News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

შესაძლოა შეცვალოს მრავალი ქალის წარმოდგენა ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი საშუალებების შესახებ. ქვემოთ მოვიყვანთ რამდენიმე პოპულარულ შეხედულებას ასეთი საშუალებების შესახებ და ფაქტებს, რომლებიც ამ წარმოდგენებს აბათილებს.

  • SPF-ფაქტორის შემცველი დამატენიანებელი კრემი სახეს იცავს.

გგონიათ, საკმარისია, შინიდან გასვლის წინ სახე და ყელი ისეთი დამატენიანებელი კრემით ან ლოსიონით დაიმუშაოთ, რომელიც მზისგან დამცავ თუნდაც მაღალინდექსიან ფაქტორს შეიცავს? ახლახან ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სახის კანის დამატენიანებელი საშუალებები (მათ შორის - საკმაოდ ძვირად ღირებულიც), რომელთა ეტიკეტზეც მითითებულია, რომ კანს ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს, იშვიათად შეიცავს ისეთ სრულფასოვან SPF ფაქტორს, რომელიც შეძლებს, კანი სრულყოფილად დაიცვას ულტრაიისფერი გამოსხივებისგან.

ასე რომ, შინიდან გასვლის წინ სახეზე, ისევე როგორც მთელ სხეულზე, ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დამცავი სპეციალური საშუალება უნდა წაისვათ.

  • უმჯობესია, თავის დასაზღვევად მაქსიმალურინდექსიანი დამცავი საშუალება გამოვიყენოთ.

არ არსებობს კრემი, რომელიც 100%-ით დაიცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისგან. უმრავლესობას 30-ზე მაღალინდექსიანი საშუალება არ სჭირდება, მაგრამ თუ მეტისმეტად მგრძნობიარე კანი გაქვთ და გარუჯვის საწინააღმდეგო ლოსიონს სათანადო ინტენსივობით არ იყენებთ (უნდა წაისვათ 2 საათში ერთხელ), კანის დაზიანების ალბათობა იმატებს. ასევე, თუ სვამთ რომელიმე წამალს, უნდა ჰკითხოთ ექიმს, ხომ არ ზრდის ეს წამალი კანის მგრძნობელობას ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ. ასეთი მოქმედება აქვს წნევის მარეგულირებელ საშუალებებს და ანტიბიოტიკების ზოგიერთ ჯგუფს.

  • მზისგან დამცავი კრემი ზრდის მელანომის განვითარების რისკს.

საინფორმაციო საშუალებებში დროდადრო ჩნდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მზისგან დამცავი საშუალებები, რომლებსაც მაღალი SPF-ინდექსი აქვს, კანისთვის ძალზე საშიშია. XX საუკუნის 90-იან წლებში აშშ-ში ჩატარდა ულტრაიისფერი B-ფილტრების (B ტიპის გამოსხივებისგან დამცავი საშუალებების) კვლევა. იმხანად A ტიპის ულტრაიისფერ გამოსხივებას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ. როგორც კი გაირკვა, რომ სწორედ A ტიპის გამოსხივებას ჰქონდა მეტი მნიშვნელობა, მზისგან დამცავი საშუალებების ორივე ტიპის გამოსხივებისგან დამცავი ფილტრებით გამდიდრება დაიწყეს. ასეთი საშუალებების გამოყენებას მელანომის განვითარების რისკი მინიმუმამდე დაჰყავს.

  • თუ ბავშვობაში ხშირად ირუჯებოდით, ეს ნიშნავს, რომ თქვენს ჯანმრთელობას დიდი ზიანი მიადგა.

ავსტრალიელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს (ავსტრალიაში ულტრაიისფერი გამოსხივებით გამოწვეული დაავადებები მეტად აქტუალურია) და დაადგინეს, რომ მზისგან დამცავი საშუალებები ნებისმიერ ასაკში ეფექტიანია, მათი გამოყენების დაწყება არასოდეს არის გვიან.

მრავალ ქალს მზეზე ალერგია აქვს და სპეციალური დამცავი საშუალებები არ შველის.

მართლაც, ფოტოდერმატიტის (მზეზე ალერგია) პრობლემა სულ უფრო აქტუალური ხდება. მაგრამ მრავალრიცხოვანმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ 30 და უფრო მაღალი SPF ინდექსის მქონე საშუალებები ადამიანს ალერგიული გამონაყარისგან იცავს.

თუ ალერგიის ნიშნები ასეთი საშუალების გამოყენებამდე გამოგაჩნდათ, დაგეხმარებათ ანტიჰისტამინური გელი და აბები.


  • შვილი... დედის საშვილოსნოდან

შვედმა ქალბატონმა თანხმობა განაცხადა, გამხდარიყო საშვილოსნოს დონორი საკუთარი შვილისთვის, რომელიც ამ ორგანოს გარეშე დაიბადა.

სარა ოტოსონს, რომელიც ამჟამად 25 წლისაა, მაიერ-როკიტანსკი-კიუსტერ-ჰაუზერის სინდრომი (მიულერის სადინარის აპლაზია) აქვს. ეს პათოლოგია მუცლადყოფნის პერიოდში იჩენს თავს და საშვილოსნოს ნაწილობრივ ან სრულ უქონლობას იწვევს, თუმცა საკვერცხეები ამ დროს ნორმალურად ვითარდება. გიოტებორგში, სალგრენის უნივერსიტეტის საავადმყოფოში, ქალს დედის საშვილოსნოს გადანერგვა შესთავაზეს. 56 წლის ევა ოტოსონი დათანხმდა, შვილისთვის საკუთარი საშვილოსნო გადაენერგა - საშვილოსნო, რომელშიც თავის დროზე თავისი ქალიშვილი გამოზარდა. ოპერაცია 2012 წლის შემოდგომისთვის არის დაგეგმილი. თუ იგი წარმატებით დასრულდა, ეს იქნება საშვილოსნოს პირველი გადანერგვა მედიცინის ისტორიაში. მართალია, ასეთივე ოპერაცია 2000 წელს საუდის არაბეთშიც ჩატარდა, - 26 წლის ქალს, რომელსაც სისხლდენის გამო ამოჰკვეთეს ეს ორგანო, 46 წლის დონორის საშვილოსნო გადაუნერგეს, - მაგრამ გართულების გამო სამიოდე თვის შემდეგ მისი ამოკვეთა მოუხდათ.

ქირურგთა ბრიგადის ხელმძღვანელი, მატს ბრანსტრომი, ამბობს, რომ დღეს საშვილოსნოს გადანერგვა ერთ-ერთი ურთულესი ოპერაციაა, გაცილებით უფრო რთული, ვიდრე თირკმლის, ღვიძლის ან გულის გადანერგვა. ამის მიზეზია მისი მდებარეობისა და სისხლით მომარაგების თავისებურებები, რაც ძლიერ აძნელებს მუშაობას, და სისხლდენის განვითარების მაღალი რისკი.

  • მზად ხართ დონორობისთვის?

გერმანიაში შემუშავდა ახალი მოდელი, რომელიც ორგანოებისა და ქსოვილების დონორობას არეგულირებს. ახალი წესების თანახმად, გერმანიის ყოველი მოქალაქე აუცილებლად უნდა გამოიკითხოს იმის შესახებ, მზად არის თუ არა იგი დონორობისთვის. ამჟამად გერმანიაში მოქმედებს მოხალისეობის პრინციპი: ნებისმიერ მოქალაქეს, აგრეთვე - იმ ავადმყოფთა ნათესავებს, რომლებიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იმყოფებიან, შეუძლია საკუთარი ინციატივით განაცხადოს, გახდება თუ არა ორგანოს დონორი.

ჩრდილოეთ რაინის ჯანდაცვის მინისტრმა, რომელიც მხარს უჭერს დონორობის ახალ წესს, რომ "ყოველმა მოქალაქემ სიცოცხლეში ერთხელ მაინც უნდა უპასუხოს კითხვას, მზად არის თუ არა, გახდეს ორგანოთა დონორი". თუმცა პასუხის გაცემას არავის აიძულებენ - გამოკითხულებს შეუძლიათ, პასუხისგან თავი შეიკავონ. სოციოლოგიურმა გამოკითხვამ, რომელიც კიოლნის ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა ჯგუფმა ჩაატარა, ცხადყო, რომ გერმანიის მკვიდრთა უმეტესობა (77%) ახალი მოდელის დანერგვაზე თანახმაა. წინააღმდეგი აღმოჩნდა მხოლოდ 14%, ხოლო 9%-ს მისდამი თავისი დამოკიდებულება ჯერ კიდევ ვერ გაურკვევია. ამასთან, ყოველმა მეორე რესპონდენტმა განაცხადა, რომ მზად არის, გახდეს დონორი სიკვდილის შემდეგ. დღეს გერმანიაში ამა თუ იმ ორგანოს გადანერგვა 12 ათას მძიმედ დაავადებულ ადამიანს სჭირდება.

  • დიაბეტის მკურნალობის ახალი მეთოდი

ახალი ზელანდიის ჯანდაცვის სამინისტრომ პრეპარატ დიაბესელის (Diabecell) კლინიკური გამოცდის ნებართვა გასცა. პრეპარატი ახალშობილი გოჭის პანკრეასის უჯრედებს წარმოადგენს. რამდენიმე ხნის წინ მკურნალობის ეს მეთოდი წარმატებით გამოსცადეს რუსეთში მცხოვრები პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ადამიანებში.

ახალი ზელანდიის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ქსენოტრანსპლანტაციას, სხვადასხვა ბიოლოგიური სახეობისგან ორგანოებისა და ქსოვილების ადამიანისთვის გადანერგვას, უდიდესი პოტენციალი აქვს პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა მკურნალობაში. ახალი ტექნოლოგიის დანერგვამ შესაძლოა ახალი ზელანდია მსოფლიო ლიდერად აქციოს როგორც შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის, ასევე ქსენოტრანსპლანტაციის კუთხით.

პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტი პანკრეასის ბეტა-უჯრედების ფუნქციის დარღვევისას ვითარდება. ახალშობილი გოჭების ინსულინმაპროდუცირებელი უჯრედების ტრანსპლანტაციამ შესაძლოა აღმოფხვრას ან შეამციროს მაინც ინსულინის დეფიციტი, თუმცა მოსალოდნელია, ცხოველის ქსოვილთა ტრანსპლანტაციამ ხელი შეუწყოს ღორის ვირუსების გადაცემას, რომლებიც ადამიანისთვის საშიშია, ამიტომ ახალი მეთოდის მიმართ სპეციალისტებს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ.

კომპანია Living Cell Technologies (LCT)-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ მეთოდს მინიმუმამდე დაჰყავს ცხოველთა ვირუსების ადამიანისთვის გადაცემის რისკი. პრეპარატ დიაბეცელის შესაქმნელად ისინი იყენებენ ახალშობილი გოჭების ქსოვილებს, რომლებიც სხვა ღორებისგან იზოლირებულნი არიან. შარშან პრეპარატი გამოსცადეს ავადმყოფებზე, რომლებსაც პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტი აქვთ. ათიდან 8 შემთხვევაში ინექციები ეფექტიანი გამოდგა, რის წყალობითაც ინსულინის დოზის 23-100%-ით შემცირება და სისხლში გლიკემიის სათანადო კონტროლის მიღწევა მოხერხდა. ამასთან, არც ერთ პაციენტს არ აღმოაჩნდა ის დაავადება, რომელიც შესაძლოა გადასდებოდა ტრანსპლანტაციის დროს.


  • მოშორდება თუ არა გადანერგილი ორგანო?

ამერიკელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს მეთოდი, რომლის წყალობითაც გადანერგილი ორგანოს მოშორების ალბათობა სისხლის ანალიზით განისაზღვრება. ამჟამად გადანერგილი ორგანოს მოშორების რისკს უცხო ქსოვილთა მიმართ რეციპიენტის იმუნური სისტემის აქტივობის მიხედვით აფასებენ. ამისთვის პაციენტს უტარებენ ბიოფსიას - საანალიზოდ უღებენ ტრანსპლანტატის ნაწილს. სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა შემოგვთავაზა, ამ პროცედურაზე უარი ვთქვათ, რადგან, ჯერ ერთი, ძალზე ტრავმულია, და მეორე - საკმაოდ ძვირია.

მეცნიერებმა შეისწავლეს იმ 7 პაციენტის სისხლის ნიმუშები, რომლებსაც გულის გადანერგვის შემდგომ ორგანოს მოცილების რეაქცია განუვითარდათ. სისხლის 44 ნიმუშიდან 23 აღებული იყო მოცილების დაწყებამდე 3 თვით ადრე, 15 - ამ სამი თვის განმავლობაში, ხოლო 6 - მას შემდეგ, რაც მოცილების რეაქცია სტანდარტული მეთოდებით დადასტურდა. მეცნიერებს განზრახული ჰქონდათ სისხლში დონორის დნმ-ს აღმოჩენა, რაც გადანერგილი ორგანოს უჯრედების დაშლის მაუწყებელი უნდა ყოფილიყო.

პირველი ჯგუფის სისხლის ნიმუშში მოცილების რეაქციის დაწყებამდე დონორის სისხლის დნმ 1%-ზე ნაკლები აღმოჩნდა, ხოლო ბიოფსიით მისი დადასტურების შემდეგ 3-4%-მდე გაიზარდა. მეცნიერები ამბობენ, რომ ამ მაჩვენებლების საფუძველზე მათ შეძლეს, 83%-იანი სიზუსტით ეწინასწარმეტყველათ დონორის ორგანოს მოცილების დასაწყისი.

მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ დიაგნოსტიკის ახალი მეთოდი მედიკოსებს საშუალებას მისცემს, ორგანოს მოცილება დაახლოებით 1 თვით ადრე იწინასწარმეტყველონ, ვიდრე ეს ბიოფსიით იქნება შესაძლებელი. უფრო ძვირად ღირებული მეთოდიკის გამოყენება კი შეიძლება იმ შემთხვევაში, როდესაც სისხლის ანალიზის შედეგი გაურკვეველია.

  • დონორების საიტი სტუმრების შემოტევას ემსხვერპლა

კანადურმა საიტმა ბეადონორ.ცა-მ, რომელიც პროვინცია ონტარიოში ორგანოთა და ქსოვილთა დონორობის მხარდასაჭერად შეიქმნა, სტუმრების შემოტევას ვერ გაუძლო. საიტი ბეადონორ.ცა ოფიციალურად 14 ივნისს ჩართეს, მაგრამ რამდენიმე საათის შემდეგ გვერდი გაითიშა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ამ ხნის განმავლობაში პორტალზე დარეგისტრირება დაახლოებით 500-მა მომხმარებელმა მოასწრო. საიტი ონლაინ რეგისტრაციის ფუნქციით დონორობის მსურველთა დასახმარებლად აღჭურვეს. მანამდე ონტარიოს ყოველი მკვიდრი, რომელიც მზად იყო საკუთარი ორგანოების გადასაცემად, პირადად უნდა მისულიყო სპეციალიზებულ ცენტრში ან შეევსო და ელექტრონული ფოსტით გაეგზავნა დონორის ანკეტა.

ბეადონორ.ცა-ს ნორმალური მუშაობა მეორე დღეს აღადგინეს. დღეს ამა თუ იმ ორგანოს გადანერგვას ონტარიოს 500 000 მკვიდრი ელის. 2011 წლის განმავლობაში ამ პროვინციაში დაახლოებით 400 ტრანსპლანტაცია ჩატარდა.

  • ღვიძლის ტრანსპლანტაციის ალტერნატიული გზები

ბერძენ მკვლევართა ჯგუფმა ღვიძლის ალკოჰოლური ციროზის სამკურნალოდ უჯრედული თერაპიის მეთოდი გამოიყენა. ამჟამად უკანასკნელი სტადიის დეკომპენსირებული ციროზის მკურნალობის ერთადერთ მეთოდად ღვიძლის ტრანსპლანტაცია მიიჩნევა, მაგრამ დონორულ ორგანოთა ნაკლებობის გამო ავადმყოფები ხშირად ოპერაციამდე იღუპებიან, ამიტომ მეცნიერები სხვა გზებს ეძებენ ღვიძლის რეგენერაციის სტიმულირებისთვის. ყველაზე საიმედოდ უჯრედული თერაპიის მეთოდია მიჩნეული. ცნობილია, რომ ღვიძლის რეგენერაციაში უჯრედთა რამდენიმე პოპულაცია, მათ შორის - ჰემოპოეზური ღეროვანი უჯრედები, მონაწილეობს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მათი შეყვანა დაზიანებული ღვიძლის აღდგენის სტიმულირებას მოახდენს. ღვიძლის დეკომპენსირებული ალკოჰოლური ციროზის მქონე ორ პაციენტს ჩაუტარეს ინფუზია პერიფერიული სისხლის მობილიზებული აუტოლოგიური ღეროვანი უჯრედებით. ავადმყოფების მდგომარეობას 30 თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ. კლინიკური მდგომარეობა ორივეს გაუუმჯობესდა.

ეს შედეგები მოწმობს, რომ ღეროვანი თერაპია შეიძლება განხილულ იქნეს როგორც მკურნალობის მეთოდი, რომელიც საშუალებას აძლევს პაციენტებს, დაელოდონ ორგანოს ტრანსპლანტაციას ან ციროზი დეკომპენსირებული სტადიიდან კომპენსირებულში გადაიყვანონ, თუმცა მეთოდის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესაფასებლად დამატებითი კლინიკური კვლევების ჩატარებაა აუცილებელი.