რატომ სუქდებიან თანამედროვე ბავშვები
მარტივია - მიღებული ენერგიის მოცულობა დახარჯულზე მეტია, რაც დაკავშირებულია თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესთან, როდესაც მას მოძრაობისა და ფიზიკური შრომის ნაკლები მოტივაცია აქვს.
გარდა ამისა, რაციონში უფრო მეტი მაღალკალორიული, დაბალი კვებითი ღირებულების პროდუქტია. ამგვარი საკვები უფრო ნაკლები ღირს, მეტად ხელმისაწვდომია და შაქრისა და ცხიმის გარდა მათში არანაირი სასარგებლო ნივთიერება არ არის. ამგვარ პროდუქტებს მიეკუთვნება ჩიპსები, სხვადასხვა სნეკები, ფასტფუდი და ტკბილი სასმელები. ტკბილი სასმელებისა და ფრუქტოზის ჭარბი მოხმარება სიმსუქნის განვითარების ერთ-ერთი მიზეზია.
გასათვალისწინებელია მემკვიდრეობითი ფაქტორიც. ერთ-ერთი მშობლის ჭარბი წონა ბავშვის სიმსუქნის რისკს 50%-ით ზრდის, ორივე მშობლის პირობებში - 80%-ით. თუმცა სწორი კვება და ფიზიკური აქტივობა მემკვიდრეობითი რისკის ფაქტორის კუპირების შესაძლებლობს იძლევა. ჭარბი წონის მქონე მოზარდების 50% აღენიშნება კვებითი ქცევის დარღვევა. სერიოზულ შემთხვევებში მათი მკურნალობისას ფსიქოთერაპევტის დახმარება ხდება საჭირო, რადგან ზოგჯერ გადაჭარბებული ჭამა დეპრესიის სიგნალია.
ჰიპოდინამია იწვევს კუნთოვანი მასის დაქვეითებას. სწორედ კუნთების საშუალებით ხარჯავს ორგანიზმი კალორიებს ყოველდღიური საქმიანობის შესრულების დროსაც კი.
ნორმალური წონის შესანარჩუნებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანია ძილი. დაბალი კლასის მოზარდებმა მინიმუმ 9 საათი უნდა იძინონ, ხოლო უფროსებმა არა ნაკლებ 8 საათისა. მყარი ეფექტის მისაღებად, ყველა აღნიშნული რეკომენდაცია მთელმა ოჯახმა უნდა დაიცვას.
ლალი ჩხიკვაძე