News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

დაგვეხმარებაბრისტოლის უნივერსიტეტში მომუშავე ექიმთა ჯგუფი უახლოეს მომავალში უჯრედული ტექნოლოგიების რევოლუციური გამოცდის ჩატარებას აპირებს. მათ იმედი აქვთ, რომ ძვლის ტვინიდან მიღებული ღეროვანი უჯრედების მეშვეობით გაფანტული სკლეროზის განვითარების შეჩერებას ან მის უკუგანვითარებას მოახერხებენ. მეთოდი 80 კაცისგან შემდგარ ჯგუფზე გამოიცდება. საცდელი კვლევა 6 მოხალისეზე უკვე ჩატარდა - შედეგები საინტერესოდ მიიჩნიეს, თუმცა პაციენტების მდგომარეობა შესამჩნევად არ გაუმჯობესებულა. ახალი ტექნოლოგია გულისხმობს პაციენტის ძვლის ტვინის აღებას, მისი ღეროვანი უჯრედების ფილტრაციას და იმავე დღეს შეყვანას პაციენტის ორგანიზმში. მეთოდის ავტორებს იმედი აქვთ, რომ ღეროვანი უჯრედები შესაძლებელს გახდის ნერვული უჯრედების დაზიანებული მიელინის გარსის აღდგენას. ევროპის მრავალმა კლინიკამ უკვე აიტაცა ეს ინიციატივა და საბოლოო დასკვნის მიღებამდე შესთავაზა იგი პოტენციურ პაციენტებს, თუმცა საბოლოო სიტყვა მაინც კლინიკურ გამოცდას ეკუთვნის, რომელიც თებერვალში დაიწყება.

საახალწლო ნაძვის ხე ჯანმრთელობას საფრთხეს უქადის

აფსთეითის სამედიცინო უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ნაძვის ხემ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა დარღვევა, ცემინებითა და ხველით დაწყებული, უძილობითა და ქრონიკული დაღლილობით დამთავრებული. მათი თქმით, `ნაძვის ხის სინდრომს~ იწვევს სოკო, რომელიც ამ ხეზე იზრდება. სოკოს სპორები იოლად აღწევს ორგანიზმში და პრობლემათა მთელ წყებას უდებს სათავეს, ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ რესპირატორული დაავადებები სწორედ ახალი წლის დღეებში და მის შემდგომ პერიოდში ხშირდება. ექსპერტებმა შეისწავლეს სხვადასხვა ტიპის 28 ნაძვის ხის ნიმუშები - ქერქი, წიწვები და სხვა. სოკო 53 ნიმუშში აღმოაჩინეს, ამათგან 70%-მა კი ისეთი სიმპტომების პროვოცირება მოახდინა, როგორებიცაა ქავილი, ცრემლდენა, ხველა, ქოშინი, გულმკერდის ტკივილი, ცხვირის გაჭედვა, ქრონიკული დაქანცულობა და უძილობა. მეტიც - ზოგიერთი სახეობის სოკოს ბრონქიტისა და პნევმონიის გამოწვევის უნარიც კი აღმოაჩნდა. ექსპერტები გვირჩევენ, უარი ვთქვათ ბუნებრივ ნაძვის ხეზე და საახალწლოდ ხელოვნური მოვრთოთ.

ულტრაიისფერი სხივები - ჩუტყვავილას საუკეთესო წამალი

სენტ ჯორჯის უნივერსიტეტის ვირუსოლოგი, დოქტორი ფილ რაისი, გვარწმუნებს, რომ ულტრაიისფერ სხივებს უნარი შესწევთ, ჩუტყვავილას გავრცელება შეაჩერონ. მან შეამჩნია, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ულტრაიისფერი სხივების კონცენტრაცია მაღალია, ჩუტყვავილა ნაკლებად არის გავრცელებული. ცნობილია, რომ ულტრაიისფერი სხივები ვირუსის ინაქტივირებას ახდენენ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მათი ეს თვისება ჩუტყვავილას გამომწვევი ვირუსის მიმართაც ეფექტურია. საქმე ის არის, რომ ვირუსი, ვიდრე სხვა პირს გადაეცემა, შესაძლოა ერთხანს კანზე ცხოვრობდეს. ამითვე აიხსნება ჩუტყვავილას ეპიდემიის აფეთქებაც ზამთარში და გაზაფხულზე. რაისის თეორიაში ვირუსის ორი ტიპია ნახსენები. პირველი ვრცელდება ტროპიკულ ქვეყნებში, როდესაც მცირდება ულტრაიისფერი გამოსხივების აქტიურობა, მეორე კი უგრძნობია ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ. ასეა თუ ისე, ექსპერტები მეცნიერებს სთავაზობენ, ულტრაიისფერი გამოსხივება ამ კუთხითაც შეისწავლონ.