/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

დავეხმაროთ ერთმანეთს

დავეხმაროთ ერთმანეთს
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ რამდენიმე სამკურნალო რეცეპტს. გახსოვდეთ, რომ თუ რომელიმე დაავადების გამო დანიშნული გაქვთ მკურნალობა, თვითნებურად ნუ შეცვლით. თუმცა ექიმთან კონსულტაციის შედეგ, ძირითადი მკურნალობის ეფექტის გაძლიერების მიზნით, შეგიძლიათ ხალხური მედიცინის რეცეპტების გამოყენებაც.

ქიშმიში უხდება გულს

43 წლისა ვიყავი, გულმა რომ შემაწუხა (ახლა 45-ის ვარ). ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს გული ძლივს მუშაობდა. ერთ დღესაც პულსის გასინჯვა ვცადე და ძალიან გამიჭირდა - მაჯაზე ძლივს ვიპოვე. მივედი კარდიოლოგთან. გამსინჯა, გამომიკვლია და მითხრა, რომ მქონდა მიოკარდიტი - გულის კუნთის ანთება, რომელიც თურმე გრიპის შემდეგ დამრჩენოდა. დამინიშნა უამრავი წამალი, მათ შორის - ჰორმონებიც. დანიშნულება ზედმიწევნით შევასრულე, მაგრამ ბოლომდე ვერ განვიკურნე, ამიტომ დავიწყე ხალხური საშუალებების ძებნა და მივაგენი რამდენიმე რეცეპტს:

  • 1 ჩ/ჭ უკურკო ქიშმიში უნდა გარეცხოთ, გააშროთ და დილაობით, უზმოზე, მიირთვათ 40-40 ცალი. საუზმობა მხოლოდ ერთი საათის შემდეგ შეიძლება. მეორე დღეს მიირთმევთ 39 ცალ ქიშმიშს, მესამე დღეს - 38-ს და ასე, ყოველდღე - თითო ცალით ნაკლებს. ასეთი ორმოცდღიანი კურსი წელიწადში 3-ჯერ მაინც უნდა ჩაიტაროთ.
  • აიღეთ თანაბარი რაოდენობით ძახველისა და მოცხარის ფოთლები, ჩაისავით დააყენეთ (1ს/კ ნარევი 1ჩ/ჭ მდუღარე წყალზე), დაატკბეთ თაფლით და ერთი თვის განმავლობაში სვით დღეში ორჯერ - დილა-საღამოს, მერე ერთი თვე დაისვენეთ და გაიმეორეთ.

ღრძილებიდან სისხლდენა

ხშირად მტკიოდა ღრძილები. კბილის კბილზე დაჭერაც კმაროდა, რომ სისხლდენა დამწყებოდა. ისეთ დღეში ვიყავი, თხიერი კერძების გარდა პირში ვერაფერს ვიდებდი. სტომატოლოგმა ანტიბიოტიკი დამინიშნა, მაგრამ ალერგია მაქვს და ვერც ნემსებს ვიკეთებდი და ვერც აბებს ვიღებდი.

გაზეთში ამოვიკითხე: კარგი იქნება, თუ ერთ წილ საჭმელ სოდას დაუმატებთ ერთ წილ გაცრილ ხის ნაცარს, ერთ წილ წმინდა სუფრის მარილს და ამ ნაზავით კბილებს გაიხეხავთ - სისხლდენა შეწყდება, მინანქარი გათეთრდება და აღარც კბილები გეტკიებათო. ვსინჯე და მომიხდა. სცადეთ თქვენც.

მხედველობის გასაუმჯობესებელი საშუალება

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

როგორც კი შევამჩნიე, რომ მხედველობა მიუარესდებოდა, დავიწყე მკურნალობა ხალხური მეთოდით ამ პროცესის შესაჩერებლად. მივიღე ძალიან კარგი შედეგი. მინდა, გამოცდილება თქვენს მკითხველსაც გავუზიარო:

  • ვურევთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის ხახვის წვენსა და თაფლს. ამ ნარევით დღეში ორჯერ, დილა-საღამოს, ვიზელთ ქუთუთოებს. ამასთან ერთად დღეში ორჯერ ვსვამთ თითო ჭიქა წვენს, რომელიც ასე მზადდება: ვურევთ ერთმანეთში სტაფილოსა და ოხრახუშის წვენს, თანაფარდობით 3:1.

ვერ მოგატყუებთ, რომ ახალგაზრდული მხედველობა დამიბრუნდა, მაგრამ უკვე რამდენიმე წელია, გაუარესება აღარ შემიმჩნევია.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

ქიშმიში უხდება გულს

43 წლისა ვიყავი, გულმა რომ შემაწუხა (ახლა 45-ის ვარ). ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს გული ძლივს მუშაობდა. ერთ დღესაც პულსის გასინჯვა ვცადე და ძალიან გამიჭირდა - მაჯაზე ძლივს ვიპოვე. მივედი კარდიოლოგთან. გამსინჯა, გამომიკვლია და მითხრა, რომ მქონდა მიოკარდიტი - გულის კუნთის ანთება, რომელიც თურმე გრიპის შემდეგ დამრჩენოდა. დამინიშნა უამრავი წამალი, მათ შორის - ჰორმონებიც. დანიშნულება ზედმიწევნით შევასრულე, მაგრამ ბოლომდე ვერ განვიკურნე, ამიტომ დავიწყე ხალხური საშუალებების ძებნა და მივაგენი რამდენიმე რეცეპტს:

  • 1 ჩ/ჭ უკურკო ქიშმიში უნდა გარეცხოთ, გააშროთ და დილაობით, უზმოზე, მიირთვათ 40-40 ცალი. საუზმობა მხოლოდ ერთი საათის შემდეგ შეიძლება. მეორე დღეს მიირთმევთ 39 ცალ ქიშმიშს, მესამე დღეს - 38-ს და ასე, ყოველდღე - თითო ცალით ნაკლებს. ასეთი ორმოცდღიანი კურსი წელიწადში 3-ჯერ მაინც უნდა ჩაიტაროთ.
  • აიღეთ თანაბარი რაოდენობით ძახველისა და მოცხარის ფოთლები, ჩაისავით დააყენეთ (1ს/კ ნარევი 1ჩ/ჭ მდუღარე წყალზე), დაატკბეთ თაფლით და ერთი თვის განმავლობაში სვით დღეში ორჯერ - დილა-საღამოს, მერე ერთი თვე დაისვენეთ და გაიმეორეთ.

ღრძილებიდან სისხლდენა

ხშირად მტკიოდა ღრძილები. კბილის კბილზე დაჭერაც კმაროდა, რომ სისხლდენა დამწყებოდა. ისეთ დღეში ვიყავი, თხიერი კერძების გარდა პირში ვერაფერს ვიდებდი. სტომატოლოგმა ანტიბიოტიკი დამინიშნა, მაგრამ ალერგია მაქვს და ვერც ნემსებს ვიკეთებდი და ვერც აბებს ვიღებდი.

გაზეთში ამოვიკითხე: კარგი იქნება, თუ ერთ წილ საჭმელ სოდას დაუმატებთ ერთ წილ გაცრილ ხის ნაცარს, ერთ წილ წმინდა სუფრის მარილს და ამ ნაზავით კბილებს გაიხეხავთ - სისხლდენა შეწყდება, მინანქარი გათეთრდება და აღარც კბილები გეტკიებათო. ვსინჯე და მომიხდა. სცადეთ თქვენც.

მხედველობის გასაუმჯობესებელი საშუალება

როგორც კი შევამჩნიე, რომ მხედველობა მიუარესდებოდა, დავიწყე მკურნალობა ხალხური მეთოდით ამ პროცესის შესაჩერებლად. მივიღე ძალიან კარგი შედეგი. მინდა, გამოცდილება თქვენს მკითხველსაც გავუზიარო:

  • ვურევთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის ხახვის წვენსა და თაფლს. ამ ნარევით დღეში ორჯერ, დილა-საღამოს, ვიზელთ ქუთუთოებს. ამასთან ერთად დღეში ორჯერ ვსვამთ თითო ჭიქა წვენს, რომელიც ასე მზადდება: ვურევთ ერთმანეთში სტაფილოსა და ოხრახუშის წვენს, თანაფარდობით 3:1.

ვერ მოგატყუებთ, რომ ახალგაზრდული მხედველობა დამიბრუნდა, მაგრამ უკვე რამდენიმე წელია, გაუარესება აღარ შემიმჩნევია.


თუ თავბრუხვევა გაწუხებთ

ვარ 24 წლის გოგონა. რამდენიმე წლის წინ ხშირად მეხვეოდა თავბრუ. ბებიაჩემმა მითხრა, ახალგაზრდობაში მეც ასე ვიყავი და ბარისპირას ნაყენი მშველოდაო. მართლაც უებარია. გიგზავნით რეცეპტს, დარწმუნებული ვარ, სხვებსაც გამოადგებათ.

  • 1 ს/კ დაფხვნილ სამკურნალო ბარისპირას (რაჭულად ფოთოლა-ბალახი ჰქვია, მოხევეები ბარაის ეძახიან) დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, შეფუთეთ და 2 საათი გააჩერეთ, მერე გაწურეთ. მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე.

ფაღარათის საწინააღმდეგო ბუნებრივი საშუალება

ბავშვებს ხშირად ეშლებათ კუჭი. ქიმიური წამლების გამოყენებას არ ვჩქარობ, რადგან ერთმა ნაცნობმა მასწავლა ბუნებრივი საშუალება, რომელიც ყველა ჩემს ნაცნობ-მეგობარს ვურჩიე - ყველა კმაყოფილი დარჩა, რადგან ეფექტი ძალიან სწრაფია:

  • აიღეთ მწვანე კაკალი, დაჭერით ქერქიანად და დაასხით არაყი (3:1). 10 დღით დადგით სიბნელეში და ნაყენიც მზადაა. მიიღეთ თითო ჩაის კოვზი დღეში 2-ჯერ.

დიდგულა ნაოფლარს მოგიშუშებთ

სიცხეში წყალივით მდის ოფლი, მკერდქვეშ, ნაკეცებში, და ზურგზე კანი მიწითლდება, გამონაყარი მიჩნდება და მთელი ზაფხული ქავილი მტანჯავს. ერთმა ნაცნობმა დიდგულას ნაყენის საფენები მირჩია - კანის ანთებას აქრობსო. მას შემდეგ მისი რეცეპტით ვსარგებლობ.

  • აიღეთ 2 ს/კ დიდგულას ყვავილი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცხელი რძე, წამოადუღეთ, გადმოდგით და თავდახურული იმ ტემპერატურამდე გააგრილეთ, რომ გესიამოვნოთ. ამ ნაყენში დაასველეთ სუფთა ქსოვილი და ნახევარი საათით დაიფინეთ გაღიზიანებულ ადგილებზე, შემდეგ შეიმშრალეთ სუფთა, რბილი პირსახოცით. არ ჩამოიბანოთ.
  • იმავდროულად შეგიძლიათ სვათ დიდგულას ყვავილების ნაყენიც: 1 ჩაის კოვზ ყვავილს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და 20 წუთით დააყენეთ. სვით ჩაისავით, დღეში 1-2-ჯერ, სამი კვირის განმავლობაში. საფენები კი მანამდე იკეთეთ, ვიდრე კანი არ დაგიმშვიდდებათ.

უმარტივესი საშუალება შეკრულობის წინააღმდეგ

ვარ 45 წლის ქალი. ეს რამდენიმე წელია, მეტისმეტად შემაწუხა შეკრულობამ. არც გული მქონდა კარგად, წელსაც ვიტკივებდი, უმადობაც მჭირდა... ხალხური მედიცინის კრებულში ამოვიკითხე, რომ შეკრულობის დროს ძალიან კარგია კიტრი. მეც ყოველ დილით ერთ ცალ საშუალო ზომის კიტრს ვფცქვნიდი, წვრილად ვხეხავდი და უზმოზე ვჭამდი. ასე გავაგრძელე ორი კვირა. არ ვაჭარბებ, რაც კი მაწუხებდა, ყველაფერს მოუხდა: კუჭის მოქმედება გამომისწორდა, წელის ტკივილმა გამიარა, აღარც გული მახსენებს თავს. არ მეგონა, თუ ჩვეულებრივი ბოსტნეული ასეთი უებარი წამალი გამოდგებოდა. თქვენც სცადეთ, იქნებ მოგიხდეთ!

მუცლის შებერილობას უხდება

წლების განმავლობაში მაწუხებდა მუცლის შებერილობა და სულ მცენარეულ საშუალებებს ვეძებდი. გთავაზობთ იმ რეცეპტებს, რომლებიც ყველაზე მეტად მომიხდა:

  • გაახმეთ კამა, დაფქვით და რეგულარულად უყავით კერძში. კარგია ძირაც.
  • მიიღეთ ალვის ხის მერქნის ნახშირი ჭამამდე და ჭამის შემდეგ (დღეში სულ - 2 ჩაის კოვზი).
  • დილით, უზმოზე, დალიეთ 1 ჩ/ჭ ახალგამოწურული კარტოფილის წვენი, შემდეგ 30 წუთით წამოწექით, ხოლო ერთ საათში ისაუზმეთ (მკურნალობის კურსი 10 დღეა, მერე 10 დღე დაისვენებთ და კურსს გაიმეორებთ).
  • სალათს დაამატეთ ნივრის მწვანე ფოთლები.
  • ნიორი წვრილად დაჭერით, გაშალეთ თხლად, გაახმეთ, დაფქვით, ჩაყარეთ მინის ქილაში, დაახურეთ ხუფი და შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილას. მიიღეთ დანის წვერით დღეში 2-ჯერ, ჭამის შემდეგ.
  • აიღეთ თანაბარი რაოდენობის პიტნის, კამის, ცერეცოსა და ძირას თესლის ნარევი, 2 ჩაის კოვზს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, 1 საათი გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში, გაწურეთ და სვით დღეში რამდენჯერმე (სულ - 1 ჭიქა ნაყენი მთელი დღის განმავლობაში).