მედიცინის სიახლეები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რაც უფრო დიდი კუნთოვანი მასა აქვს ადამიანს, მით უფრო ნაკლებად ემუქრება დიაბეტი, რამდენიმე ხნის წინ ჩატარებული გამოკვლევების თანახმად კი მეტისმეტად მცირე კუნთოვანი მასა დიაბეტი ტიპი 2-ის წინამორბედი მდგომარეობის - ინსულინრეზისტენტობის - რისკფაქტორია.

გამოკვლევის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მათ გვერდი აუარეს სტანდარტულ მიდგომას - წონის დაკლებას მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად - და ყურადღება კუნთების გაზრდაზე გადაიტანეს. მეცნიერებმა შეისწავლეს 20 წელს გადაცილებული 14 ათასამდე ადამიანის მონაცემები, რათა დაედგინათ კუნთოვანი მასის კავშირი ინსულინრეზისტენტობასა და სისხლში შაქრის მეტაბოლიზმთან დაკავშირებულ გადახრებთან. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო მეტი იყო კუნთოვანი მასა, მით უფრო ნაკლები იყო ინსულინისადმი რეზისტენტობა.

ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია და დემენცია

დასრულდა იმ გამოკვლევების მონაცემთა მეტაანალიზი, რომლებიც თავის დროზე ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპიის დემენციაზე გავლენის შესასწავლად ჩატარდა. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ესტროგენები, განურჩევლად ასაკისა, კოგნიტურ ფუნქციაზე დადებით ეფექტს ახდენს. ასეთი გავლენა დაუდასტურდათ ადრეული მენოპაუზის სტადიაში მყოფ ქალებსა და დემენციის მქონე იმ ქალებს, რომლებსაც მენოპაუზა 15 წელზე მეტი ხნის წინ დაეწყოთ. ამასთან, ეფექტი ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა ქალებში, რომლებიც იტარებდნენ ჩანაცვლებით ჰორმონოთერაპიას ესტრადიოლებით, რადგან მენოპაუზა საშვილოსნოსა და საკვერცხეებზე ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის შედეგად განუვითარდათ. მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ კოგნიტური ფუნქციის შემანარჩუნებელი გრძელვადიანი თერაპია ესტროგენებით ქირურგიული მენოპაუზის დროს არ ენიშნებათ ხანდაზმულ ქალებს, ამიტომ გამოკვლევის ავტორები შეთანხმდნენ, რომ უფრო ზუსტად უნდა განისაზღვროს ესტროგენოთერაპიის ხანგრძლივობა იმ ქალებში, რომელთაც ახალი დაწყებული აქვთ ქირურგიული გენეზის მენოპაუზა.

ტუბერკულოზის წამალგამძლე ფორმების საწინააღმდეგო გეგმა

ევროპის 53 ქვეყანაში წამალგამძლე ანუ რეზისტენტული ტუბერკულოზის პრობლემის მოსაგვარებლად სპეციალური გეგმა შეიმუშავეს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) ამ პრობლემას საგანგაშოს უწოდებს. ინფიცირების ყველაზე მაღალი დონე აღმოსავლეთ ევროპაში აღინიშნება. დიდ ბრიტანეთში ტუბერკულოზის შემთხვევები დიდ ქალაქებშია კონცენტრირებული, ხოლო ლონდონში ავადობის მაჩვენებელი დასავლეთ ევროპის დედაქალაქებიდან ყველაზე მაღალია - აქ ყოველწლიურად დაავადების 3500 შემთხვევა აღირიცხება.

2009 წელს დიდ ბრიტანეთში რეზისტენტული ტუბერკულოზის 58 შემთხვევა აღირიცხა. ჯანმოს მონაცემებით, ევროპაში ყოველწლიურად წამალგამძლე ტუბერკულოზის 81 000 შემთხვევა ვლინდება, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მრავალ ქვეყანაში ამ დაავადების დიაგნოსტირება ვერ ხერხდება, რაც ექსპერტებს აფიქრებინებს, რომ სინამდვილეში მაჩვენებელი გაცილებით მაღალია. გეგმის მიზანია, გაზარდოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობა.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ არსებობს პოტენციალი, რომელიც 2015 წლისთვის ტუბერკულოზით დაავადებული 120 000 ადამიანის ეფექტურ მკურნალობაზე გაწეული ხარჯების რამდენიმე მილიონი გირვანქით შემცირების საშუალებას იძლევა. ექსპერტის, დოქტორ იბრაჰიმ აბუბაქარის თქმით, მართალია, დაავადების შემთხვევათა რიცხვი მთლიანობაში მცირეა, მაგრამ უკანასკნელ ათწლეულში შეიმჩნევა მატების ტენდენცია. ინფიცირებული სხვებსაც უქმნის საფრთხეს, მკურნალობა კი ძვირია, თანაც აღმოსავლეთ ევროპის მრავალი ქვეყანა დაავადების წინააღმდეგ არცთუ ისე დიდ აქტიურობას იჩენს.

ჯანმო იწონებს დიდი ბრიტანეთის find and treat service , რომელიც გულისხმობს მობილური რენტგენ-მანქანების გამოყენებას პოპულაციის უსახლკარო და წამალდამოკიდებულ ნაწილში ტუბერკულოზის გამოსავლენად. ამასთან, ჯანმოს ექსპერტი, დოქტორი ოგტეი გოზალოვი, აღნიშნავს, რომ ტუბერკულოზი არ არის მხოლოდ მიგრანტებისა და პატიმრების დაავადება - ის ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება აღმოაჩნდეს და ამის აღსაკვეთად ყველა ქვეყნის ხელისუფლებამ სათანადო ღონისძიებები უნდა გაატაროს.

ტუბერკულოზი ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ინფექციაა, რომელიც ასიდან 7 შემთხვევაში ჯერ კიდევ ფატალური შედეგით სრულდება. წამლისადმი რეზისტენტული ფორმით დაავადებულთა თითქმის ნახევარი იღუპება.