ალერგიას უკავშირებენ, თუმცა უმეტესად ამის მიზეზი სულ სხვა რამაა. ბრიტანელი მეცნიერები 3 წლამდე ასაკის 900 ბავშვს აკვირდებოდნენ. საკვების მიმართ ზემგრძნობელობა მხოლოდ 5%-ს დაუდასტურდა, თუმცა მშობლების მესამედს ეგონა, რომ მათ შვილს სწორედ ამა თუ იმ საკვების მიმართ ჰქონდა ალერგია. გამოკვლევამ აჩვენა, რომ ალერგიული რეაქციები ყველაზე ხშირად ისეთ პროდუქტებზე ვითარდება, როგორებიცაა არაქისი, კვერცხი, ხორბალი და რძე. მიუხედავად ამისა, რძის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე ბავშვების 80% სამი წლიდან ამ პრობლემის დაძლევას ახერხებს.

იგივე შეიძლება ითქვას კვერცხის მიმართ ზეგრძნობელობაზეც. თუმცა, მკვლევრების თქმით, მშობლები გადაჭარბებულად აფასებენ ამა თუ იმ საკვების მიმართ შვილების მგრძნობელობას. გამოკვლევის ხელმძღვანელი, პორტსმუტის უნივერსიტეტის თანამშრომელი ტარა დინი ამბობს, რომ გამონაყარს, სურდოს, დიარეას და სხვა სიმპტომებს, რომლებიც მშობლებს საკვებისმიერი ალერგიის გამოხატულებად მიაჩნიათ, ხშირად ამ ტიპის ალერგიასთან არავითარი კავშირი არ აქვს. "არსებობს უამრავი საბუთი, რომ ბოლო ხანს ალერგია გახშირდა, თუმცა არც ერთი გამოკვლევა არ ადასტურებს, რომ ეს ტენდენცია საკვებისმიერ ალერგიასაც ეხება", - განაცხადა ტარა დინმა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები