შეგიძლიათ თუ არა მოლაპარაკებების წარმოება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შეგიძლიათ თუ არა მოლაპარაკებების წარმოება

თითოეულ შეფასებას თავისი კონკრეტული მნიშვნელობა აქვს: 1 ქულა - არა, ასე არ არის; 2 ქულა - არა, როგორც წესი, ასე არ არის; 3 ქულა - განუსაზღვრელი შეფასებისთვის; 4 ქულა - დიახ, როგორც წესი, ასეა; 5 ქულა - დიახ, ასეა.კითხვები:

1. ჩემდამი დაქვემდებარებულ პირებს იმ შემთხვევაშიც კი ვაძლევ დავალებებს, როდესაც ვიცი, რომ შესაძლოა ამ დავალებათა შეუსრულებლობის გამო საყვედური თავადაც მივიღო.

2. მე ყოველთვის უამრავი იდეა და გეგმა მაქვს.

3. მე ყოველთვის ვუსმენ სხვათა შენიშვნებს.

4. მსჯელობისას უმეტესად ვახერხებ ლოგიკურად სწორი არგუმენტების მოშველიებას.

5. თანამშრომლებს განვაწყობ იმისთვის, რომ საკუთარი პრობლემები დამოუკიდებლად გადაჭრან.

6. როდესაც მაკრიტიკებენ, მიუხედავად ყველაფრისა, თავს ვიცავ.

7. როდესაც ადამიანები თავიანთ დასკვნებს გამოთქვამენ, მე ყოველთვის ყურადღებით ვუსმენ მათ.

8. ღონისძიებას ყოველთვის წინასწარ ვგეგმავ.

9. საკუთარ შეცდომებს უმეტესად ვაღიარებ.

10. სხვების წინადადებებს მე ალტერნატივას ვაგებებ.

11. ვიცავ მათ, ვისაც სირთულეები აქვს.

12. საკუთარ აზრს მაქსიმალურად დამაჯერებლად გამოვხატავ.

13. ჩემი ენთუზიაზმი გადამდებია.

14. მე ვითვალისწინებ სხვათა მოსაზრებებს და ვცდილობ, ავსახო ისინი ჩემი გადაწყვეტილებების პროექტში.

15. ჩვეულებრივ, მტკიცედ ვიცავ ჩემს აზრს.

16. მოთმინებით ვისმენ აგრესიულად გამოთქმულ კონტრარგუმენტებსაც კი.

17. ნათლად გამოვხატავ ჩემს აზრს.

18. როცა რამე არ ვიცი, ამას ვაღიარებ.

19. ენერგიულად ვიცავ საკუთარ შეხედულებებს.

20. ვცდილობ სხვათა იდეები ისე განვავითარო, თითქოს ისინი ჩემი იყოს.

21. ვცდილობ, წინასწარ გავთვალო, როგორ შეხვდებიან ჩემს ამა თუ იმ მოსაზრებას და ვეძებ დამაჯერებელ არგუმენტებს.

22. ბევრს ვეხმარები რჩევით იმის თაობაზე, როგორ დაგეგმონ საკუთარი შრომა.

23. საკუთარი პროექტებითა და გეგმებით გატაცებულს, ჩვეულებრივ, სხვების გეგმები არ მაინტერესებს.

24. მე იმათაც ვუსმენ, ვისაც ჩემგან განსხავებული აზრი აქვს.

25. თუ ვინმე ჩემს პროექტს არ დაეთანხმა, სხვა გზების ძიებას ვიწყებ.

26. ყველა საშუალებას ვიყენებ იმისთვის, რომ ადამიანი ვაიძულო დამეთანხმოს.

27. გულღიად ვლაპარაკობ საკუთარ იმედებზე, საფრთხეებსა და პირად სირთულეებზე.

28. ყოველთვის ვპოულობ შესაძლებლობას საკუთარი პროექტების მხარდაჭერის ორგანიზებისთვის.

29. მე მესმის სხვისი გრძნობების.

30. უფრო საკუთარი აზრის გამოხატვას ვცდილობ, ვიდრე სხვების მოსმენას.

31. თავდაცვამდე ყურადღებით ვისმენ კრიტიკას.

32. საკუთარი აზრები სისტემაში მომყავს.

33. სხვებსაც ვაძლევ საშუალებას, გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები.

34. სხვების მსჯელობაში ყურადღებას წინააღმდეგობებზე ვამახვილებ.

35. ზოგჯერ აზრს ვიცვლი, რათა სხვებს დავანახვო, რომ ყურადღებას ვაქცევ მათ ნააზრევს.

36. როგორც წესი, საუბარში არ ვეჩრები.

37. თავს არ ვიკატუნებ, რომ დარწმუნებული ვარ საკუთარ მოსაზრებაში, როდესაც ეს ასე არ არის.

38. დიდ ენერგიას ვხარჯავ, რათა სხვები დავარწმუნო, რომ ასე უნდა მოიქცნენ და არა სხვაგვარად.

39. ვსაუბრობ ემოციურად, რათა ადამიანებს მუშაობის სურვილი გავუღვიძო.

40. იქით მივისწრაფი, რომ შედეგების შეჯამებისას ისინიც კი გააქტიურდნენ, ვინც იშვიათად ითხოვს სიტყვას.

ქულების დაჯამებისას იხელმძღვანელეთ შემდეგი წესით

1, 3, 5, 7, 9, 11, 14, 16, 18, 20, 22, 24, 27, 29, 31, 33, 35, 36, 37, 40 კითხვებისთვის მინიჭებული ქულები დააჯამეთ და აღნიშნეთ A სიმბოლოთი (ჯამი 20-დან 100-მდე მერყეობს). 2, 4, 6, 8, 10, 12, 13, 15, 17, 19, 21, 23, 25, 26, 28, 30, 32, 34, 38, 39 კითხვებისთვის მინიჭებული ქულები დააჯამეთ და B სიმბოლოთი აღნიშნეთ (ჯამი 20-დან 100-მდე მერყეობს). ტესტის შედეგები გიკარნახებთ, დიპლომატიურია თუ ავტორიტარული თქვენი ქცევა თათბირებსა და კრებებზე. თუ A არანაკლებ 10 ქულით აღემატება B-ს, თქვენ კარგი დიპლომატი ხართ. თუ B 10 ქულით მაინც აღემატება A-ს, თქვენ დისკუსიები ავტორიტარულად და უცერემონიოდ მიგყავთ. თუ ორივე ჯამი 10-ზე ნაკლები ქულით განსხვავდება, თქვენი ქცევა ერთგვაროვან შეფასებას არ იმსახურებს. ის, გარემოებების კვალობაზე, შეიძლება იყოს როგორც დადებითი (პოზიტიური), ასევე უარყოფითი (ნეგატიური).