News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

ზოგიერთ მათგანს ჭიპლარი დაბადებიდან სამი წუთის შემდეგ გადაუჭრეს, ზოგიერთს კი 10 წამის შემდეგ. 4 თვის შემდეგ მეორე ჯგუფის ბავშვებს სისხლში რკინის დონე ბევრად უფრო მაღალი ჰქონდათ, ანემიაც მათ შორის გაცილებით იშვიათი იყო. ბოლო დრომდე მიაჩნდათ, რომ ჭიპლარის ნაგვიანევი გადაჭრა სიყვითლეს უწევდა პროვოცირებას, მაგრამ მეცნიერებმა ამის დამამტკიცებელი საბუთი ვერ მოიპოვეს. სამაგიეროდ, უდავოა, რომ ჩვილი ამ შემთხვევაში პლაცენტიდან უფრო მეტ სისხლსა და სასარგებლო ნივთიერებებს იღებს.

შაქრის დონეს ცრემლით განსაზღვრავენ

შესაძლოა, სულ მალე დიაბეტიანებს აღარ მოუხდეთ დღეში რამდენჯერმე სისხლის აღება შაქრის დონის განსაზღვრისთვის - მეცნიერებმა მიაგნეს მეთოდს, რომელიც საანალიზოდ ცრემლს იყენებს. ეს ძალზე მოხერხებულია, რადგან დიაბეტიანებს ზოგჯერ დღეში 2-დან 10-მდე ტესტის ჩატარება უწევთ. მიჩიგანის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა შექმნეს სპეციალური სენსორი, რომელიც სისხლში შაქრის კონცენტრაციას ცრემლის მეშვეობით განსაზღვრავს. მეთოდიკა სრულიად უმტკივნეულოა და მაღალი სიზუსტით გამოირჩევა. იგი წარმატებით გამოსცადეს ექსპერიმენტულ ცხოველებზე. თითიდან სისხლის აღება კი მტკივნეული პროცედურაა, მეტიც - დროთა განმავლობაში შესაძლოა თითის მგრძნობელობამ მოიმატოს. არსებობს ინფექციის რისკიც. ამის გამო ბევრი, განსაკუთრებით - ბავშვები, შაქრის დონეს რეგულარულად არ იზომავს, რაც მათი ჯანმრთელობისთვის ძალზე სახიფათოა.

დედის რძე - ღეროვანი უჯრედების უნივერსალური წყარო

ავსტრალიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დედის რძე დიდი რაოდენობით შეიცავს ღეროვან უჯრედებს. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ეს აღმოჩენა გადატრიალებას მოახდენს თანამედროვე მედიცინაში და შეცვლის დამოკიდებულებას ემბრიონული ღეროვანი უჯრედების მიმართ. ღეროვანი უჯრედები დედის რძეში პირველად ავსტრიელმა მეცნიერმა პიტერ ჰარტმანმა აღმოაჩინა 2008 წელს. მან შეძლო, ღეროვანი უჯრედები ლაბორატორიაში გამოეზარდა და სამი სახის ემბრიონულ უჯრედებად - ენტოდერმად, მეზოდერმად და ექტოდერმად ექცია. დაადგინეს, რომ ამ უჯრედებს ძვლის, სახსრის, ცხიმის, კუჭქვეშა ჯირკვლის, ღვიძლის უჯრედებად და ნეირონებად გადაქცევა შეუძლიათ. მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ დედის რძეში არსებული უჯრედების დაახლოებით 2% ღეროვანია; მათი რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენი ხანი სჭირდება რძის გამომუშავებას და რა ზომის მკერდი აქვს ქალს. სამეცნიერო წრეებში ყველა არ ეთანხმება ამ მოსაზრებას. მაგალითად, ლონდონის ნაციონალური კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელს რობინ ლოველ-ბეჯს რძეში ემბრიონული უჯრედების არსებობა საეჭვოდ მიაჩნია. ამჟამად მკვლევრები აპირებენ, რძიდან გამოყოფილი უჯრედები თაგვებზე გამოსცადონ, რათა შეამოწმონ მათი უსაფრთხოება კიბოს პროვოცირების თვალსაზრისით. გარდა ამისა, უნდა გაირკვეს ისიც, როგორ იქცევიან ეს უჯრედები ჩვილების ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ.

იაპონელმა მეცნიერებმა აუტიზმის დამარცხების გზა აღმოაჩინეს

აუტიზმით დაავადებული 2000-მდე ბავშვის თმის ნიმუშების ანალიზის საფუძველზე იაპონელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თუთიის შემცველი საკვები დანამატები აუტიზმის განვითარების ალბათობას ამცირებს. თმის ნიმუშები ბავშვებს დაბადებიდან სამ წლამდე აუღეს. ასიდან ორმოცდაათს თუთიის დეფიციტი დაუდასტურდა. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ თუთიის დეფიციტის აღმოფხვრაზე ორიენტირებული ეროვნული პროგრამის შემუშავებას შეუძლია დაამარცხოს აუტიზმი. უნდა ითქვას, რომ გამოკვლევამ მრავალი ექსპერტები აღაშფოთა, ვინაიდან მკვლევრებს აუტიზმით დაავადებული ბავშვების თმაში აღმოჩენილი თუთიის კონცენტრაცია არ შეუდარებიათ ჯანმრთელი ბავშვების ანალოგიური მაჩვენებლისთვის. უფრო მეტიც - ცნობილია, რომ აუტიზმით დაავადებული მრავალი ბავშვი მიირთმევს მხოლოდ განსაზღვრული სახის პროდუქტებს და აქვს საკვებად გამოუსადეგარი საგნების ღეჭვის ჩვევა. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ამას შეეძლო, გავლენა მოეხდინა კვლევის შედეგებზე.