News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

მათ ლიმფური სისტემა მიიტაცებს და ისინიც სწორედ ამ უკანასკნელის გავლით აღწევენ სისხლში. აზოტის ოქსიდს კი შეუძლია, ლიმფის დინება „გადაკეტოს“. ჰელდენი თაგვებს გველის შხამის მომაკვდინებელ დოზას უკეთებდა, მერე კი ნანემსარზე უსვამდა აზოტის ოქსიდის შემცველ კრემს. მღრღნელები მხოლოდ საათ-ნახევრის შემდეგ იხოცებოდნენ, მაშინ როცა თაგვები, რომლებსაც კრემს არ უსვამდნენ, ტოქსინის შეყვანის შემდეგ მხოლოდ ერთ საათს ცოცხლობდნენ. ეფექტი აჩვენა ადამიანებზე ჩატარებულმა ცდებმაც, თუმცა ადამიანებს უკეთებდნენ არა შხამს, არამედ უვნებელ საღებავს, რომლის მოლეკულები ტოქსინის მოლეკულების ტოლი იყო. გველის ნაკბენით ყოველწლიურად 100 000 ადამიანი იხოცება, ხოლო 400 000-ს ამპუტაცია სჭირდება. ავსტრალიელი მეცნიერები გვირჩევენ, თუ გველმა გვიკბინა, პირველ რიგში, წავისვათ აზოტის ოქსიდის შემცველი კრემი, მერე კი გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება ან წავიდეთ საავადმყოფოში.

დადგენილია ჭაღარის გაჩენის ჭეშმარიტი მიზეზი

დაბერების ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიშანი გაჭაღარავებაა. მეცნიერებმა გაარკვიეს, რატომ ჭაღარავდება ადამიანი და გვარწმუნებენ, რომ ამ აღმოჩენის წყალობით ჭაღარის პრობლემას სულ მალე საღებავის დაუხმარებლად მოვაგვარებთ. თმის ფერს განაპირობებს თმის ფოლიკულების ღეროვანი უჯრედები, რომლებიც ფერის გამომმუშავებელ უჯრედებთან - მელანოციტებთან ერთად მოქმედებენ. ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მეცნიერებმა აღმოაჩინეს სასიგნალო ცილა Wnt, რომელიც ორი ტიპის უჯრედთა პიგმენტაციას უწევს კოორდინირებას. გამოკვლევის შედეგად დადასტურდა, რომ ჭაღარას მელანოციტების ღეროვან უჯრედებში ამ ცილის ნაკლებობა აჩენს. "თუ გენეტიკის დახმარებით სასიგნალო პროტეინებით (Wnt) მანიპულირება მოვახერხეთ, თმის გაჭაღარავებას თავიდან ავიცილებთ, - განაცხადა პროფესორმა მაიუამი იტომ, - აღნიშნული ტექნოლოგია უკვე წარმატებით გამოვცადეთ მღრღნელებზე. იმედი გვაქვს, ეს აღმოჩენა მხოლოდ ამ პრობლემასთან გამკლავებაში კი არ დაგვეხმარება, არამედ ნათელს მოჰფენს მელანოციტებთან დაკავშირებული დაავადებების მექანიზმს, მათ შორის - მელანომისასაც".

მჯდომარე სამუშაო მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბოს რისკფაქტორია

ავსტრალიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხანგრძლივი მჯდომარე სამუშაო საგრძნობლად ზრდის მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს. ავსტრალიელმა მეცნიერებმა შეკრიბეს მონაცემები 2005-2007 წლებში მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბოს დიაგნოზდადასტურებული 918 პაციენტისა და 1021 ჯანმრთელი ადამიანის სამუშაო პირობების, ცხოვრების წესისა და ფიზიკური აქტივობის შესახებ. მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც 10 წლის განმავლობაში და უფრო მეტხანს ასრულებენ მჯდომარე სამუშაოს, მსხვილი ნაწლავის ქვედა ნაწილების კიბოს განვითარების ალბათობა ორჯერ მეტი აქვთ, ვიდრე მათ, ვისაც ასეთ პირობებში მუშაობა არ უხდება. სწორი ნაწლავის კიბოსთან მიმართებით ეს განსხვავება 44%-ს შეადგენს. გარდა ამისა, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ პროფესიები, რომლებიც მეტ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს, მცირე ფიზიკურ დატვირთვასთან დაკავშირებულ პროფესიებთან შედარებით 44%-ით ამცირებს მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს. საინტერესოა, რომ არასამუშაო პირობებში აქტივობის დონე ამ მონაცემებზე გავლენას არ ახდენს.