News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

აღმოჩნდა, რომ საკვლევ პირთა 11% ისე დაბერდა, რომ არ დამართვია ასაკთან დაკავშირებული 11 ძირითადი დაავადება, მათ შორის - კიბო, ინსულტი, ინფარქტი და ალცჰაიმერი. ფიზიკურ დატვირთვასაც უკეთ იტანდნენ. ამ ჯგუფში უმთავრესად მოხვდნენ ქალები, რომლებიც რეგულარულად, მაგრამ ზომიერად (!!!) იღებდნენ ალკოჰოლს. მეცნიერთა გამოთვლით, ყოველდღიურად 15-30 გრამი ალკოჰოლის მიღება მომავალში ფიზიკური და გონებრივი სიჯანსაღის შენარჩუნების ალბათობას 28%-ით ზრდის. უფრო მეტიც - სპირტიანი სასმელების ყოველდღიური მიღება შესაძლოა უფრო ეფექტურიც კი იყოს, ვიდრე კვირაში 1-2-ჯერ მიღება. თუმცა ქალებს, რომლებსაც ადრე არასოდეს დაულევიათ სპირტიანი სასმელი, ამ ასაკში სმის დაწყებას არ ურჩევენ.

ცხიმოვანი მჟავები ბავშვებში ალერგიას ებრძვის

საფრანგეთის ნაციონალური სასოფლო-სამეურნეო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფმა დაადგინა, რომ თუ ორსული რაციონს თევზითა და ნიგვზით გაიმდიდრებს, მომავალში მის შვილს კვებითი ალერგია არ ემუქრება. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების საუკეთესო წყაროა ორაგული, თინუსი, კაკალი, გოგრის მარცვლები და სელის თესლი. იმის გამო, რომ ორსულები იშვიათად მოიხმარენ ამ პროდუქტს, სულ უფრო მეტ ბავშვს ემუქრება ალერგიის განვითარების მაღალი რისკი. მეცნიერთა დასკვნის თანახმად, როდესაც ორსული იღებს ზენაჯერი ცხიმოვანი მჟავების განსაზღვრულ ჯგუფს, ნაყოფის ნაწლავის კედლები უფრო განვლადი ხდება; ამის წყალობით სისხლის ნაკადში ხვდება დიდი რაოდენობით სუბსტანცია, რომელიც მიიღება საკვების გახლეჩის გზით და ბაქტერია, რაც იმუნურ სისტემას ანტისხეულების წარმოქმნას აიძულებს. დოქტორ გაელ ბუდრის მიაჩნია, რომ ასეთი გავლენის წყალობით ბავშვების იმუნური სისტემა უფრო სწრაფად ვითარდება და მწიფდება. შესაბამისად, ბავშვი უფრო იშვიათად ავადმყოფობს.

ყავა ტვინს ატყუებს და ასე "ამხნევებს"

ბევრს ვერც კი წარმოუდგენია დილა ფინჯანი ყავის გარეშე და ეს არც არის გასაკვირი, რადგან მიგვაჩნია, რომ კოფეინი გამოფხიზლებაში გვეხმარება, თუმცა ბოლოდროინდელი გამოკვლევები იმაზე მეტყველებს, რომ ეს შესაძლოა მხოლოდ ილუზია იყოს. ლონდონის უნივერსიტეტში ჩატარდა ექსპერიმენტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ყავის მოყვარულმა 18-დან 47 წლამდე ასაკის 88 მოხალისემ. თითოეული მათგანი დღეში ორ ფინჯან ყავას მაინც სვამდა. ექსპერიმენტის მონაწილეებს ეუბნებოდნენ, რომ კოფეინიან ყავას ასმევდნენ. სინამდვილეში ყავა უკოფეინო იყო. მიუხედავად ამისა, ეფექტი ისეთივე გახლდათ, როგორიც კოფეინიანი ყავის სმის შემთხვევაში. ექსპერიმენტის მონაწილეთა მდგომარეობის შესაფასებლად იყენებდნენ ტესტებს, რომელთა მეშვეობითაც მოწმდებოდა გონებრივი შრომის უნარი, რეაქციების სისწრაფე და განწყობა. აღმოჩნდა, რომ მოხალისეები დავალებებს არანაკლებ კარგად ართმევდნენ თავს, ვიდრე საკონტროლო ჯგუფი, რომელიც კოფეინის შემცველ ჩვეულებრივ ყავას სვამდა. ამრიგად, გაირკვა, რომ კოფეინი არაფერ შუაშია; საქმე ის არის, რომ ყავის დალევის შემდეგ ადამიანი ძალების მოზღვავებას ელის, ამიტომ პლაცებოც ისეთივე ეფექტს ახდენს, როგორსაც ჩვეულებრივი ყავა. ამავე დროს, ცნობილია, რომ კოფეინი ძლიერი სტიმულატორია, რომელიც მოქმედებს თავის ტვინზე და უნარი შესწევს, გაუმკლავდეს დაღლილობას. ზოგიერთმა გამოკვლევამ კი აჩვენა, რომ დღეში სამი ფინჯანი ყავის მიღება ამცირებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკს, ვინაიდან ახდენს თავის ტვინში განსაკუთრებული ტიპის რეაქციის ინიცირებას, რომელიც უჯრედების დაზიანებას უშლის ხელს.


რა კავშირი აქვს სოიის პროდუქტებს უშვილობასთან

ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სოიის პროდუქტები სპერმის კონცენტრაციას აქვეითებს. სავარაუდოდ, ამგვარ ეფექტს იწვევს იზოფლავონი, რომელსაც ესტროგენების მსგავსი მოქმედება აქვს. ბოსტონში, ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლაში, შეისწავლეს ასამდე მამაკაცის რაციონი, რომლებმაც 2000-2006 წლებში კლინიკებს უშვილობის გამო მიმართეს. სოიის პროდუქტები ყოველი მათგანის რაციონში შედიოდა. ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორებიცაა ასაკი, სხეულის მასის ინდექსი, ანალიზის გაკეთების დრო, ალკოჰოლი, ნიკოტინისა და კოფეინის მოხმარება, გაკეთებულმა გათვლებმა აჩვენა, რომ მათი სპერმა, ვინც დიდი რაოდენობით მოიხმარდა იზოფლავონს, დანარჩენებზე გაცილებით (მილილიტრში 40 მილიონით) ნაკლებ სპერმატოზოიდს შეიცავდა (ცნობისათვის: სპერმატოზოიდების ნორმალური შემცველობა მილილიტრში 80-120 მილიონია). გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ სოიის პროდუქტების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა ჭარბწონიანი მამაკაცების სპერმა. გამოკვლევის ხელმძღვანელის ხორხე კავაროს აზრით, სოიის ეფექტი მსუქან მამაკაცებში უფრო მკაფიო იმიტომ არის, რომ ცხიმოვანი ქსოვილი თავად გამოიმუშავებს ესტროგენებს, რომელთა მოქმედებას იზოფლავონების ეფექტიც ემატება.

თირკმელების ცუდი მუშაობა შესაძლოა გულის დაავადებაზე მიუთითებდეს

თირკმელების ცუდი მუშაობა შესაძლოა გულის დაავადებისა და ინსულტის სიგნალი იყოს. ასეთი დასკვნის საფუძველს იძლევა ორი გამოკვლევა, რომელთაგან ერთი ამერიკელმა და თურქმა მეცნიერებმა ჩაატარეს, მეორე კი ბრიტანელებმა და ისლანდიელებმა. პირველი გამოკვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ევროპასა და აზიაში მცხოვრები 280 000-ზე მეტი ადამიანი გამოიკვლიეს. გაირკვა, რომ თირკმელში არასათანადო ოდენობის სითხის გავლას უშუალო კავშირი აქვს ინსულტის განვითარების მაღალ რისკთან. ამასთანავე, აზიელებს ამის ალბათობა ევროპელებზე გაცილებით მაღალი აღმოაჩნდათ. მეორე გამოკვლევამ, რომელშიც 17 000 მოხალისე მონაწილეობდა, აჩვენა, რომ გულის იშემიური დაავადების განვითარების ალბათობა თირკმლის დაავადების ადრეულ სტადიაშიც კი მომატებულია. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ თირკმლის ქრონიკული დაავადებები შეიძლება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკფაქტორად იქნეს განხილული. თირკმელების მუშაობის გასაუმჯობესებლად კი ქოლესტერინის დონის დასაქვეითებელი პრეპარატების მიღებას გვირჩევენ.

ვეგეტარიანელობა და იმპოტენცია

კვების რაციონიდან ხორცის ამოღებამ მამაკაცებში შესაძლოა ერექციული დისფუნქცია გამოიწვიოს, რადგან მცენარეული საკვები არ შეიცავს ცხიმებს, რომლებიც აუცილებელია მამაკაცის სასქესო ჰორმონის - ტესტოსტერონის გამომუშავებისათვის. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ სექსოლოგები გამოკვლევის საფუძველზე, რომელშიც ორივე სქესის რამდენიმე ათასმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. გარდა ამისა, გამოკვლევის ხელმძღვანელი ოკი ჰამი აცხადებს, რომ არაბალანსირებულმა რაციონმა, რომელიც მხოლოდ მცენარეულ საკვებს შეიცავს, შესაძლოა რკინის ნაკლებობა გამოიწვიოს და ყველას, ვინც ვეგეტარიანულ დიეტას მისდევს, ურჩევს, უარი თქვან ყურძნისა და მწვანე ჩაის ექსტრაქტების შემცველ საკვებ დანამატებზე, რადგან ისინი პოლიფენოლების წყაროა, პოლიფენოლები კი, როგორც პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, ეწებება რკინის მოლეკულებს და შეუძლებელს ხდის ნაწლავების ლორწოვანიდან მათ შეწოვას, რის შედეგადაც რკინა ორგანიზმისთვის უსარგებლო ხდება.

კაკალი და თევზი სიბრმავისგან დაგიცავთ

ავსტრალიელმა მეცნიერებმა ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად დაასკვნეს, რომ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების შემცველი საკვები ყვითელი ლაქის დეგენერაციის ალბათობას ამცირებს. ომეგა-3 ცხიმოვან მჟავას უხვად შეიცავს თევზი და კაკალი. ავსტრალიელმა მკვლევრებმა 2454 ადამიანს სთხოვეს, კვირაში ორჯერ ეჭამათ ერთი-ორი ულუფა ომეგა-3-ით მდიდარი საკვები, მაგალითად, ნიგოზი ან თევზი. ათი წლის შემდეგ მეცნიერებმა თითოეული მათგანის მხედველობის მდგომარეობა შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ გამოკვლევის მონაწილეებს ყვითელი ლაქის დეგენერაციის ალბათობა საშუალო სტატისტიკურზე 35%-ით ნაკლები ჰქონდათ. ყვითელი ლაქების დეგენერაცია თვალის ბადურა გარსის ცენტრალურ ნაწილში განვითარებული ცვლილებაა, რომელსაც ხშირად სიბრმავემდე მივყავართ. დიდი ხანია ცნობილია, რომ ცხიმოვანი მჟავები ხელს უშლის არტერიებში ბალთების გაჩენას, ამცირებს გაღიზიანებადობას, ბლოკავს ახალი სისხლძარღვების ფორმირებას და იცავს ბადურას უჯრედებს ჟანგბადის მავნე გავლენისგან. კიდევ ერთი გამოკვლევის თანახმად, ადამიანებს, რომელთა მენიუ ზეითუნის ზეთის მაღალი შემცველობით (კვირაში 100 მლ) გამოირჩევა, ყვითელი ლაქის დეგენერაცია უფრო იშვიათად ემართებათ, ვიდრე მათ, ვინც თითქმის არ მიირთმევს ზეითუნის ზეთს.


წითელი ღვინო ხელს უწყობს მხედველობის სიმახვილის შენარჩუნებას

წითელი ღვინო განთქმულია სასარგებლო თვისებებით, თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ კუთხით სათანადოდ ჯერ კიდევ არ შეუსწავლიათ. გამოკვლევები დღემდე მიმდინარეობს. ამერიკელმა მეცნიერებმა, მაგალითად, ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს, რომ ამ ალკოჰოლურ სასმელს მხედველობის სიმახვილის შენარჩუნებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შესძლებია. საქმე ის არის, რომ ყურძნის კანი, რომელიც ძირითადი ნედლეულია ხარისხიანი ღვინის საწარმოებლად, შეიცავს განსაკუთრებულ ნივთიერებას - რესვერატროლს, რომელიც, როგორც ცნობილია, ხელს უშლის ორგანიზმის დაბერებას და ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას. რესვერატროლი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლძარღვების სიჯანსაღის შენარჩუნებაში. ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს კავშირი რესვერატროლის ამ თვისებასა და ადამიანის მხედველობის მდგომარეობას შორის. მათი დასკვნისYთანახმად, ეს ნივთიერება საგრძნობლად ამცირებს მხედველობის დაქვეითების ალბათობას, განსაკუთრებით - ხანდაზმულ ასაკში. ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის სპეციალისტის, დოქტორ რაჟენდრა არტის თქმით, გამოკვლევამ აჩვენა, რომ რესვერატროლი ხელს უშლის სისხლძარღვებში ასაკობრივი ცვლილებების განვითარებას და, ამის კვალობაზე, თვალშიგა წნევის მომატებას, რაც მხედველობის გაუარესების ალბათობას ამცირებს. რესვერატროლს არა მხოლოდ ყურძენი - ზოგიერთი სხვა მცენარეც შეიცავს. ამ ნივთიერებას მცენარე პარაზიტებთან - ბაქტერიებსა და სოკოებთან - ბრძოლისას იყენებს.

ამერიკელებმა ხელოვნური საკვერცხე შექმნეს

როდ-აილენდში მდებარე ბრაუნის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სანდრა კარსონმა და სტივენ კროტცმა მოფუნქციე ხელოვნური საკვერცხე შექმნეს. მკვლევრები აცხადებენ, რომ ეს არის პირველი სამგანზომილებიანი ქსოვილოვანი სტრუქტურა, რომელიც სამი ტიპის უჯრედებისგან შედგება. თავდაპირველად ამერიკელმა მეცნიერებმა დონორის საკვერცხის თეკალური უჯრედებისგან "ფიჭები" შექმნეს. როდესაც ამ სტრუქტურამ სათანადო ფორმა მიიღო, თითოეულ "კვერცხუჯრულაში" მოათავსეს ოოციტი - ქალის უმწიფარი სქესობრივი უჯრედი - და ამრიგად ხელოვნური ორგანო ნამდვილ საკვერცხეს დაემსგავსა. ხელოვნურ საკვერცხეს უნარი შესწევს, ბოლომდე (ანუ განაყოფიერებისათვის მზადყოფნამდე) უზრუნველყოს კვერცხუჯრედის მომწიფება. თუმცაღა მკვლევრებმა განაცხადეს, რომ მათ მიერ შექმნილი საკვერცხე არ არის გათვალისწინებული ქალის ორგანიზმში გადასანერგად - მას ჯერჯერობით საკვერცხეების მუშაობისა და მათზე გარეგანი ფაქტორების ზემოქმედების შესასწავლად გამოიყენებენ, მომავალში კი ხელოვნური ორგანო შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ ქალების კვერცხუჯრედების შესანახად, რომლებიც სხივური თერაპიის ან ქიმიოთერაპიის კურსს ჩაიტარებენ.

ინგლისელ ქალს პნევმონიით გარდაცვლილი მწეველის ფილტვები გადაუნერგეს

28 წლის ბრიტანელ გოგონას მოწევის 30-წლიანი გამოცდილების მქონე ადამიანის ფილტვები გადაუნერგეს. ლინდსი სკოტს, რომელიც ფილტვების ფიბროზით იყო დაავადებული, შარშან, თებერვალში, ფილტვების ტრანსპლანტაცია ჩაუტარდა, მაგრამ მისთვის არ უთქვამთ, რომ დონორს, შუახნის ქალს, მოწევის 30-წლიანი გამოცდილება ჰქონდა და პნევმონიით გარდაიცვალა. ეს რომ შეიტყო, ლინდსიმ დიდი ბრიტანეთის ტრანსპლანტაციის სამსახურს უჩივლა. ქვეყნის მთავარმა ტრანსპლანტოლოგმა, კრის რაჯმა, განაცხადა, რომ პაციენტებს უნდა ესმოდეთ - მათ ვერ გადაუნერგავენ "სულ მთლად ცინცხალ" ორგანოებს, მწეველის ფილტვებს კი სავსებით ნორმალური მუშაობის უნარი შესწევს.