News
სამხრეთ ამერიკის რადიოლოგიის საზოგადოებისა და ნიუ-იორკის ბავშვთა საავადმყოფოს პედიატრებმა ბავშვთა ასაკში სხეულის მასის ინდექსის ზრდასა და ხერხემლის ანომალიის განვითარებას შორის პირდაპირი კავშირი დაადგინეს. ჩაუტარდა გამოკვლევა 12-დან 20 წლამდე ასაკის 188 მოზარდს, რომლებიც ზურგის ტკივილს უჩიოდნენ (არატრავმული ხასიათის) და ამის გამო 4 წლის განმავლობაში ექიმის დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდნენ. პაციენტთა 52%-ს ხერხემლის ქვედა ან წელის ნაწილში ცვლილებები აღენიშნა.
დაზიანებათა უმეტესობა ხერხემლის მალათა შორის დისკებში იყო ლოკალიზებული. დისკების დაზიანების შედეგად ვითარდება ნერვზე ზეწოლა, რაც ტკივილსა და სისუსტეს იწვევს. როგორც წესი, ბავშვებში ზურგის ტკივილი კუნთების სპაზმთან ან დაჭიმვასთან არის დაკავშირებული. მაგრამ ამერიკელმა მედიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ ბავშვთა ასაკში ჭარბი წონა ხერხემალში პრობლემების განვითარების მნიშვნელოვანი რისკფაქტორია.
მოზარდი პაციენტების უმეტესობას სხეულის მასის ნორმაზე მაღალი ინდექსი აღმოაჩნდა, თანაც რაც უფრო მაღალი იყო ეს მაჩვენებელი, მით მეტი იყო ხერხემლის ანომალიის რისკი. ასე რომ, კვლევის შედეგები ნათლად მეტყველებს წონასა და მალათაშუა დისკების დაზიანებას შორის მჭიდრო კავშირზე.
რა სარგებლობა მოაქვს თხილამურებით სირბილს
თხილამურებით სირბილი უნიკალურია თავისი გამაჯანსაღებელი ხასიათით. ამ დროს ჩართულია ჩვენი სხეულის ყველა ჯგუფის მსხვილი კუნთები. ასეთი მოძრაობა და გარემოს დაბალი ტემპერატურა ძალიან დიდ ენერგოდანახარჯებს მოითხოვს, იტვირთება აგრეთვე ხერხემალი.
ხერხემალი მოქმედებს განსაკუთრებულ სასარგებლო პირობებში: ბუნებრივ სამუშაო პოზიციასა და ბიოლოგიურ რიტმში. ჩვეულებრივი სირბილის დროს გარბენის ფაზის შემდეგ ბიძგებისა და რყევების აცილება შეუძლებელია. ამისგან განსხვავებით, თხილამურებით სირბილისას ორგანიზმზე ეს ზემოქმედება მთლიანად თავიდან აცილებულია. ამიტომ მიწაზე დახტომაც არ ხდება და მოძრაობის თითოეულ ციკლში ხერხემალი თანაბარზომიერად მოძრაობს.
ნიჩბოსნობა და ხერხემალი
ჩვეულებრივ, ნავით ნიჩბოსნობა საუკეთესო გამაჯანსაღებელი საშუალებაა. ცნობილია, რომ სამოყვარულო ნიჩბოსნობის დროს ყველაზე მეტად ხელები და მხრის სარტყელია დატვირთული. სპორტის ეს სახეობა გამაჯანსაღებელი თვალსაზრისით გაცილებით უფრო სასიამოვნოა, ვიდრე კაიაკით ცურვა, რადგან ამ დროს ზურგის კუნთები და მუცლის პრესი უფრო მეტად სტატიკურ სამუშაოს ასრულებს და გარკვეულ პოზიციაში აფიქსირებს სხეულს.
სამოყვარულო ნიჩბოსნობის დროს კი სხეულის გაშლილი და რიტმული მოძრაობების დროს მონაცვლეობით ხდება ზურგის კუნთების შეკუმშვა და გაჭიმვა. ყველაზე მეტად დატვირთული კი ხერხემალი ინტენსიური ნიჩბოსნობის დროს არის. იმისათვის, რომ ხერხემლის უკანა ზედაპირზე განლაგებული იოგები მეტად არ დაიტვირთოს, ნიჩბების მოსმის დროს სხეული არ მოხაროთ, ზურგი მუდმივად გასწორებული უნდა იყოს.
იმისათვის, რომ ხერხემალი ძალიან არ გადაიტვირთოს, სხეული მხოლოდ მენჯ-ბარძაყის სასხრებში მოხრის ხარჯზე უნდა დატვირთოთ. სხვა, შედარებით წვრილი კუნთების ზომიერი დაძაბვა ხერხემლის გასწორებას უზრუნველყოფს.
დატვირთვა თანდათანობით უნდა გაზარდოთ
რა კავშირია კომპიუტერსა და ოსტეოქონდროზს შორის
კომპიუტერთან მუშაობისას ხანგრძლივად ზიხართ იმ მდგომარეობაში, რომელსაც თქვენი სამუშაო ადგილი გკარნახობთ. ხანგრძლივად ერთ პოზაში ჯდომა კი კუნთების ერთსა და იმავე ჯგუფს მუდმივად ტვირთავს. კუნთების გადატვირთვა იწვევს ტკივილს, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ უმოქმედობა გაცილებით უფრო დამღუპველად მოქმედებს თქვენს ორგანიზმზე და იწვევს კუნთების დეგრადაციას, ხერხემლის გამრუდებას და მალთაშორის დისკებში დარღვევებს.
მოიწყვეთ სამუშაო ადგილი
ხერხემლის პრობლემების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, თქვენი სამუშაო ადგილი მოიწყოთ. ყველაფერი ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ დიდხანს არ მოგიწიოთ მოხრილ მდგომარეობაში ყოფნა და გაითვალისწინეთ მთავარი - რაც შეიძლება ხშირად ადექით მაგიდიდან და სხვადასხვაგვარი მოძრაობა გააკეთეთ.
ცურავთ?
ადამიანი, რომელიც წყალში იძირება, იმდენს იწონის, რამდენსაც მისი სხეულის მიერ გამოდევნილი წყალი. კვლევებმა აჩვენა, რომ საშუალო გაბარიტების ადამიანი წყალში 2-3 კგ-ს იწონის. ამაზეა დამყარებული ცურვის ერთ-ერთი სამკურნალო თვისება. ბავშვები, რომლებიც რეგულარულად ცურავენ, უფრო სწრაფად იზრდებიან. ცურვა რეკომენდებულია ხერხემლის სხვადასხვაგვარი გამრუდებისა და ტანადობის დეფექტების დროს, როგორც სამკურნალო საშუალება. ნებისმიერი სტილით ცურვისას ხერხემლის ყველა სახსარი სხვადასხვა სიბრტყეში მაღალი ამპლიტუდით მოძრაობს და მთლიანად იყენებს თავის შესაძლებლობებს. წყალში ჩაძირული ადამიანი თითქმის არ ხარჯავს ძალებს პოზის შენარჩუნებაზე. მოცურავე დაწოლილი მუშაობს. ცურვის სწორი ტექნიკა საშუალებას იძლევა თანაბრად დაიტვირთოს ხერხემლის კუნთები.
"ჰიდროუწონობა" განტვირთავს ხერხემალს, მალთაშორისი დისკები სწორდება და ისვენებს. იქმნება არაჩვეულებრივი პირობები ნივთიერებათა ცვლის გაძლიერებისთვის. ადამიანი თითქოს თვალსა და ხელშუა იზრდება. გაზომეთ სიმაღლე მანამდე, სანამ აუზში ჩაყვინთავთ და 45-წუთიანი ცურვის შემდეგ ზედმეტი სანტიმეტრით დასაჩუქრდებით, შესაძლოა მეტითაც.
ციგურები და ჯანმრთელობა
ციგურებით სრიალი განუმეორებელი ფრენის შეგრძნებით - არაჩვეულებრივი სავარჯიშო და გამაჯანსაღებელი საშუალებაა. ხერხემლის ყველა ნაწილი, მათ შორის კისრის ნაწილიც კი განსაკუთრებულ დატვირთვას მხოლოდ საშუალო და განსაკუთრებით დაბალი დაშვებისას ღებულობს. სწორი დაშვება და თავისუფალი სუნთქვა ზურგის კუნთების მაქსიმალურ მოდუნებას მოითხოვს. ამასთან, ძირითადი დატვირთვა ხერხემლის წელის ნაწილზე მოდის.
ყინულზე გამოსვლის წინ და სრიალის შემდეგ რეკომენდებულია ვარჯიშების კომპლექსში ჩართოთ დახრის, გაჭიმვისა და სხეულის მოტრიალების ვარჯიშები. ასეთი ვარჯიშები შეიძლება შეასრულოთ ყინულზეც. ამ შემთხვევაში დარწმუნებული იყავით - წელი არასდროს შეგახსენებთ თავს.
ოსტეოქონდროზის გავრცელების შესახებ
ჩვენს მექანიზირებულ საუკუნეში ადამიანი არასასურველ, ზოგჯერ კი სარისკო პირობებში ხვდება. ჯანმრთელობის შენარჩუნება რეგულარული ფიზიკური დატვირთვის გარეშე შეუძლებელია. სხეულის ნებისმიერი მოძრაობა პირველ რიგში ხერხემლის და სახსრების მოძრაობაა. მიზანმიმართული გამაჯანსაღებელი ზემოქმედება გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქ, ნერვულ სისტემებზე შესაძლებელია კუნთების და სახსრების მუშაობისას. სირბილი, თხილამურებით სრიალი, ცურვა, ტანვარჯიში შესაძლებელია იმდენად, რამდენადაც საშუალებას გვაძლევს ჩვენი სახსრები და ხერხემალი.
სხვადასხვა სპეციალობის ექიმთა განსაკუთრებული ყურადღება ხერხემლის ოსტეოქონდროზისადმი ამ დაავადების გავრცელებით არის გამოწვეული. ცნობილია, რომ მსოფლიოში ყოველი მეხუთე 30 წელს გადაცილებული ადამიანი დისკოგენური რადიკულიტით არის დაავადებული, რაც ოსტეოქონდროზის ერთ-ერთი სინდრომია. შრომისუნარიანობის დროებით დაკარგვასა და ინვალიდობასთან ერთად ეს დაავადება ძველებურად ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. ყოველწლიურად ამ პრობლემას უამრავი სიმპოზიუმი და კონფერენცია ეძღვნება.
რუსეთის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ცენტალური ინსტიტუტის მონაცემებით, მოსკოვში ყოველ 1000 მოზრდილი ადამიანიდან 122 ხერხემლის დაავადებით იტანჯება, ამასთან, ყოველ მეხუთეს ერთდროულად რამდენიმე დაავადება აქვს: ოსტეოქონდროზი და ერთი ან რამდენიმე სახსრის მადეფორმირებელი ართროზი.
დიდი ძალისხმევის გამოჩენითა და ასევე სურვილის შემთხვევაში ადამიანს შეუძლია აღიდგინოს ჯანმრთელობა, მაშინაც კი, როდესაც იგი მნიშვნელოვნადაა დარღვეული. საშიშ სიგნალებს მაშინ ვღებულობთ, როდესაც მტკივნეული ცვლილებები უკვე ძლიერად არის გამოხატული. მათი შეჩერება შედარებით ადრეულ ეტაპზე უმჯობესია, თუმცა ამ პროცესშიც არის შესაძლებელი.
ფუნქციის არასრული აღდგენა ხერხემლის გამაჯანსაღებელი ვარჯიშის წუნია. ამიტომაა საჭირო დაავადების პროფილაქტიკა და ხერხემლის ფუნქციის შეზღუდვა, ანუ ფიზიკური ვარჯიშები, მოძრაობა.
XVIII საუკუნის ცნობილი ფრანგი ექიმის ტუსოს თქმისა არ იყოს, "მოძრაობამ შეიძლება ნებისმიერი წამალი შეცვალოს".